კაცმა რომ თქვას, პირველი კალათიდან უფრო სასურველი მეტოქე ძნელი "ასარჩევია", რადგან ჩვენი ნაკრები გამორჩეული ენთუზიაზმითა და, რაც მთავარია, მოსაგებად სწორედ რუსეთთან თუ იბრძოლებს
24 იანვარს უეფას ოფისში, აღმასკომის სხდომაზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. ნიონში შეკრებილმა ჩინოსნებმა ბეჭედი დაუსვეს, რომ ევროპის 2017 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 8-ის ნაცვლად, 12 გუნდი ითამაშებს.

ჩვენთვის ეს ძალზე საყურადღებო და სასურველი ამბავია, თუ გამართლდება ვარაუდი, რომ ამ დროისთვის შესაბამისი ასაკის ქართული ნაკრები პერსპექტიული კონტინგენტით იქნება დაკომპლექტებული.

ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამიერიდან უეფას სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამწვრთნელო პროგრამაში ჩაერთვება და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს სემინარებით დაეხმარება.

2014 წელს მალტაში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, უეფა საჯარიმოს ექსპერიმენტულ წესს გამოცდის - მსაჯებს დაურიგდებათ აორთქლებადი მისასხურებელი სითხე, რომლითაც ჯარიმისა და ცოცხალი კედლის ადგილს მონიშნავენ. ეს მონიშნული კი ერთ წუთში ისე ქრება, საფარს არ აზიანებს.

დაბოლოს - პოლიტიკური მიზეზების გამო უეფა ერთმანეთში არ ათამაშებდა აზერბაიჯან-სომხეთს, რუსეთ-საქართველოსა და ესპანეთ-გიბრალტარს. საქართველოსა და რუსეთზე ეს შეზღუდვა 2008 წლის შემდეგ ვრცელდებოდა. მიზეზი აგვისტოს ომი გახდა, რომლის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები გაწყდა.

ეს შეზღუდვა 5 წლის შემდეგ მოიხსნა. აღმასკომის დასრულების შემდეგ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ამ ორი ქვეყნის ნაკრები ერთ ჯგუფში სათამაშოდ მზად არის.

"გარკვეული ეჭვები ამ ქვეყნების საფეხბურთო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილებმა გამიქარწყლა. მოხარული ვიქნები, თუ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს კვლავ უმასპინძლებენ", - ამბობს პლატინი.

საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 23 თებერვალს, ნიცაში გაიმართება. საქართველო V კალათაში მოხვდა, რუსეთი - პირველში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ჯგუფში მოხვედრა თეორიულად შესაძლებელია.

ისე, კაცმა რომ თქვას, პირველი კალათიდან უფრო სასურველი მეტოქე ძნელი "ასარჩევია", რადგან ჩვენი ნაკრები გამორჩეული ენთუზიაზმითა და, რაც მთავარია, მოსაგებად სწორედ რუსეთთან თუ იბრძოლებს.

ნაკრებები კალათებში ასე გადანაწილდა:

I - ესპანეთი (ევროპის ჩემპიონი), გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, რუსეთი, ბოსნია.

II - უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია.

III - სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი.

IV - ჩერნოგორია, სომხეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელორუსი.

V - ისლანდია, ჩრდ. ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი.

VI - ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ფარერები, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

შესარჩევი ციკლის მატჩების თარიღებია: 7-9 სექტემბერი (2014), 9-11 ოქტომბერი (2014), 12-14 ოქტომბერი (2014), 14-16 ნოემბერი (2014), 27-29 მარტი (2015), 12-14 ივნისი (2015), 3-5 სექტემბერი (2015), 6-8 სექტემბერი (2015), 8-10 ოქტომბერი (2015), 11-13 ოქტომბერი (2015).

ფინალურ ეტაპზე ჯგუფის პირველი ორი გუნდი და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი ავტომატურად გავა. დანარჩენი 4 საგზურისთვის კი 8 მესამეადგილოსანი 2015 წლის 12-14 და 15-17 ნოემბერს ერთმანეთს პლეი ოფის მატჩებში შეხვდება.

ფინალური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 12 დეკემბერს შედგება, ხოლო საფრანგეთი ჩემპიონატს 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sdfghj
რა ქვეყნის ნაკრებსაც გინდა შეახვედრეთ,ანგარიში დამამცირებელი იქნება.ასე რომ,ეგ ჩვენი ნაკრები არაა.ჩვენსას მაშინ დაუძახებთ,თუ თავს დადებენ გუნდისთვის,ქვეყნისთვის და გულშემატკივრისთვის.ახლა ვინც ფულს ჩალიჩობს,ნაკრებსაც ის ადგენს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს