თებერვლიდან 2014 წლის შინაური სახელბურთო სეზონი განახლდება
თებერვლიდან 2014 წლის შინაური სახელბურთო სეზონი განახლდება. ტურნირების სერია ასაკობრივი პირველობებით დაიწყება და ეროვნული ჩემპიონატით დაგვირგვინდება.

2013-14 წლების მიჯნაზე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მთელმა სიმძიმემ საქართველოს ნაკრების 7-8 მოთამაშეზე გადაიარა.

ამას წინათ ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ირაკლი კეკელიძემ აღნიშნა, რომ, ორიოდე სპორტსმენის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ხელბურთელები სათანადოდ არ არიან მომზადებულები - ეს ეხება როგორც ფიზიკურ კონდიციებს, ისე საბაზისო ტექნიკასა და ტაქტიკურ მომზადებას.

ეს იმის შედეგია, რომ კლუბებს საწვრთნელი პირობები არ აქვთ. ამ მხრივ, ზამთარი, ფაქტობრივად, დაკარგულია, რადგან დარბაზების უმეტესობა არ თბება და ტრავმების საშიშროება დიდია; ფედერაციის საკუთრებაში კი არცერთი სარბიელი არაა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს... არადა, შემოდგომიდან ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ ციკლში ჩაებმება, მომზადება აქედანვეა საჭირო. გიორგი გვაზავა, ალბათ, დიდ სპორტს თავს დაანებებს. 35 წლის სერგო დათუკაშვილი გააგრძელებს თუ არა სახელბურთო კარიერას, არავინ იცის.

ნაკრებში შევსება ასაკობრივი გუნდებიდან უნდა მოვიდეს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ჩემპიონატის ყველა რესურსი, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი ლეგიონერებისთვის. ევროპაში უკვე განახლდა სახელბურთო სეზონი და ჩვენი ბიჭებიც საქმეში ებმებიან. მაგალითად, თურქეთის "ტრაბზონსფორმა" შინ 38:30 დაამარცხა "ანაფენ კოლეჯი".

5 გოლი რატი მსხვილიძემ გაიტანა. "ტრაბზონის" მეორე ქართველს - გიგა ტორონჯაძეს არ უთამაშია. ქართველთა გუნდი 14 მატჩიდან 8 მოგებით მეხუთე ადგილზეა.

რუმინეთში ტიმიშოარას "პოლიტექნიკა" ბუქარესტში 26:33 დამარცხდა სტიაუასთან. ირაკლი ჩიქოვანს არ უთამაშია. ტრავმის მოსაშუშებლად მას კიდევ ერთი თვე დასჭირდება. ჯერ არ განახლებულა მაკედონიის პირველობა, სადაც "ზომიმაკ-სტრუმიცა" უდანაკარგოდ ლიდერობს.

გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: სლოვაკეთში "ჰლოჰოვეცთან" 28:32 დამარცხდა (რეზო ჭანტურიამ 8 ბურთი გაიტანა), ხოლო კოსოვოს "ბესა" 34:24 დაჯაბნა (13 გოლი ჭანტურიას ანგარიშზეა). 8 თებერვლიდან "სტრუმიცა" ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპში ჩაებმება, სადაც საფრანგეთის "მონპელიეს", დანიის "სკიერნსა" და პორტუგალიის "სპორტინგს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე