ოდესური გუნდის მთავარ მწვრთნელ რომან გრიგორჩუკს თორნიკე ოქრიაშვილი მოსწონს და სჯერა მისი
ოდესის "ჩერნომორეცმა" დონეცკის "შახტარიდან" თორნიკე ოქრიაშვილი იჯარით ერთი წლით აიყვანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კი ამ გუნდთან ერთად თურქეთში მეორე შეკრებაზე იმყოფება.

ოდესელთა მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა უკრაინულ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თორნიკეს შესახებ თავისი აზრი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გრიგორჩუკმა ერთ-ერთ ინტერვიუში სინჯებზე მყოფ ოქრიაშვილზე ორაზროვნად თქვა - როგორც ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილო ვარო... (იხილეთ ვრცლად)

ინტერვიუში გრიგორჩუკს დავით თარგამაძესა და ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებსა და ქართულ მენტალიტეტზეც ჰკითხეს აზრი.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ გუნდის ახალწვეულების მუშაობით კმაყოფილი ხართ, თუმცა გაურკვეველი იყო თქვენი პოზიცია თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით. აღნიშნეთ, რომ როგორც მოთამაშე, ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოგწონთ, მაგრამ არა იმ ფორმაში მყოფი, როგორშიც უკვე ნახეთ ის თურქეთში, პირველ შეკრებაზე...

- ამაში ვერაფერს ვხედავ ორაზროვანს. ფეხბურთელი ან მოგწონს, ან - არა. ოქრიაშვილი თავისი სტილითა და სათამაშო მახასიათებლებით მომწონს, მისი დღევანდელი მდგომარეობა კი სულ სხვა საკითხია. თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს და სათანადო მუშაობის შემთხვევაში, სულ მალე სხვაგვარი იქნება. ოქრიაშვილს კარგ ფეხბურთელად მივიჩნევ და მინდა, რომ ის ჩვენთან იყოს.

- შესაძლოა თუ არა, რომ მის მოქმედებებზე გავლენა უცხო პოზიციაზე თამაშსაც ჰქონოდა? "ილიჩევეცში" ის ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხომ იშვიათად თამაშობდა, თქვენს გუნდში კი მას სწორედ ეს ამპლუა მიანიჭეთ...

- არ შემცდარხართ. რუმინულ "დინამოსთან" მატჩში ის მართლაც შეტევაში თამაშობდა, რადგან მაინტერესებდა მისი მთლიანი სათამაშო დიაპაზონისა და იმის გარკვევა, თუ სად უფრო უმჯობესი იქნება მისი გამოყენება ჩვენს სქემაში.

- საინტერესოა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში "ჩერნომორეცს" უფრო ხშირად არა ოქრიაშვილს, არამედ ახლა უკვე მის ყოფილ თანაგუნდელ დავით თარგამაძეს უკავშირებდნენ. ის თქვენი ინტერესის სფეროში კვლავ რჩება?

- ჩვენს ინტერესთა სფეროში რამდენიმე ათეული მოთამაშეა და ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა გვარების დასახელება. კონკრეტულ ადამიანზე მხოლოდ მაშინ შემიძლია ვისაუბრო, თუკი ის სინჯებზე ნამყოფია ჩვენთან და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია.

- აქამდე თუ გიმუშავიათ ქართველ მოთამაშეებთან? კარგადაა ცნობილი მათი განსაკუთრებული სათამაშო და ყოფითი მენტალიტეტის შესახებ...

- ფეხბურთელებს ეროვნული ნიშნით არ ვყოფ. რუსებს, უკრაინელებს, ბალკანელებსა თუ ქართველებს - გარკვეული სპეციფიკური თავისებურება ყველას აქვს, მაგრამ ამის გარდა, პასპორტის უკან კონკრეტული ადამიანი დგას, ხასიათის განუმეორებელი შტრიხებით.

რაც შეეხებათ ქართველებს, ფეხბურთელობის ჟამსაც მითამაშია მათთან ერთად გუნდში და მიმუშავია, როგორც მწვრთნელსაც. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ყველანი ბრწყინვალე ადამიანები და სერიოზული მოთამაშეები იყვნენ. ასე რომ, ქართველი ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი.

ასევე იხილეთ:

"ჩერნომორეცის" დირექტორი: თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს გააძლიერებს

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი "ჩერნომორეცის" ღირსებას დაიცავს

"ოქრიაშვილი პლასტილინია - მისგან კარგი მწვრთნელი სერიოზულ ფიგურას გამოძერწავს"

თორნიკე ოქრიაშვილის საგოლე პასი "დინამოსთან" მატჩში [VIDEO]

ემრე
დაერხათ ოდესელ ნაშობას :D
gaiozi
თოკო გილოცავ, თუმცა ეს მხოლოდ დასწისად მიმაჩნია შენს დიდი გზაზე.დაე სულ გამარჯვებით გევლის და უამრავჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივარი საქართველოშიც, უკრაინაშიც და სემდესი ბუნდესლიგაში.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?