ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ავსტრალიის ღია პირველობის ციფრული მიმოხილვა

ავსტრალიის ღია პირველობის ციფრული მიმოხილვა

ნადალი გეგმას არ ცვლის
კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით "დიდი სლემის" რიგით პირველ ტურნირს - ავსტრალიის ღია პირველობას და გთავაზობთ მელბურნის კორტებზე დაფიქსირებულ საინტერესო ციფრებს.

0 - პოლონელ ლუკაშ კუბოტსა და შვედ ტომაშ ლინდსტედტს, რომლებმაც წყვილთა ტურნირი მოიგეს, მანამდე ერთად არც ერთი მატჩი არ ჰქონდათ მოგებული. არადა, ორჯერ გამოვიდნენ ATP-ის ტურნირებზე.

1 - სტანისლას ვავრინკამ მოიგო "დიდი სლემის" პირველი ტიტული. საინტერესოა, რომ ადრე შვეიცარიელს "მასტერსის" სერიის ტურნირშიც კი არ გაუმარჯვია. სულ ვავრინკას ანგარიშზე ATP-ის 6 ტიტულია.

1 - კუბოტი და ვავრინკა პირველად თამაშობდნენ "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში და პირველივე ჯერზე წარმატებას მიაღწიეს.

1 - ნა ლი არის 30 წელს გადაცილებული პირველი ქალი ჩოგბურთელი XXI საუკუნეში, ვინც ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ბოლოს მსგავსი გამარჯვება მარგარეტ კორტს ჰქონდა 1973 წელს.

2 - პირველად 2001 წლის შემდეგ, როჯერ ფედერერი გახდა შვეიცარიის მეორე ნომერი. ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ როჯერი მსოფლიოს მერვე ჩოგანია, ვავრინკა - მესამე.

3 - ასაკის მიხედვით, ვავრინკა ავსტრალიის ღიას ფინალური მატჩის მესამე დებიუტანტია. მასზე ასაკოვანი ფინალისტები იყვნენ - ესპანელი ანდრეს ხიმენო (31 წლის) და ჩეხი პეტრ კორდა (30). ფინალის დღეს ვავრინკა 28 წლისა და 304 დღის იყო.

3 - სერენა უილიამსმა მესამედ წააგო ავსტრალიის ღიას მერვედფინალში. ადრე მეოთხე წრეში ის რუს ჩოგბურთელებთან მარცხდებოდა - 2000 წელს ელენა ლიხოვცევასთან და 2012 წელს ეკატერინა მაკაროვასთან. ამჯერად ამერიკელმა სერბ ანა ივანოვიჩთან წააგო.

4 - ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა "დიდი სლემის" ტურნირებზე ნახევარფინალების სრული კოლექცია შეაგროვა. თითოეულ მეიჯორზე ის მინიმუმ ერთხელ საუკეთესო ოთხეულში ხვდებოდა.

4 - ნა ლი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც ავსტრალიის ღია მატჩბოლის მოგერიების შემდეგ მოიგო (ჩინელი ახლოს იყო წაგებასთან ჩეხ ლუსი საფაროვასთან). ადრე მსგავსი წარმატება ჰქონდათ ამერიკელებს - მონიკა სელეშს (1991), ჯენიფერ კაპრიატის (2002) და სერენა უილიამსს (2003 და 2005).

8 - ყაზახმა ზარინა დიასმა კარიერაში პირველად გადალახა "დიდი სლემის" ტურნირის კვალიფიკაცია და პირველივე ჯერზე მესამე წრემდე მიაღწია. ადრე დიასმა რვაჯერ წააგო საკვალიფიკაციო ტურნირი.

10 - ვავრინკას 2014 წელს წაგება არ აქვს. ავსტრალიამდე შვეიცარიელმა ჩენაის ტურნირი მოიგო და ახლა 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

10 - სიმონა ჰალეპი კარიერაში პირველად შევიდა რეიტინგის ტოპ-ათეულში. ის პირველი რუმინელია XXI საუკუნეში, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია. მისი თანამემამულეებიდან ბოლოს ათეულში ირინა სპირლეა იყო - 1998 წელს.

11 - ფედერერმა მეთერთმეტედ მიაღწია ავსტრალიის ღიას ნახევარფინალამდე.

12 - ენდი მარეი ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში.

14 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეწყვიტა "დიდი სლემის" ტურნირებზე ნახევარფინალების სერია. სერბი ზედიზედ 14 ნახევარფინალით მესამეზეა. მასზე წინ არიან ფედერერი (ზედიზედ 36 ნახევარფინალი) და ჯიმი კონორსი (27).

18 - ავსტრალიაში ვიქტორია აზარენკას მოგებათა სერია 18-მატჩიან ნიშნულზე შეწყდა.

19 - რაფაელ ნადალმა მეცხრამეტედ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იყოფს ივან ლენდლთან. პირველია ფედერერი - 24 ფინალი.

20 - პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, "დიდი სლემის" ქალთა ტურნირზე მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწიეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ბოლოს ასეთი რამ 1994 წლის "როლან გაროსზე" მოხდა.

28 - ვავრინკასთან წაგებამდე ჯოკოვიჩს ზედიზედ 28 ოფიციალური მატჩი ჰქონდა მოგებული.

33 - ნადალი და ფედერერი 33-ედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს მეექვსე მაჩვენებელია "ღია ერაში". ისტორიაში ყველაზე ხშირად ერთმანეთს ნადალი და ჯოკოვიჩი შეხვედრიან - 39-ჯერ.

36 - ვავრინკას 36 ცდა დასჭირდა "დიდი სლემის" ტურნირის მოსაგებად. ეს მეორე მაჩვენებელია "ღია ერაში". უფრო დიდხანს ტიტულამდე გორან ივანიშევიჩი მიდიოდა (46).

54 - ფრანჩესკა სკიავონემ ზედიზედ 54-ედ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირზე. იტალიელი ამ მაჩვენებლით ლიხოვცევასა და ფრანგ ნატალი დეშის დაეწია. წინ მხოლოდ იაპონელი აი სუგიამაა - 62.

99 - ვავრინკა "ღია ერაში" "დიდი სლემის" ტურნირების 99-ე ფინალისტი გახდა. 98-ე იყო ხუან მარტინ დელ პოტრო 2009 წელს.

540 000 - ეჟენი ბუშარმა ნახევარფინალში გასვლისთვის 540 ათასი დოლარი მიიღო - უფრო მეტი, ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში.

ნადალი გეგმას არ ცვლის

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ზურგის ტრავმის გამო არ აპირებს ტურნირებზე გამოსვლის გრაფიკის შეცვლას. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ზურგის არეში ტკივილი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის დროს იგრძნო, რამაც ხელი შეუშალა სტანისლას ვავრინკას დამარცხებაში.

სააგენტო "როიტერმა" გაარკვია, რომ ჩოგბურთელმა უკვე ჩაიტარა ინტენსიური ფიზიოთერაპიის კურსი. ამიტომაც ნადალი მონაწილეობას მიიღებს ბუენოს აირესის ტურნირში, რომელიც 10-16 თებერვალს გაიმართება.

რეიტინგის მეოთხე ნომერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა მარცხენა მაჯის გამოსაკვლევად. ამ მხრივ პრობლემები დელ პოტროს ავსტრალიის ღია პირველობის დროს შეექმნა.

გამოკვლევას მინესოტას შტატის ქალაქ როჩესტერში ექიმი რიჩარდ ბერგერი ჩაატარებს. 2010 წელს სწორედ მან გაუკეთა ოპერაცია დელ პოტროს მარჯვენა მაჯაზე.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე წააგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო

[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა