დევიდ ბექჰემი უკვე ციურიხშია

ეს რა ზნე სჭირთ ინგლისელებს, გაგიჟდება კაცი. დაკვირვებიხართ, რა ამბავი ატყდება ხოლმე ამ ქვეყნის პრესაში მსოფლიოს ყოველი ჩემპიონატის წინ? მაინცდამაინც მაშინ უნდა ამოხეთქოს სკანდალმა: ვიღაც ცოლს ღალატობს, ვიღაც თანაგუნდელის ცოლის საყვარელია, ვიღაცის მამამ კოკაინი გაყიდა... გერმანიაში, 2006 წელს, განებივრებული ცოლების და საყვარლების პრობლემა დადგა - ქალები მოთამაშეებს რესტორნებში დაათრევდნენ და ბურთაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ახლაც, როდესაც ციურიხში ფიფამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა დაასახელოს - „მთელი ინგლისი“ სთხოვდა BBC-ს შეფებს გადაცემა „პანორამა“ მექრთამე საფეხბურთო დიდმოხელეების შესახებ ეთერში არ გაუშვათო, მაგრამ ტელეკომპანიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ჩინოვნიკებს ფულის აღებაში დასდეს ბრალი, ხალხმა ციურიხში დანიშნულ კენჭისყრამდე, არც მეტი არც ნაკლები, სამი დღით ადრე ნახა, არადა ჩირქმოცხებულთაგან ორი - აფრიკული კონფედერაციის პრეზიდენტი ისა ჰაიატუ და ფიფას ტრინიდადელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი - ხუთშაბათს ხუთვარსკვლავიან Baur au Lac-ში იქნება და კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. სახალისო ინფორმაცია: ამ სასტუმროში ერთი ღამე 2 725 ევრო ღირს.

მკითხველებმა „პანორამაში“ მოყოლილი ამბავი უკვე იციან და ამიტომ, მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. რაც შეეხება ინგლისის დელეგაციას, ის ჯერ კიდევ არ იტეხს იხტიბარს და ამბობს, რომ გამარჯვების იმედი აქვს. შეგახსენებთ: 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობა ინგლისის გარდა რუსეთს და ესპანეთ-პორტუგალიის წყვილს სურს. ინგლისელები 30 კაციანი დელეგაციით უკვე ციურიხში არიან. დელეგაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი, პრინცი უილიამი და დევიდ ბექჰემი ხელმძღვანელობენ. მათ ხუთშაბათ შუადღემდე მიეცათ ფიფას 23 დელეგატთან შეხვედრისა და მათი გადაბირების ბოლო შანსი. ეს 23 კაცი ხმის უფლებითაა და მათ შორის არიან BBC-ს მიერ ნალანძღი ჰაიატუ და უორნერიც.

რასაკვირველია, დელეგატებთან შეხვედრებს სხვა ქვეყნებისა და პროქტების წარმომადგენლებიც გამართავენ - ინგლისელთა ზემოთ დასახელებული კონკურენტების გარდა თავისას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მებრძოლი ხუთი დელეგაციაც ცდის. საინტერესოა, მოახერხებენ ინგლისის მოქმედი პრემიერი, მომავალი მეფე და ყოფილი კაპიტანი შეურაცხყოფილი ჩინოსნების და მათი კოლეგების დარწმუნებას? მათ 23-დან 12 ხმა სჭირდებათ.

წესი ასეა: თუ პირველ ეტაპზე 12 ხმას ვერც ერთი პროექტი ვერ მიიღებს, ის, რომელსაც ყველაზე ცოტა ერგო, ბრძოლას გამოეთიშება და გაიმართება მეორე ეტაპი... ასე გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე 12 ქულას არ დააგროვებს.

გარდა პირადი შეხვედრებისა, ხუთშაბათ დილას, 10 საათზე, ინგლისის დელეგაციას ნახევარ საათიანი პრეზენტაციის საშუალებაც მიეცემა. ინგლისელების მერე რუსები გამოვლენ. საბოლოო გადაწყვეტილება შუადღისას გახდება ცნობილი.

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე