"ფინიქს კოიოტზი" სახელს იცვლის
"ედმონტონ ოილერზის" მეკარემ, ბენ სკრივენსმა NHL-ის რეკორდი დაამხო ერთ მატჩში მოგერიებული დარტყმების რაოდენობით. ლაპარაკია რეკორდზე ისეთ მატჩებში, რომლებშიც გამარჯვებულ გუნდს შაიბა არ გაუშვია. "სან ხოსესთან" შეხვედრაში კანადელმა მეკარემ 59 დარტყმა მოიგერია. შეხვედრა "ოილერზის" გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

წინა რეკორდი ეკუთვნოდა "ფინიქსის" მეკარე მაიკ სმიტს. 2012 წლის 2 აპრილს "კოლამბუსის" წინააღმდეგ მან 54 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა.

რეგულარული ჩემპიონატის ერთ მატჩში მოგერიებული დარტყმების რეკორდი კი სემ ლოპრესტის ეკუთვნის, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში "ჩიკაგო ბლეკჰოქსში" თამაშობდა. 1941 წლის 4 მარტს, "ბოსტონ ბრუინზთან" მატჩში ამერიკელმა 80 დარტყმა მოიგერია, თუმცა მისმა გუნდმა მაინც წააგო - 2:3.

ბენ სკრივენსი "ედმონტონში" 2014 წლის იანვრიდან გამოდის. "სან ხოსესთან" მატჩი მეოთხე იყო მისთვის "ოილერზის" ფორმით. ადრე სკრივენსი "ლოს ანჯელესსა" და "ტორონტოში" თამაშობდა.

"ფინიქს კოიოტზი" მომავალი სეზონიდან ოფიციალურად შეიცვლის სახელს და "არიზონა კოიოტზს" დაირქმევს.

"სახელის გადარქმევას აქვს აზრი, რადგან ახლა გლენდეილში ვთამაშობთ და ეს ქალაქი ჩვენი დიდი პარტნიორია, - განაცხადა "კოიოტების" ერთ-ერთმა თანამფლობელმა ენტონი ლებლანმა. - ჩვენ აგრეთვე გვინდა, რომ "კოიოტზი" ითვლებოდეს არა გლენდეილის ან ფინიქსის, არამედ მთლიანად არიზონას შტატის გუნდად".

კლუბი "ფინიქს კოიოტზი" 1996 წელს ჩამოყალიბდა "ვინიპეგ ჯეტსის" ბაზაზე. 2003 წლამდე ეს გუნდი ფინიქსში თამაშობდა, შემდეგ კი მისი ახალი სახლი გახდა "Jobing.com-არენა", რომელიც გლენდეილში მდებარეობს.

აილენდერსი-რეინჯერსი 1:2

0:0, 1:1, 0:1

გოლები: 1:0 ნელსონი-10 (დონოვანი-6, კლატერბეკი-4), 1:1 პულიო-9 (ბრასარი-21, ცუკარელო-23), 1:2 კარჩილო-3 (მური-7, ბ. ბოილი-9).

ედმონტონი-სან ხოსე 3:0

1:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 ჯ. შულცი-7 (ნ. შულცი-4, ტ. ჰოლი-34), 2:0 ტ. ჰოლი-19 (ებერლე-26, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-26), 3:0 ებერლე-19 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-27, ტ. ჰოლი-35).

ვანკუვერი-ჩიკაგო 2:5

1:0, 1:4: 0:1

გოლები: 1:0 ჰიგინსი-15 (კესლერი-16, ედლერი-9), 2:0 სესტიტო-5 (სტენტონი-12, კასიანი-6), 2:1 მარიან ჰოსა-24 (ვერსტიგი-17, საადი-22), 2:2 საადი-16 (ბრუკბანკი-3, ჰანძუში-7), 2:3 ტეივზი-18 (სიბრუკი-28, შარპი-27), 2:4 შარპი-27 (ტეივზი-34, კიტი-45), 2:5 საადი-17 (მარიან ჰოსა-23).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის