ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონთან
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფორმულა 1-ში დომინირებდა "რედ ბული", მაგრამ ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე გადასვლამ, შესაძლოა, სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს. ხერესის ტესტების წინ ავსტრიული საჯინიბოს ლიდერმა სებასტიან ფეტელმა ილაპარაკა სეზონისთვის მზადებაზე, ახალი მანქანისა და ახალი პარტნიორისგან მოლოდინზე...

- ბოლო ოთხი წელია, ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობდით, მაგრამ წელს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება. ახალი წესების გამო აღელვება ხომ არ გეტყობათ?

- ახალ ძრავებზე გადასვლა - სერიოზული გამოწვევაა ყველა გუნდისთვის, მათ შორის, ჩვენთვის. გასულ წელს ყოველთვის ვიცოდით, რა გველოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ასე რომ, რაიმეს პროგნოზირება რთულია. ჩვენთვის მთავარია - გავერკვეთ მანქანაში, გავიგოთ, რა სჭირდება ახალ ტექნიკას. ჯერჯერობით არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ, მაგრამ როგორც კი გავერკვევით და მივხვდებით, რომ კარგი მანქანა გვყავს, იმედია, ისევე კარგად გამოვალთ, როგორც ბოლო ოთხ წელიწადში.

- ახალი წესები აიძულებს პილოტებს მართვის სტილის შეცვლას? არსებობს მანქანისადმი მიდგომის სხვა ხერხები?

- დიახ, პილოტებს მოუწევთ მართვის სტილთან ადაპტირება. საჭირო იქნება მანქანის დაზოგვა და საწვავის ხარჯისთვის თვალის მიდევნება. ასე რომ, განსხვავებულ რბოლებს ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. თუ სარბოლო უქმეებს მთლიანობაში შევხედავთ, პილოტები უნდა შევეჩვიოთ ახალ ტაქტიკას. კვალიფიკაციაში მაქსიმალურად დახარჯვა იქნება საჭირო, რბოლაში კი უნდა იმოქმედო საკუთარი პოზიციიდან და მეტოქეებიდან გამომდინარე - დაზოგო საწვავი თუ მთელი რესურსი გამოიყენო...

- რა დრო დასჭირდება სიტუაციის სტაბილიზაციას?

- რაც უფრო სერიოზულია გარდაქმნები, მით უფრო მეტი დრო სჭირდებათ პილოტებს ადაპტაციისთვის. იგივე ითქმის ინჟინრებზე, ბაზის თანამშრომლებზე. შესაძლოა, რბოლებიდან გამოვარდნა უფრო მეტი იქნება, ვიდრე წინა წლებში. ადრე მანქანა კარგად გვესმოდა, ახლა ყველაფერი ახალია, შეცდომებისგან კი დაზღვეული არავინაა. ლაპარაკია იმაზე, ვის ექნება ნაკლები შეცდომა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ აიცილებს თავიდან შეცდომების გამეორებას. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

- მიხაელ შუმახერმა ზედიზედ ხუთი ტიტული მოიგო, მაგრამ ეს მაშინ მოხდა, როცა რეგლამენტი თითქმის არ იცვლებოდა. შეძლებთ მისი მიღწევის გამეორებას?

- ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია. დაუჯერებელ შედეგებს მივაღწიეთ და ვეცდებით, მაქსიმალურად დავიხარჯოთ იმისთვის, რომ მეხუთე ტიტული მოვიგოთ. თუმცა დღეს განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ყველაფერი ნულიდან იწყება და ვნახოთ.

- როგორ იმოქმედებს თქვენზე ახალ მეწყვილესთან მუშაობა?

- ბევრი არაფერი შეცვლილა. დიახ, გუნდში გამოჩნდა უცნობი ადამიანი, ახალი სახელი, მაგრამ მიჩვეული ვარ სხვადასხვა პილოტთან მუშაობას. პირველი სეზონი, შესაძლოა, რთული იყოს მისთვის და გუნდისთვის, მაგრამ საჭიროა ერთმანეთის უკეთ გაცნობა. არ არის გამორიცხული, ამან ჩემს გამოსვლაზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ რიკარდო - ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია, სწრაფად ადაპტირების უნარი აქვს და გუნდიც მაქსიმალურად დაეხმარება მას. ასე რომ, ისევ გვეყოლება პილოტების ძლიერი წყვილი.

- ალბათ, საინტერესო სანახავია თქვენი მანქანის შექმნის პროცესი?

- ბაზაზე არდადეგების შემდეგ დავბრუნდი, ყველას მივესალმე და ახალი მანქანა ვნახე. ის სერიოზულად განსხვავდება წინამორბედებისგან - მისი შექმნისთვის რთული ტექნოლოგიები გამოიყენეს. ინჟინრებსაც კი უჭირთ გარკვევა, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოკლედ, სეზონის დაწყებამდე მექანიკოსებს ბევრი სამუშაო ექნებათ. ეს ნამდვილი გამოცდაა, ამიტომაც რთულია პროგნოზების გაკეთება. ვნახოთ, როგორ დასრულდება პირველი რბოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა