დიდიე დროგბამ თქვა, „ჩელსიში“ ექვს წელიწადზე მეტია რაც ვთამაშობ და ისეთი ჩავარდნა ამ ნოემბერში რომ გვქონდა, არ მახსოვსო.

დიდიე დროგბამ თქვა, „ჩელსიში“ ექვს წელიწადზე მეტია რაც ვთამაშობ და ისეთი ჩავარდნა ამ ნოემბერში რომ გვქონდა, არ მახსოვსო. მართლაც, გასულ თვეში კარლო ანჩელოტის გუნდმა ხუთ ტურს მხოლოდ 4 ქულა გამოსტაცა, რაც არათუ ლიდერისა და ჩემპიონისთვის, საშუალო გუნდისთვისაც ცუდი შედეგია. წინ კი მკაცრი დეკემბერია, ნამდვილი გამოცდის თვე. ჩაიხედეთ პრემიერლიგის კალენდარს და ნახავთ რა გუნდებთან ელით თამაში დასავლეთ ლონდონელებს: „ევერტონი“, „ტოტენჰემი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ - ასეთია შემდეგი ოთხი ტური. დროგბამ თქვა:

„მართლა ცუდი პერიოდია. რაც „ჩელსიში“ ვარ ასეთი საშინელი შედეგები არ გვქონია“.

„ლურჯებს“ წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა გამოსდო კვანტი და თავად დროგბაც ვერ არის ჩვეულ ფორმაში – მალარია სჭირდა, ჯანი ბოლომდე ვერ აღიდგინა. თუ გახსოვთ, კოტ დ’ივუარელმა სეზონი „ვესტ ბრომვიჩთან“ ჰეთ-თრიქით დაიწყო, მაგრამ ასეთივე რიხით გაგრძელება ვეღარ მოახერხა - „ჩელსის“ დროებით კაპიტანს უკვე ორი თვეა გოლი არ გაუტანია.

„უიღბლობამ დამრია ხელი. კარიერაში მქონია პერიოდები, როდესაც მომენტებს არც კი ვქმნიდი, პირდაპირ გამქონდა გოლები. ახლა ჩვეულებრივზე მეტ სახიფათო ეპიზოდს ვქმნი და გოლი ვერ გამიტანია. და მაინც, მთავარი ის კი არ არის, რომ მე ვეღარ გამაქვს გოლები არამედ ის, რომ „ჩელსი“ ქულებს ვეღარ აგროვებს“.

მას მერე, რაც ანჩელოტის ასისტენტი რეი უილკინსი სამსახურიდან გააგდეს, „ლურჯებს“ ხელი მოეცარათ და სამი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს. გუშინ მოგახსენეთ, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან ფრენკ არნესენიც მიდის...

მაგრამ საკლუბო ინტრიგებს თავი დავანებოთ და მოედანზე გადავინაცვლოთ, სადაც, სავარაუდოდ, მიკაელ ესიენი დაბრუნდება. 27 წლის განელს სამმტატჩიანი დისკვალიფიკაციაც გაუვიდა და ფეხის თითიც მოირჩინა. გუშინ, პირველ გუდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ფრენკ ლემპარდიც. „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს აგვისტოში თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს, რასაც მოგვიანებით ორთავა კუნთისა და საზარდულის ტრავმებიც დაერთო. კიდევ, ანჩელოტი იმედოვნებს, რომ შაბათს, „ევერტონთან“, თამაშს კაპიტანი ჯონ ტერი შეძლებს.

დროგბამ კი დრო იხელთა და თანამემამულის, 24 წლის შერიკ ტიოტეს ქებას მიჰყო ხელი. დროგბა ტიოტეს პირისპირ ბოლო ტურში, „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ გადაეყარა, სადაც „ნიუკასლისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. დროგბამ და ტიოტემ მხარდამხარ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს და ფორვარდმა ამიტომაც იცის კარგად, რომ „კაჭკაჭთა“ ჩამშლელი ნახევარმცველი მასზე ღონიერია.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად გამოჩნდა, რომ ეროვნული გუნდისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ნიუკასლელ ფანებს ჯერჯერობით მისი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარი აქვთ ნანახი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, ტიოტეს რაც უფრო ხშირად ათამაშებენ ძირითად შემადგენლობაში, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. დარწმუნებული ვარ, რომ ის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი გახდება. გარწმუნებთ, ფიზიკურად ტიოტე ჩემზე ცოტათი ღონიერია და ეს მისი დიდი პლიუსია. ერთი სიტყვით, ნიუკასლელებს გუნდში ვარსკვლავი ჰყავთ და გულშემატკივარი ამით კმაყოფილი უნდა იყოს“.

ამბები

ევერტონს შონი უნდა

„ევერტონი“ „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავის შონ რაიტ ფილიპსის შეძენას აპირებს და ამისათვის იანვრის სატრანსფერო ბაზრის გახსნას ელოდება. რაიტ-ფილიპსმა განაცხადა, რომ ისტლენდელებთან ყველაფერი მოგვარებული აქვს – ისინი უშვებენ, მყიდველთა სიაში კი პირველი სწორედ ლივერპულის გუნდია, რომლის მწვრთნელს დევიდ მოიესს ძალიან სჭირდება გარემარბი.

საინტერესოა, რომ მოიესის გარემარბის ძებნაში „ლოს ენჯელეს გელექსისაც“ კი მიადგა და დევიდ ბექჰემის შესახებ ჩამოუგდო სიტყვა. იმავდროულად, ლაპარაკია „გელექსიდან“ ამერიკელი ლენდონ დონოვანის დაბრუნებაზეც – დონოვანი ლოს ანჯელესის გუნდის საკუთრება კი არის, მაგრამ გასულ სეზონში მცირე ხნით „გუდისონ პარკზე“ გახლდათ გაქირავებული და ამ თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

რაც შეეხება რაიტ-ფილიპსს, მას „მანჩესტერ სიტის“ სასტარტო შემადგენლობაში 11 სექტემბრის მერე არ უთამაშია.

ბრძოლა იუტოსათვის

იაპონელი ნახევარმცველი იუტო ნაგამოტო ბევრი გუნდის ინტერესის საგნად იქცა. მისი შეძენა პრემიერლიგელებსაც მოუნდათ. კერძოდ, მარცხენაფლანგელის გადაბირებაზე ზრუნვა დაიწყეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ევერტონმა“ და „ფულჰემმა“.

სისწრაფით გამორჩეული ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიაში, კერძოდ „ჩეზენაში“ გადაბარგდა – აქ, იგი „ტოკიომ“ გააქირავა. სულაც არ არის გამორიცხული კარგ ფულად ნაგამოტო სხვაგანაც გაუშვან. „ჩეზენას“ დირექტორმა მინოტიმ თქვა:

„თამაში ისე არ ჩაივლის უკლებლივ ყველა იტალიურმა და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბმა თავიანთი სკაუტები რომ არ მოავლინონ“.

სხვათაშორის, გასულ ზაფხულს იუტო ნაგამოტოს ყიდვა „ბირმინგემსაც“ უნდოდა, მაგრამ ვაჭრობაში „ჩეზენამ“ აჯობა.

ლივერპული ჰონდას უმიზნებს

„ლივერპულს“ მოსკოვის ცსკას იაპონელი ვარსკვლავი კეისუკე ჰონდა მოსწონებია, ჰონდას კი რუსული არმიიდან წასვლა უნდა. ინგლისურ პრესაში დაიწერა მოსკოვური გუნდის ერთ-ერთი დირექტორის სიტყვები:

„ჩვენ ფეხბურთელებს ოთახში არ ვკეტავთ. თუ მყიდველი შესაფერის თანხას შემოგვთავაზებს, ფეხბურთელის სურვილს პატივს ვცემთ და გავყიდით“.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჰონდას აგენტმა კიის პლოეგსმამაც, მაგრამ მან „ლივერპულის“ ამბავი დამალა:

„როგორც კი ჩემი კლიენტისადმი ინტერესს რომელიმე დიდი კლუბი გამოამჟღავნებს, ის წავა, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე ლაპარაკი ნაადრევია“ .

სამაგიეროდ, ყველაფერზე პირდაპირ დაწერა „სპორტს ნიპონმა“:

„ცსკამ და „ლივერპულმა“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს“ - თქვა იაპონურმა სპორტულმა გამოცემამ.

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ალ-იტიჰადი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურას განიხილავს
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა