"იმედი გვაქვს, უეფა კვლავ გამოგვიცხადებს ნდობას და საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდება"
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ქართული მხარე 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილსა და ინტერესს გამოთქვამს.

"ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობისა. დავაგროვეთ საკმაო გამოცდილება და გვჯერა, ამ მაღალი დონის შეჯიბრებას თავს ღირსეულად გავართმევთ. ამასთან, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ძალიან კარგი იქნება ჩვენი ფედერაციისა და მთლიანად ქვეყნისთვის" - ნათქვამია სფფ-ის წერილში.

საპასუხო ოფიციალური წერილი უეფადან 31 იანვარს მოვიდა, სადაც ნათქვამია:

"უპირველესად, მადლობას გიხდით, რომ გამოთქვით სურვილი და ინტერესი 2017 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობისა. გაცნობებთ, რომ მარტიდან უეფას ყველა წევრ ფედერაციას დაეგზავნება სპეციალური წერილი და ცირკულარი და შეძლებთ ოფიციალურად დააფიქსიროთ ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი.

ამასთან, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სავალდებულო პროცედურებისა და მოთხოვნების შესრულების შესახებ და ის, თუ რა ვადებში რა მოთხოვნები უნდა შესრულდეს, რომელიც ყველა მსურველმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს."

ასე რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარტში ამის შესახებ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად განაცხადებს და იმედი გვაქვს, უეფა კვლავ გამოგვიცხადებს ნდობას და საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდება.

სფფ-ის პრესსამსახური

puma
ეს კარგი ამბავია, მაგრამ სფფ-მ მეტი ეროვნულ ჩემპიონატს მიხედეოს, თორე 2017 წელს მოყვარულების ჩემპიონატს დაახვედრებს უეფას:)
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს