ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

209 "მშრალი" თამაში - იდეალური ჩეხი

209 "მშრალი" თამაში - იდეალური ჩეხი

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორი იყო ჩეხის მიერ "ჩელსიში" აქამდე გატარებული ცხრა-ნახევარი წელიწადი, კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იმ ორ ადამიანს დაუკავშირდა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მასთან პირადად მუშაობდნენ
209 "მშრალი" თამაში პეტრ ჩეხის აქტივში - ეს არის 300 საათზე მეტი ღირსეულ დონეზე ნათამაშები დრო, მაგრამ ის მაინც ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც მეკარემ საწვრთნელ პროცესში, ანალიზსა და მომზადებაში დახარჯა, რამაც საბოლოოდ ის საკლუბო რეკორდამდე მიიყვანა.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორი იყო ჩეხის მიერ "ჩელსიში" აქამდე გატარებული ცხრა-ნახევარი წელიწადი, კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იმ ორ ადამიანს დაუკავშირდა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მასთან პირადად მუშაობდნენ.

კრისტოფ ლოლიშონი სხვებზე უკეთ იცნობს პეტრ ჩეხს, რადგან მასთან ერთად ჯერ კიდევ "რენში" მუშაობდა ორი წლის განმავლობაში.

2007 წელს დუეტი უკვე ლონდონში აღდგა. ის მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეკარისთვის თამაშის დასრულება გოლის გარეშე.

"მთავარი, რაც მეკარეს სჭირდება, და ცხადია, პეტრ ჩეხი წესიდან გამონაკლისი ვერ იქნება, მოგებაა, - ამბობს 50 წლის ფრანგი მწვრთნელი, - თუკი მოგების პარალელურად მეკარე ბურთს არ უშვებს, მისთვის ეს დამატებითი პლუსია ფსიქოლოგიურად, რადგან არ ვიცნობ გოლკიპერს, ვისაც ბურთის გაშვება ახარებდეს.

მახსოვს, ერთ-ერთ თამაშს 3:0-ს ვიგებდით. რეალურად, არაფერი გვიჭირდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ერთი გოლი გავუშვით. პეტრი შევიდა თუ არა გასახდელში, პირველი ეს თქვა - საშინელება იყოო.

მისგან ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია, რადგან სრულყოფილებისკენ სწრაფვა მისი ხასიათის შტრიხია. 3:0 ხომ ყოველთვის სჯობს 3:1-ს".

ლოლიშონი ხაზს უსვამს იმას, რომ "მშრალი" მატჩების რეკორდი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა.

საბოლოო შედეგი განპირობებულია არა მხოლოდ ჩეხის ნიჭით, არამედ იმითიც, რომ ფეხბურთელს ამ დონეზე განვითარებაში კლუბიც დაეხმარა, სადაც ის 2004 წლიდან ახერხებს ძირითადი მეკარის სტატუსის შენარჩუნებას.

"როცა თამაში "მშრალი" ანგარიშით მთავრდება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მეკარემ კი არ ითამაშა კარგად, დანარჩენმა ფეხბურთელებმაც არანაკლებ მოინდომეს. ჩვენ ვამაყობთ ამ რეკორდით. მარტო მეკარეებს კი არა, სხვისი შედეგების გაუმჯობესება ყველა ფეხბურთელს ახარებს.

გუნდისა და მისი მეკარის კლასის გათვალისწინებით, შესანიშნავი შანსი გვაქვს, ამჟამინდელი მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

ევროპაში არიან გუნდები, რომელთაც "მშრალი" მატჩების სტატისტიკა ძალიან კარგი აქვთ, მაგრამ ჩვენ პრემიერლიგაში ვთამაშობთ და ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. პეტრს ასეთი მაჩვენებელი 46% აქვს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს".

ჩეხის პირადი მწვრთნელი "ჩელსიში" გატარებული პირველი სამი წლის განმავლობაში სილვინიო ლოურო იყო, ვინც ლონდონში ჟოზე მოურინიოსთან ერთად დაბრუნდა. ის იხსენებს, თუ როგორ გაკეთდა 2004 წლის აგვისტოში არჩევანი ჩეხსა და კარლო კუდიჩინის შორის:

"რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან კარლო მაშინ პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეკარედ ითვლებოდა. ჟოზეს პეტრი ვარჯიშებზე ძალიან მოეწონა და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ძირითადშიც ანდო ადგილი.

შეხვედრა 1:0 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. მან პირველი გამოცდა ჩააბარა და კიდევ დიდხანს ინარჩუნებდა ფორმას. ის ბრწყინვალედ თამაშობდა. გადაწყვეტილება საბოლოოდ მის სასარგებლოდ მივიღეთ".

პირველივე სეზონში დამყარდა 1024-წუთიანი "მშრალი" სერიის რეკორდი. ამას გარდა, ჩეხმა კიდევ 10-ჯერ შეძლო საკუთარი კარის ხელუხლებლად შენახვა. ის ინგლისის ჩემპიონიც გახდა, "ჩელსის" კი ბურთების საუკეთესო სხვაობაც აღმოაჩნდა.

"უგოლოდ ჩატარებული წუთებისთვის პეტრი მხოლოდ ქებას იმსახურებდა, - ამბობს ლოურო, - მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ბრძანდებოდეთ, რომ მას უფრო მეტი ენდომებოდა. იმ სეზონში მხოლოდ 15 გოლი გავუშვით. დაუვიწყარი პერიოდი იყო. განსაკუთრებით "ბოლტონთან" მოგება მახსოვს, როცა ჩემპიონები ოფიციალურად გავხდით. ამ შეხვედრაში ის შეუდარებელი იყო. იქამდე "ბლექბერნთანაც" კარგად ითამაშა, ისევე, როგორც "იუნაიტედსა" და "ლივერპულთან", თუმცა "ბოლტონთან" მაინც განსაკუთრებული იყო".

"ჩელსიში" მესამე სეზონში ჩეხმა თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო. მისი ბრწყინვალე კარიერა საფრთხის ქვეშ დადგა. თუმცა, მისდა საბედნიეროდ, პაუზა მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა და მოედანს 3 თვის თავზე დაუბრუნდა. საოცარია, მაგრამ "მშრალი" მატჩების სტატისტიკას მაშინ მან ზედიზედ 6 თამაში შემატა. აი, რას იხსენებს ლოურო:

"ტრავმის შემდეგ ის სწრაფად მომჯობინდა. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყო და დაბრუნება მაინცდამაინც არ გასჭირვებია. გვეგონა, თავიდან ფრთხილად შევიდოდა მეტოქეებთან კონტაქტში, თუმცა მალე დავინახეთ, რომ მას ძველებურად სჯეროდა საკუთარი თავის".

2011 წელს, როცა ჩეხი "ჩელსის" წლის ფეხბურთელად დაასახელეს, მისი მწვრთნელი ისევ ლოლიშონი იყო:

"ვფიქრობ, პეტრი უფრო ხშირად იმსახურებდა მსგავს აღიარებას. ის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და ეს უმთავრესია, რაც მეკარისგან შეიძლება მოითხოვო. თუკი მეკარე ბრწყინვალედ ჩატარებული ხუთი შეხვედრის შემდეგ მეექვსეს ჩააგდებს და მსგავსი ციკლი ხშირად განმეორდება, ასეთ კარის დარაჯს მაღალი კლასისას ვერ ვუწოდებ. პეტრზე კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლების განმავლობაში ახერხებს საკუთარი კლასის დემონსტრირებას.

შეიძლება, მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერიოს, თუმცა ჩეხის მსგავსად ბევრს მაინც ვერ ექნება განვითარებული ტაქტიკური აზროვნება, ტექნიკა და ვერც მისი დარი ფიზიკური მომზადებით შეიძლება გამოირჩეოდეს. ის თითოეულ დეტალს აანალიზებს, რათა მაქსიმალურად გამოადგეს გუნდს.

ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგეთ, საოცარი სეზონი ჩაატარა. "ჩელსის" რიგებში 63 მატჩი ითამაშა, 7 - ნაკრებში. იმისთვის, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს, დრო და დრო ვარჯიშების შემსუბუქება უწევდა.

თავად უნდა იგრძნო მომენტი, როცა საჭიროა მეტი მუშაობა და როცა ეს შეუძლებელი ხდება. პეტრი ჭკვიანი ადამიანია. ამ პროცესს ის პირადად მართავს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მას პროფესიული კარიერის დაგეგმვაში შევუწყო ხელი, რადგან ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის".

ეს ურთიერთგაგება კი 8 წლის განმავლობაში გვერდიგვერდ მუშაობამ მოიტანა. ლოლიშონი ცდილობს, უკვე რეკორდსმენად ქცეული ჩეხი იმ იმედისმომცემ მეკარეს შეადაროს, რომელსაც ის "რენში" წვრთნიდა:

"ამჟამად მას მეტი გამოცდილება აქვს. მაშინდელი "რენი" კარგი გუნდი იყო, თუმცა მაინც არ ყოფილა ტოპ-კლუბი. ჩეხმა "ჩელსის" შემადგენლობაში უამრავი მატჩი ჩაატარა ევროპაში. ის ჩემპიონთა ლიგაში თითქმის ყოველ წელს თამაშობს. ნიჭი და დიდ კლუბში თამაშის შესაძლებლობა კი იშვიათ შანსს გაძლევს, ბევრისთვის საოცნებო დონეზე ათამაშდე.

მსგავსება ძველსა და ახალს შორის ის არის, რომ "რენიდან" მოყოლებული, დღემდე დეტალურად ვარჩევთ მის თამაშებს. მუდმივად ცდილობს, მიხვდეს, თუ სად შეცდა და რატომ გაუშვა გოლი.

პეტრი დღემდე ფიქრობს, რომ კიდევ უნდა გაიზარდოს და ისწავლოს, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია. მე, როგორც მის მწვრთნელს, მისი ეს ლტოლვა ძალიან მომწონს".

პეტრ ჩეხი

დაიბადა 1982 წლის 20 მაისს, პლზენში

სიმაღლე: 196 სმ

საკლუბო კარიერა: "ხმელი" (ბლჟანი) - 1999/01, "სპარტა (პრაღა) - 2001/02, "რენი" 2002/04, "ჩელსი" 2004-დან.

სანაკრებო კარიერა: 106 მატჩი. დებიუტი 2002 წელს. მანამდე უთამაშია სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.

სანაკრებო მიღწევები: ევროპის ჩემპიონი (2002) ახალგაზრდებს შორის

საკლუბო მიღწევები: ინგლისის ჩემპიონი - 2004/05, 2005/06, 2009/10, ასოციაციის თასი - 2007, 2009, 2010, 2012, ლიგის თასი - 2005, 2007, ინგლისის სუპერთასი - 2005, 2009. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - 2012, ევროპა ლიგის გამარჯვებული - 2013.

ინდივიდუალური მიღწევები: ფრანგული ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარე - 2004; ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მეკარე - 2005, 2010; უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო მეკარე - 2005, 2007; პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007 წლის მარტი; ჩეხეთის წლის ფეხბურთელი - 2005, 2008, 2009, 2010, 2011, 2012; "ჩელსის" წლის ფეხბურთელი - 2011; "ჩელსის" რეკორდსმენი "მშრალად" ჩატარებული წუთებისა (1024) და მატჩების (209) მიხედვით.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა

პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს

პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა

ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა