საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი აბურჯანია მაისამდე "ლოკომოტივში" ითამაშებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდი თბილისის "ლოკომოტივი" ვალენსიასთან ახლოს მდებარე საკურორტო ქალაქ ალბირიში ემზადება.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა 1-ელ თებერვალს მეორე საკონტროლო შეხვედრა პოლონეთის ექსტრაკლასას "პიასტთან" გამართეს და 0:3 დათმეს. მაისურაძემ მეტწილად ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებმაც "ბარსელონასთან" ძირითადში ვერ ითამაშეს.

იხილეთ: თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]

ანგარიში მე-40 წუთზე პოლონელთა ესპანელმა ლეგიონერმა რუბენ ხურადომ გახსნა. 90-ე წუთზე მსაჯმა გიორგი მაკასარაშვილი გააძევა, რის შემდეგაც იმავე ხურადომ პენალტის ნიშნულიდან "ლოკომოტივს" მეორე გოლიც გაუტანა. 91-ე წუთზე კი რადოსლავ მურავსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

"ლოკომოტივის" მენეჯერ თამაზ ბოკერიას თქმით, მარტო ალეკო მზევაშვილმა სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. თავის გამოჩენა შეეძლოთ გიორგი არაბიძესა და ლუკა ზარანდიასაც.

ლოკომოტივი: მიქავა (46. ბენდიანიშვილი), ჩიტეიშვილი, გაბაძე, მაკასარაშვილი, კუსიანი, აბურჯანია (60. პატარკაციშვილი), სულთანიშვილი (46. წივწივაძე), მზევაშვილი (77. კიკაბიძე), გუგუშვილი (62. ზარანდია), კანჭაშვილი (72. გოროზია), მ. გავაშელიშვილი (46. არაბიძე).

2 თებერვალს "ლოკომოტივი" ლა მანგას სპორტულ ცენტრში ნორვეგიულ "ოდ გრენლანდს" შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები მომდევნო მატჩს, სავარაუდოდ, 5 თებერვალს გამართავენ. მეტოქე 3 თებერვალს დაზუსტდება. სხვათა შორის, "ლოკომოტივს" ფიზმომზადებაში ეხმარება ფერნანდო გასპარი, რომელსაც ესპანეთში ამ სფეროს ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევენ.

შენიშნავდით, რომ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გორის "დილას" ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ითამაშა. ბოკერიას თქმით, 18 წლის ნახევარმცველი მაისამდე სწორედ "ლოკომოტივში" ითამაშებს.

გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ელიტრაუნდამდე ნაკრების საბაზო გუნდში ვარჯიში და თამაში ამიტომაც ამჯობინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Ermile
არაუშავს ეს წვრთნა და ვარჯიშია მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელი უნდა დატესტოს და გამოცადოს რომ გუნდი დადგეს დაღვინდეს აბა როგორ გვინდა ერთ ამბას არ ვტეხთ თუნდაც ტესტებზე ბარსელონას დამარცხებას ბევრი გუნდი ოცნებობს. მთავარია მწვრთნელის ჩანაფიქრმა გაამართლოს და ევროპის 19 წლამდელებზე ამ ბიჭებმა ითამაშონ მუდმივად ბარსელონაც კი ვერ იგებს და ეიფორიაში არავინ ჩავარდნილა პრინციპული თამაშები რომ ქონოდა მჯერა ეს ბიჭები თავისას გააკეთებდნენ მე მაქვს მათი იმედი და მჯერა არ გაგვიცრუებენ რადგან ჯანსაღი სულის გუნდია
alex
zaza... ყველაფერი კარგადაა. ეს საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრებაა და ის მოგება ბარსასთან დიდი მიღწევაა. ეს ორი წაგება კი უნდა ნახოთ ვისტან იტამასა და ვინ იტამასა... აქ მწვრტნელები არჩევენ, სინჯავენ და ტამაშს აზლევენ იმ ფეხბურტელებს ვისი იმედიც აქვთ შემდგომ, ევროპაზე...არაფერი ცუდი არ ხდება ჯერ-ჯერობით. მთავარია ძირითადმა 19 წლის ბიჭებმა ტავისი ტანატოლები დაამარცხეს.
zaza
აი ამიტომაც იყო ამდენი აჯიოტაჯი არაა საჩირო ბარსას მოუგეს და აუ გმირები არიან და აგერ ორი თამაში მშრალად ცააგეს არ არის ეს საჩირო ასეთი ქება დიდება ჯერ არც გაუკეთბიათ არაპერი და გვყავს ეს რა გვყავსო ზედმეთად აჩარბებთ და მერე ესენიც ფიქრობენ მორ\ცა ყველაპერს მივაგციე\ტ ამაშია ჩვენი უბედურება
alex
რა გახდა ოდდ-სთან გამართული შეხვედრის აღწერაც? ან ვინ ითამასა ან ვინ შეცვალეს ან ვინ გაიტანა გოლი.... თამაშის დამტავრებიდან 5 წუთში ვიცოდით ვი იტამასა ოდდ-ს შემადგენლობაში, ვინ რამდენი წლისაა და ვინ გაიტანა გოლი....
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
თბილისის "ლოკომოტივი": ჟერარდ სარაგოსა რჩება, მზადება საგურამოსა და ავსტრიაში
"ლოკომოტივის" ამბები: წამსვლელ-მომსვლელები და შეკრება საქართველოში
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ტაჯიკეთის ნაკრებს სათავეში გელა შეყილაძე ჩაუდგა
დაბრუნება 9 წლის შემდეგ - ლევან ყენიას ახალი მოტივაცია
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
თბილისის "ლოკომოტივი" ესპანეთში, გიორგი დევდარიანი აკადემიაში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ევრო 2016. თვითმხილველის ნაამბობი: როგორ ავცდით დიდ საერთაშორისო სკანდალს [VIDEO]
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს