საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუს კარატე დოს ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუს კარატე დოს ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

სპორტსმენების თქმით, მზადება უკვე დაწყებულია და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე, სხვადასხვა ასაკის მქონე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ლევან როგავა (გოჯუ-რიუს ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში, მესამე დანი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი):

"ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება და ამისთვის მთელი ძალისხმევით ვემზადებით. ჯერ საკმაო დროს გვაქვს და ვცდილობთ, ბოლომდე დავიხარჯოთ, რათა ჩემპიონატზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური შედეგი დავდოთ...

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ტარდება და ჩვენი დარბაზიც "დუღილის" პროცესშია.

ახალი არ არის, რომ სპორტსმენებს, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც, დაფინანსების მუდმივი პრობლემა გვაქვს. ამჯერად, ამას საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AZAFA უზრუნველყოფს, რომელიც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ეხმარება.

გამარჯვებულებს ფასიანი პრიზები და ფულადი პრემიები გადაეცემათ...

გასული წელი, როგორც შიდა, ისე გასვლითი ღონისძიებების კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, - თბილისის ძიუდოს აკადემიის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ჩემპიონატი გოჯუ-რიუს კარატეში, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი და წონითი კატეგორია წარმოვადგინეთ.

ტურნირის მთავარი სტუმარი იყო საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუს კარატე დოს მთავარი შეფ-ინსტრუქტორი, მე-7 დანის მფლობელი ტეცუჯი ნაკამურა...

წელსაც ვაპირებთ უცხოელი სპორტსმენების მოწვევას, თუმცა ეს ფინანსებზეა დამოკიდებული".

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა