რეკორდმაისტერის გმირები ამჯერად გიოტცე და ტიაგო ალკანტარა იყვნენ
მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ამ სეზონშიც დომინანტი რომ იქნებოდა, ამას ექსპერტები ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, მაგრამ მიუნხენური გიგანტის დომინაცია უკვე ყველანაირ ჩარჩოს გასცდა! ეს, პირველ რიგში, ორი ფეხბურთელის დამსახურებაა...

არმინ ფეეს პრესკონფერენციები ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარ მწვრთნელს შარმიანი საუბარი ეხერხება და როგორც წესი, ბევრს არასდროს ლაპარაკობს. მისი პასუხები ყოველთვის მოკლე, გულახდილი და სახალისო მოსასმენია. "ბაიერნთან" განადგურების (0:5) შემდეგ ფრანკფურტელთა დამრიგებელს თავის შეგირდებზე თითქმის არ უსაუბრია - არმინ ფეემ მხოლოდ მეტოქე აქო და ადიდა.

"თამამად ვიტყვი, რომ ასეთი ძლიერი "ბაიერნი" პირადად მე არასდროს მინახავს. დაუჯერებელია, როგორ უხარიათ მიუნხენელებს ფეხბურთის თამაში და რაოდენ სწრაფ ტემპში ათამაშებენ კომბინაციებს. ეს "ბაიერნი", უბრალოდ, სენსაციური გუნდია! რა თქმა უნდა, დაცვითი ტაქტიკა ავირჩიეთ - უკან ჩავჯექით და დერეფნების გადაკეტვა ვცადეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია! ამ "ბაიერნთან" არანაირი ტაქტიკა არ ჭრის! მიუხედავად იმისა, რომ 0:5 წავაგეთ, მიმაჩნია, რომ ეს ლოგიკური შედეგია და უკმაყოფილების უფლება არ მაქვს!" - განაცხადა "აინტრახტის" დამრიგებელმა და კითხვაზე, ღირს თუ არა "ბაიერნის" ფეხბურთელებისთვის იმ ხელფასების მიცემა, რასაც რეკორდმაისტერი იხდის, ასე უპასუხა:

"დღევანდელი "ბაიერნის" ფეხბურთელებისთვის გადახდილი თითოეული ცენტი გამართლებულია!"

გვარდიოლას აღმოჩენა

ძნელია, ფეეს მოსაზრებას შეეწინააღმდეგო, რადგან მიუნხენური გრანდი ახლა მართლაც "ციდან ვარსკვლავებს წყვეტს". სხვა საქმეა, რომ ამან ბუნდესლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ზედმეტად ნაადრევად მოკლა, მაგრამ, სამაგიეროდ, იშვა სრულიად ახალი, უძლეველი გუნდის ფენომენი, რომელიც, თავის მხრივ, ნამდვილად არის სერიოზული ინტრიგა.

თავად მიუნხენელთა თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა თავისი შეგირდების მიმართ აღმატებულ ფორმას იშვიათად იყენებს ხოლმე, მაგრამ კვირას გამართული მატჩის შემდეგ პეპიც ასეთი სიტყვებით ლაპარაკობდა: "ვფიქრობ, რომ ეს ამ სეზონში ჩვენი საუკეთესო საშინაო მატჩი იყო. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც მართლა ძალიან კარგად ითამაშეს. მიხარია, რომ ფანებიც ბედნიერები არიან. პირველ წრეში სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ამდენი გამარჯვებების შემდეგ ფანები ცოტათი მაინც მოიწყენდნენ, მაგრამ არა - რაც უფრო დიდი ანგარიშით ვიგებთ, "ალიანს არენაზე" მით უფრო უკეთესი განწყობაა ხოლმე," - აღნიშნა გვარდიოლამ.

გენიალური გიოტცე

ბრწყინვალე იყო მარიო გიოტცე, რომელმაც არა მარტო ტექნიკურად სრულყოფილი გოლი გაიტანა, არამედ არაერთ მომენტში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გენიალური ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ გიოტცე ამჯერად არა ცენტრფორვარდის, არამედ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, გამთამაშებლის პოზიციაზე, მარიო მანჯუკიჩის უკან გაამწესა. შესაბამისად, გიოტცეს ტიაგო ალკანტარასთან ან ფრანკ რიბერისთან საკომბინაციე გზები დაუმოკლდა, რის გამოც მათთან კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან კომბინაციებს ათამაშებდა.

"ჩემთვის სულერთია, ყველაზე წინ ვითამაშებ თუ პლეიმეიქერის პოზიციაზე, - აცხადებს გიოტცე, - მაგრამ შემტევი, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში და მაგრად ვისიამოვნე".

მართლაც, გიოტცეს პასების სიზუსტის მაჩვენებელი "აინტრახტთან" 96.4 პროცენტი (!) იყო და მან ხუთჯერ გაიყვანა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე.

"მიხარია, რომ გიოტცე ასე კარგად ათამაშდა. დღეს ის მართლაც შესანიშნავი იყო და თითქმის ყველა შეტევას ხელმძღვანელობდა," - თქვა გვარდიოლამ.

ტიაგო ალკანტარამ შვაინშტაიგერის რეკორდი გააუმჯობესა

წესით, გვარდიოლას ტიაგო ალკანტარაზეც იგივე უნდა ეთქვა, მაგრამ პეპს თანამემამულეზე არაფერი უთქვამს. არადა, ტიაგომ ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდი დაამხო! ბუნდესლიგის ისტორიაში, ერთ მატჩში ბურთთან ყველაზე მეტი კონტაქტი აქამდე სწორედ შვაინის ჰქონდა (159) და ეს შედეგი ალკანტარამ ჯერ კიდევ 76-ე წუთზე გაიმეორა, საბოლოოდ კი, "აინტრახტთან" შეხვედრაში ბურთს 185-ჯერ (!) შეეხო.

"ტიაგო ალკანტარა ფანტასტიკური ფეხბურთელია, რასაც ყველა შეხვედრაში ამტკიცებს. დღეს კი, უბრალოდ, გრანდიოზული იყო!" - ეს "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის ეიფორიული განცხადებაა.

რეკორდმაისტერის კონკურენტებმა ამასობაში, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადეს. "აინტრახტის" თავკაცი არმინ ფეე ცამდე მართალია, როცა ამბობს, მიუნხენელთა წინააღმდეგ ბრძოლის სურვილიც კი აღარავის აქვსო. ეს, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ ეხება დორტმუნდის "ბორუსიას", "ლევერკუზენს" ან "შალკეს", მაგრამ დანარჩენებს კი ნამდვილად ეხებათ, რადგან ეს "ბაიერნი" ყველას და ყველაფერს ანადგურებს. თანაც, მიუნხენელებს ჯერ კიდევ არაფერი ეტყობათ საიმისო, რომ ოდნავ მაინც მოდუნდებიან.

"ახლა ჩვენი გამოწვევა ისაა, რომ მიუხედავად ასეთი დიდი უპირატესობისა, მაინც ბოლომდე კონცენტრირებულები ვიყოთ და ყველა დარჩენილი მატჩიც მოვიგოთ. გვინდა, ყველას დავუმტკიცოთ, რომ ეს "ბაიერნი" მართლა უძლეველია და ამის მტკიცების პროცესში უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ," - ამბობს არიენ რობენი.

რეკორდმაისტერის მომდევნო მეტოქე "ნიურნბერგია": მიუნხენელები 160 კილომეტრში მდებარე ქალაქში უნდა ჩავიდნენ - იქ, სადაც 2005 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, ერთ ბურთზე მეტი უპირატესობით კი, "ბაიერნის" ბოლო გამარჯვება ნიურნბერგში 25 წლის წინათაა დაფიქსირებული. თანაც, "ნიურნბერგმა" მეორე წრე პირველი და ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო. თითიდან გამოწოვილი ინტრიგაა? ვნახოთ!

XIX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით

(4-2-3-1)

დავარი (ბრაუნშვაიგი) - ჰიოვედესი (შალკე), ზიულე (ჰოფენჰაიმი), ნოვესკი (მაინცი), ბეკი (ჰოფენჰაიმი) - კ. ბოატენგი (შალკე), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი) - დრმიჩი (ნიურნბერგი), გიოტცე (ბაიერნი), რიბერი (ბაიერნი) - მ. დიუფი (ჰანოვერი)

XIX ტურის გმირი

მამე ბირამ დიუფი (ჰანოვერი)

"ჰანოვერის" 26 წლის თავდამსხმელ მამე ბირამ დიუფს ბუნდესლიგაში სულ 25 გოლი აქვს გატანილი. აქედან 23 გოლი საკუთარ მოედანზე აქვს გატანილი და ამბობს: "ეს უბრალო დამთხვევაა. მოედნები და კარები ყველგან ერთი ზომისაა!" დიუფს უკვე ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა, მაგრამ "ჰანოვერის" ხელმძღვანელები სენეგალელი გოლეადორის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. წინა ტურში, "ვოლფსბურგთან", დიუფმა ორი საგოლე პასი მიითვალა, ახლა კი, "გლადბახთან" დუბლი შეასრულა და ტურის გმირის წოდებაც დაიმსახურა.

საუკეთესო ფეხბურთელები

"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.08

2. სიდნი სემი ლევერკუზენი 14 2.54

3. ფილიპ ლამი ბაიერნი 17 2.59

4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 19 2.63

5. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 19 2.66

6. მარკო როისი დორტმუნდი 19 2.67

7. ტონი კროოსი ბაიერნი 18 2.68

8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 17 2.71

9. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 16 2.84

10. შტეფან რაინარტცი ლევერკუზენი 12 2.86

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 19 11 7 18

2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 7 10 17

3. ადრიან რამოსი ჰერტა 19 12 4 16

4. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 16 6 9 15

5. მაქს კრუზე გლადბახი 19 8 7 15

6. თომას მიულერი ბაიერნი 18 8 7 15

7. მარკო როისი დორტმუნდი 19 8 7 15

8. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 18 9 6 15

9. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 19 10 4 14

10. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 18 11 2 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გერმანია. ბუნდესლიგა. II ტურის წინ: გაგრძელდება ბერლინში ეიფორია?
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ