შეუნარჩუნდება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ხელფასი თუ დათანხმდა შემცირებას?
3 თებერვალს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გავრცელდა - თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 2,52 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ინფორმაციულ ნაკადში ასეთი ხაზი დომინირებდა - ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ეს უკანასკნელი გადაუხდის.

ხოლო, წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

შეუნარჩუნდება ქეცბაიას ხელფასი თუ დათანხმდა შემცირებას? ამ კითხვით ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძეს მივმართეთ.

"ფეხბურთის ფედერაცია თემურ ქეცბაიას ხელფასს 2015 წლის ბოლომდე გადაუხდის. რაც შეეხება იმას, შეუმცირდება თუ არა მთავარ მწვრთნელს ანაზღაურება, ამაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება", - გვითხრა გიორგაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა კვიტაშვილმა კი მომხდარი სხვაგვარად ახსნა:

"ფეხბურთის ფედერაციამ რამდენჯერმე მოგვწერა წერილი, რომ სამინისტროს გადაეხადა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი. ამასთან დაკავშირებით, ფედერაციას მივწერეთ ოფიციალური პასუხი, რომ სამინისტროს მიუღებლად მიაჩნია მწვრთნელისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა, მით უფრო - ეროვნული ნაკრების ასეთი შედეგების ფონზე.

რეკომენდაცია იყო, ხომ არ აჯობებდა, ეს თანხა მოხმარებოდა ასაკობრივი ნაკრებების მომზადებას, ბავშვთა ფეხბურთს, რეგიონებს, ანუ ფეხბურთის საფუძვლების გამყარებას. ცხადია, საჭირო იყო დაფინანსების დეტალური გაწერა, მაგრამ ისე არა, როგორც ადრე ხდებოდა.

ფედერაცია რომ ითხოვს მწვრთნელის ხელფასს, ეს სახელმწიფოს კუთვნილი სახსრებია, სამინისტრო კი ვალდებულია, ის აზრიანად და მიზანმიმართულად განკარგოს.

ამ მიმოწერის შემდეგ, 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციამ თავად გადაწყვიტა, ნაკრების მწვრთნელს ხელფასი აუნაზღაუროს, ხოლო მისთვის განკუთვნილი სახსრები ეროვნულ ჩემპიონატს მოახმაროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

neo
ქეტსბაის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქ, მაგრამ ამხელა ხელფასი ნამდვილად არ ხვდება იმ სამუშაოსთვის რაც გაწია
nnn
მაგას რაც აღებული აქვს ისიც უნდა მოატანინო.
ramaz.
მე არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მარა ჩვენ ქვეყანაში სადაც ფეხბურთი სულს ღაფავს და სამომავლოთაც არაფერი დასაიმედებელი არ ჩანს, კაცურად მითხარით მილიონი ლარი ქეცბაიასთვის გადასახდელია?! თუ ეგეთი პატრიოტი კაცია იქნებ მაგის მეოთხედს დასჯერდეს? ეგეც დიდი თანხაა, აბა იქნებ ვინმეს ქონდეს უკეთესი წინადადება?!
me var avi musaiрi
ეს ფედერაციაში წლობით მოკალათებულები,ბოსები და მეცენატები,რა ჩემი ფეხებით გადაუხდან ორმილიონნახევრიან თანხას შემდგომშიც,რაც მიიღო,ხომ კარგი რეზულთატების მიღწევისთვის მიიღო არა?,უშედეგო უქნარობაში,ხალხისაგან ნაქურდალით, თუ რუსის ქვეშ მყოფი,ჟორდანიების და ჩიგირიცკებისათვის კრემლის მიერ გადმოგდებული რუბლებით,რუსების საქმეების გასაკვარახჭინებლად მსოფლიოში
barsa
საინტერესოა ....ეს არის სპორტის მინისტრის პოლიტიკა?
DK
რატომ უხარია ჟურნალისტს (ადამიანს, პიროვნებას) რომ ნაკრების მწვრთნელს (სხვა ადამიანს, პიროვნებას) ხელფასს აღარ გადაუხდიან? სრულად ვეთანხმები გიო-ს თუ კონტრაქტი გაუფორმეს და აიღეს ვალდებულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარკვეული ოდენობის ხელფსის გადახდისა კიდეც უნდა შეასრულონ. თუ ფიქრობენ რომ კონტრაქტი არ უნდა გაფორმებულიყო და ხელფასის ოდენობასაც არ ეთანხმებიან ეს არ ნიშნავს რომ კონტრაქტის დარღვევის უფლება აქვთ, მოკითხონ იმას ვინც კონტრაქტი გააფორმა სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეეხება სპორტულ მხარეს თუ ვინმე ფიქრობს რომ სხვა ტრენერი უფრო გამოცდილი ან ნაკლებად გამოცდილი, ნაკლება ანაზღაურებით უკეთესს შედეგს დადებს იმ ფეხბურთელებით რომ II ბუნდესლიგის მაჩნჩალა გუნდის შემადგენლობაშიც ვერ ხვდება ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, როგორც ამბობენ ნეტარ არიან მოწმუნენი . . .
gio57u
უბედურო ქართულო ფეხბურთო ვის ახსოვხარ
beqa
რასი უხდიან ამდენ თანხას ქეცბაიას ? წაგებებში და გინებაში? დანიშნონ მწვრთნელად გეგუჩაძე,დევდარიანი ან სხვა უფრო იაფიც დაგვიჯდება და წარმატებებიც გვექნება.
dato
ისე ამ *** სპორტის მინისტრმა, არაფერი რომ არ გაუკეთებია დაანებოს ფედერაციასთან ჯინიანობას თავი თორემ აღარ გვექნება ფეხბურთი მალე!ლევან შენ გეხება! სამქე გააკეთე!!!
dato
რა უაზრო სტატიაა, ხელშეკრულებაში დამსაქმებელი არის ფედერაცია, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო რომ მისცემს ფედერაციას თანხას, ფედერაცია პირდაპირ ჩაურიცხავს ქეცბაიას თუ სხვა თანხას ჩაურიცხავს და სახლემწიფოს ჩარიცხულ ფულს კლუბებს გადაუნაწილებს ))))
გიო
არასწორია სახელმწიფოს პოლიტიკა ფედერაციასთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა რომ სამინისტროს შეიძლება მართალია რომ ნაკრებს შედეგი არ აქვს და ამხელა ხელფასის გადახდაც არ არის მართებული, მაგრამ როცა ქეცბაიას გაუფორმეს კონტრაქტი სამინისტრომ იკისრა ეს ვალდებებულება ბოლომდე უნდა შეასრულოს და ეს ფული ყველა შემთხვევაში გადასახდელია, შესაბამისად ფედერაციისთვის გადაკისრება თანხის ეს უკვე პოლიტიკაა საქმიანი მიდგომა არ არის საკითხისადმი, რაც ცუდად ჩანს სამინიტროს მხრიდან.
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...