ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დალასმა ზედიზედ მეექვსე მოიგო

დალასმა ზედიზედ მეექვსე მოიგო

NBA: კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო) და დირკ ნოვიცკი (დალასი) დასახელდნენ

სეზონის რვა მოგებით დაწყების შემდეგ "ნიუ ორლეანი" აშკარა კრიზისშის იმყოფება. როგორც ჩანს, მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს მონტი უილიამსის შეგირდების თამაში და მათთან დაპირისპირებაში სასურველ შედეგს აღწევენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში "ჰორნეტსი" დიდ სირთულეებს აწყდება დიდი შესვენების შემდეგ. წინა სამ შეხვედრაში ლუიზიანელებმა მეორე ნახევარში 38, 36 და 34 ქულა დააგროვეს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, გუნდის ლიდერ კრის პოლში უნდა ვეძებოთ. NBA-ის ვარსკვლავი პლეიმეიკერი მატჩის დებიუტს კარგად ატარებს, მაგრამ ბოლოსკენ უკლებს თამაშს. ახლაც, "ოკლაჰომასთან" შეხვედრაში კრისმა 17 ქულა, 14 შედეგიანი პასი და 5 ჩაჭრა დააგროვა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მხოლოდ ერთი ტყორცნა ჩააგდო და ორი პასი მისცა, ისიც ბოლო 23 წამში, როცა მასპინძლების უპირატესობაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა.

მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა "ოკლაჰომას" 14:0 გაქცევა. ის თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე დაიწყო და საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე დასრულდა. ამის წყალობით ექვსქულიანი ჩამორჩენა 8-ქულიან უპირატესობად გადაიქცა - 89:81. ამ 14 ქულიდან 12 თავის ანგარიშზე რასელ უესტბრუკმა ჩაიწერა, რომელიც ბოლო მატჩებს ბრწყინვალედ ატარებს და კევინ დურანტი უკვე აღარ მიიჩნევა "ოკლაჰომას" ერთადერთ ლიდერად.

უესტბრუკის გარდა, გუშინდელი სათამაშო დღის გმირად უნდა მივიჩნიოთ "მაიამის" დუეტი - ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი. "ჰიტს" სულზე მიუსწრო ლებრონის 30-მა ქულამ, ექვმა მოხსნამ, ხუთმა გადაცემამ და უეიდის 26-მა ქულამ, რვა მოხსნამ, ექვსმა პასმა და 4 ჩაჭრამ. როგორც ჩანს, "დალასთან" წაგების შემდეგ გასახდელში მოწყობილმა საქმის გარჩევამ გაჭრა და "მაიამი" უპრობლემოდ გაუსწორდა "ვაშინგტონს".

ძალიან საინტერესო ინტერნაციონალური დუელი გაიმართა "დალასისა" და "ჰიუსტონის" მატჩში დირკ ნოვიცკისა და ლუის სკოლას შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ლოკალური ორთაბრძოლა გერმანელის სასარგებლოდ დასრულდა. დირკმა მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში, თანაც თამაშიდან 62-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა. თუმცა ამ დუელს მაინც ვერ ვუწოდებთ სრულფასოვანს, რადგან არგენტინელმა მოედანზე მხოლოდ 21 წუთი გაატარა.

თავად თამაშს რაც შეეხება, "დალასმა", როგორც მოსალოდნელი იყო, უპრობლემოდ დაამარცხა აუთსაიდერი და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გაიფორმა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მონაკვეთი, რომელიც დიდ შესვენებამდე სამი წუთით ადრე დაიწყო და მესამე მეოთხედის შუაში დასრულდა. მასპინძლებმა ეს გაქცევა 30:10 დაასრულეს.

კვირის მოთამაშეები

"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და "დალას მავერიქსის" ფორვარდი დირკ ნოვიცკი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა ჰოვარდმა გასულ კვირას ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა. დუაიტი საშუალოდ თამაშში 26.3 ქულას (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 63.2%) და 14.5 მოხსნას აგროვებდა.

დასავლეთში საუკეთესო ნოვიცკიმ "დალასს" ოთხი მატჩში გაამარჯვებინა. მის ანგარიშზე 31.0 ქულა (თამაშიდან ტყორცნების 57-პროცენტიანი რეალიზაცია), 7.5 მოხსნა და 3.5 შედეგიანი პასი.

ჰოვარდის კვირა

22 ნოემბერი. სან ანტონიო-ორლანდო 106:97. 26 ქულა, 18 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება.

24 ნოემბერი. ორლანდო-მაიამი 104:95. 24 ქულა, 18 მოხსნა.

26 ნოემბერი. ორლანდო-კლივლენდი 111:100. 23 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება.

27 ნოემბერი. ვაშინგტონი-ორლანდო 99:100. 32 ქულა, 11 მოხსნა.

ნოვიცკის კვირა

23 ნოემბერი. დალასი-დეტროიტი 88:84. 42 ქულა, 12 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი.

24 ნოემბერი. დალასი-ოკლაჰომა 111:103. 34 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

26 ნოემბერი. დალასი-სან ანტონიო 103:94. 26 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი.

27 ნოემბერი. დალასი-მაიამი 106:95. 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: შაკილ ო'ნილი ("ბოსტონი"), დი ჯეი ოგუსტინი ("შარლოტი"), დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), დენი გრეინჯერი ("ინდიანა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), რეიმონდ ფელტონი ("ნიუ იორკი"), ამარე სტაუდმაიერი ("ნიუ იორკი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), მანუ ჯინობილი ("სან ანტონიო"), დერონ უილიამსი ("იუტა").

მაიამი-ვაშინგტონი 105:94

24:21, 28:23, 28:25, 25:25

მ: ჯეიმსი (30+6 მოხსნა+5 პასი), უეიდი (22+8 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), ბოში (20+7 მოხსნა).

ვ: ბლეტჩი (26+9 მოხსნა), არენასი (23+7 პასი+5 მოხსნა), იანგი (13), მაკგი (10+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 95:89

23:19, 27:29, 18:22, 27:19

ო: დურანტი (26+11 მოხსნა), უესტბრუკი (25+11 პასი+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), გრინი (13+7 მოხსნა), სეფოლოშა (13+5 მოხსნა).

ნ-ო: უესტი (20+7 მოხსნა), პოლი (17+14 პასი+5 ჩაჭრა), ოკაფორი (13+11 მოხსნა+4 დაფარება), არიზა (10), ბელინელი (10).

დალასი-ჰიუსტონი 101:91

25:26, 27:19, 31:26, 18:20

დ: ნოვიცკი (20+10 მოხსნა), ბატლერი (19), მერიონი (14+10 მოხსნა), ბარეა (11+6 პასი), სტივენსონი (10), კიდი (8+11 პასი).

ჰ: მარტინი (17), სკოლა (15+5 მოხსნა), ლი (13+6 მოხსნა), მილერი (11+6 მოხსნა+5 პასი), ჰილი (10+8 მოხსნა).

იუტა-მილუოკი 109:88

30:26, 30:26, 20:21, 29:15

ი: ჯეფერსონი (22+11 მოხსნა+4 დაფარება), უილიამსი (22+10 პასი+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), კირილენკო (13+8 მოხსნა+4 დაფარება), უოტსონი (12+7 პასი+6 მოხსნა), ბელი (10), პრაისი (10).

მ: ჯენინგსი (27), დუგლას რობერტსი (19) ილიასოვა (18+6 მოხსნა).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ბოსტონი* 16 12 4 75.0

2. ორლანდო* 16 12 4 75.0

3. ატლანტა 18 11 7 61.1

4. ჩიკაგო* 15 9 6 60.0

5. მაიამი 18 10 8 55.6

6. ინდიანა 15 8 7 53.3

7. ნიუ იორკი 18 9 9 50.0

8. კლივლენდი 16 7 9 43.8

9. მილუოკი 17 6 11 35.3

10. შარლოტი 17 6 11 35.3

11. ნიუ ჯერსი 17 6 11 35.3

12. ტორონტო 17 6 11 35.3

13. დეტროიტი 17 6 11 35.3

14. ვაშინგტონი 16 5 11 31.2

15. ფილადელფია 17 4 13 23.5

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო* 16 14 2 87.5

2. ლეიკერსი* 17 13 4 76.5

3. დალასი 17 13 4 76.5

4. იუტა* 19 14 5 73.7

5. ნიუ ორლეანი 17 12 5 70.6

6. ოკლაჰომა 18 12 6 66.7

7. დენვერი 16 10 6 62.5

8. პორტლენდი 16 8 8 50.0

9. ფინიქსი 17 8 9 47.1

10. გ. სტეიტი 17 8 9 47.1

11. მემფისი 17 7 10 41.2

12. ჰიუსტონი 17 5 12 29.4

13. საკრამენტო 15 4 11 26.7

14. მინესოტა 17 4 13 23.5

15. კლიპერსი 18 3 15 16.7

ქულა

კევინ დურანტი (ოკლ) 27.3

დერიკ როუზი (ჩიკ) 26.6

კობი ბრაიანტი (ლეი) 26.5

დირკ ნოვიცკი (დალ) 25.7

მონტა ელისი (გ-სტ) 24.9

ერიკ გორდონი (კლიპ) 24.3

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.8

კარმელო ენტონი (დენ) 23.8

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 23.7

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 23.4

მოხსნა

კევინ ლავი (მინ) 14.9

ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 13.2

რეჯი ევანსი (ტორ) 12.1

პაუ გასოლი (ლეი) 11.9

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 11.9

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 11.6

მარკუს კემბი (პორ) 10.9

ლამარ ოდომი (ლეი) 10.4

ანდრის ბიედრინში (გ-სტეიტ) 10.0

როი ჰიბერტი (ინდ) 9.6

პასი

რაჟონ რონდო (ბოს) 14.2

კრის პოლი (ნ-ორლ) 10.3

დერონ უილიამსი (იუტ) 9.9

სტივ ნეში (ფინ) 9.6

ჯეისონ კიდი (დალ) 9.6

ჯონ უოლი (ვაშ) 9.1

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.6

დერიკ როუზი (ჩიკ) 8.2

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 7.9

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.7

ჩაჭრა

კრის პოლი (ნ-ორლ) 2.9

მონტა ელისი (გ-სტ) 2.6

რაჟონ რონდო (ბოს) 2.5

მაიკ კონლი (მემ) 2.4

სტივენ კარი (გ-სტე) 2.3

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.2

კორი ბრიუერი (მინ) 2.0

ანდრე მილერი (პორ) 1.9

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 1.9

დაფარება

დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.9

ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.7

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7

ჯოშ სმიტი (ატლ) 2.4

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4

ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 2.2

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.1

სამუელ დალემბერი (ფილ) 2.1

როი ჰიბერტი (ინდ) 2.1

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!