დღეს საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი ექტორ კუპერი "ვისენტე კალდერონზე" გაიყვანს სალონიკის "არისს".

დღეს საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი ექტორ კუპერი "ვისენტე კალდერონზე" გაიყვანს სალონიკის "არისს". არგენტინელი თავკაცი ევროპის ლიგის I ტურის სენსაციის გამეორებას უკვე ესპანეთში აპირებს. მას სხვა გზა არც დარჩენია - ბერძნებს ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის ლამის უკანასკნელი შანსი აქვს და, ვგონებ, კუპერსაც, რომელსაც ვერც საბერძნეთის ჩემპიონატში მისდის საქმეები საუცხოოდ.

"ჩვენ კარგად ვიცით მეტოქისა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და საკუთარი ძალებისაც გვწამს. პირველი გამარჯვების შემდეგ კარგა ხანი იყო გასული და ფეხბურთელები ისევ "ატლეტიკოს" დამარცხებაზე ლაპარაკობდნენ. აღფრთოვანებულნი იყვნენ ფანებიც, რადგან მათ არ იცოდნენ, კიდევ როდის გახდებოდნენ დიდი გამარჯვების მომსწრენი. პირველი მატჩისგან განხსხვავებით, ჩვენ 4-5 ათასი გულშემატკივარი გვეყოლება, "ატლეტიკოს" კი - 40 ათასი, ეს მათი დიდი უპირატესობაა, მაგრამ გამარჯვების იმედს ვერავინ წაგვართმევს", - განაცხადა ჩვენი გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა.

"იუვენტუსი" პოლონურ "ლეხს" სტუმრობს A ჯგუფში. ესეც გადამწყვეტი მატჩია, თუმცა "ბებერ ქალბატონს" მოულოდნელი პრობლემა შეექმნა... მაისურებთან დაკავშირებით. იტალიელებს, შეიძლება მოედანზე ისეთი მაისურებით მოუწიოთ გასვლა, სადაც სპონსორის სახელი ("ბეთ კლიკი") მითითებული არ იქნება. საქმე იმაშია, რომ პოლონეთში საბუკმეკერო კანტორების რეკლამა აიკრძალა. თუკი ამ კანონს დაარღვევენ, ტურინელებს საკმაოდ დიდი ჯარიმა ელით, მაგრამ არის ერთი გამოსავალი - შესაძლოა, უეფამ სპეციალურად დართოს ნება "იუვენტუსს" პოლონური კანონის გვერდის ავლით, თუმცა არის უფრო კომპრომისული გამოსავალი - "იუვეს" მესამე ფორმაზე (სულ თეთრი) სხვა სპონსორის (ბალოკო) სახელი წერია, ეს კი საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი ფირმაა.

ევროპის ლიგა. V ტურის წინ

A ჯგუფი

მანჩესტერ სიტი-ზალცბურგი 00:05

ლეხი-იუვენტუსი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლეხი 4 2 1 1 9-7 7

2. სიტი 4 2 1 1 7-5 7

3. იუვენტუსი 4 0 4 0 5-5 4

4. ზალცბურგი 4 0 2 2 1-5 2

B ჯგუფი

ატლეტიკო-არისი 00:05

როსენბორგი-ლევერკუზენი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლევერკუზენი 4 2 2 0 6-1 8

2. ატლეტიკო 4 2 1 1 6-3 7

3. არისი 4 1 1 2 2-3 4

4. როსენბორგი 4 1 0 3 2-10 3

C ჯგუფი

სპორტინგი-ლილი 00:05

გენტი-ლევსკი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ

1. სპორტინგი 4 3 0 1 13-5 9

2. ლილი 4 1 2 1 5-5 5

3. ლევსკი 4 1 1 2 5-10 4

4. გენტი 4 1 1 2 7-10 4

G ჯგუფი

ზენიტი-ანდერლეხტი 22:00

ჰაიდუკი-აეკ 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 4 4 0 0 12-5 12

2. ანდერლეხტი 4 1 1 2 5-5 4

3. აეკ 4 1 1 2 6-9 4

4. ჰაიდუკი 4 1 0 3 4-8 3

H ჯგუფი

იანგ ბოიზი-შტუტგარტი 22:00

ოდენსე-ხეტაფე 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. შტუტგარტი 4 4 0 0 9-1 12

2. იანგ ბოიზი 4 2 0 2 6-7 6

3. ხეტაფე 4 1 0 3 2-7 3

4. ოდენსე 4 1 0 3 6-8 3

I ჯგუფი

მეტალისტი-დებრეცენი 22:00

სამპდორია-პსვ 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 4 3 1 0 8-2 10

2. მეტალისტი 4 2 1 1 7-3 7

3. სამპდორია 4 1 2 1 3-3 5

4. დებრეცენი 4 0 0 4 1-11 0

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე