მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები მაშინვე მიხვდებიან, რასაც ნიშნავს სიტყვა "რობერი"
"რობერი" დაბრუნდაო, წერდნენ ჩვენი გერმანელი კოლეგები.

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები მაშინვე მიხვდებიან, რასაც ნიშნავს სიტყვა "რობერი" და ვინც ვერ მიხვდა, ავუხსნით, რომ ამაში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ტანდემი იგულისხმება.

ეს ტერმინი საფეხბურთო გერმანიაში მაშინ გაჩნდა, როცა "ბაიერნში" რიბერი და რობენი გაერთიანდნენ და ფლანგებიდან მეტოქე გუნდების აწიოკება დაიწყეს. მას მერე ხან რობენს ჰქონდა ტრავმები, ხანაც რიბერის ჩავარდნები, ახლა კი ეს წყვილი ისევ ყველას შიშის ზარს სცემს.

ბუნდესლიგის განვლილ ტურში რობენმა და რიბერიმ (ორივე 30 წლისაა) თითო გოლი გაიტანეს და მიმდინარე სეზონში გოლების რაოდენობა ორივემ შვიდამდე გაზარდა.

4 თებერვალს, გაზეთ "ბილდში" მიუნხენური გრანდის ორივე ვარსკვლავის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

რიბერი: ჩემპიონთა ლიგისთვის ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია!

- ჰერ რიბერი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში პირველად ითამაშეთ და პირველივე მატჩში გოლის გატანა მოახერხეთ. სრულყოფილი დაბრუნება გამოგივიდათ, ასე არ არის?

- შეიძლება, მოკლედ ითქვას: კმაყოფილი ვარ. ბოლო დროს არც ისე კარგ ხასიათზე ვიყავი, რადგან ხან, უბრალოდ, თავს ცუდად ვგრძნობდი, ხანაც ტკივილები მაწუხებდა. ტკივილები მეტწილად ზურგიდან მოდიოდა. ასეთ დროს ექიმები გუნდთან ერთად ყოფნას მიკრძალავენ ხოლმე, რაც ჩემთვის ყოველთვის ტრაგედიაა. თუმცა მწვრთნელი ხშირად მესაუბრებოდა - ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ...და რას გეუბნებოდათ პეპ გვარდიოლა?

- მამშვიდებდა, მაიმედებდა და ნდობას მიცხადებდა. გვარდიოლა მეუბნებოდა, დაწყნარდი და თავს ნუ გაიწამებო. არადა, ასეთ დროს სტრესი და ნერვიულობა თავისით მოდის ხოლმე. "შტუტგარტთან" მატჩის შემდეგ კი გვარდიოლა ჩემთან მოვიდა და მითხრა: "აინტრახტთან" მჭირდები და მინდა, რომ მომდევნო შეხვედრაში მოედანზე ნამდვილი რიბერი ვნახოო.

როცა მწვრთნელს ასეთი მიდგომა აქვს, მის ხელში რომელი ფეხბურთელი მოიწყენს?

- შეგვიძლია თუ არა, რომ "ბაიერნი" უკვე გერმანიის ჩემპიონად გამოვაცხადოთ?

- ყოველ შემთხვევაში, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილისთვის თვალის შევლება ახლა მართლა დიდი სიამოვნებაა. "ლევერკუზენს" უკვე 13 ქულით ვუსწრებთ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის სტატუსს გადაჭარბებითაც კი ამართლებს. თუმცა კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რადგან კონკურენტებს არ სძინავთ.

ჩვენ პროფესიონალები ვართ და მიუნხენის "ბაიერნში" ვთამაშობთ - შესაბამისად, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ. მოდუნება არ შეიძლება!

- მცირეოდენი მოდუნებაც არ შეიძლება? კონკურენტები ხომ ძალიან ჩამოგრჩებიან...

- ბუნდესლიგაში მოპოვებული თითოეული გამარჯვება კარგია თავდაჯერებისთვის და ჩემპიონთა ლიგაშიც ძალიან წაგვადგება. თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ, ეს რიტმი უნდა შევინარჩუნოთ.

- როგორ ფიქრობთ, "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი მარცხის გარეშე გახდება?

- ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ მეცხრე ცაზეც არ უნდა ვიფრინოთ. უბრალოდ, კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, მოედანზე ყველა შეხვედრაში მოსაგებად უნდა გავიდეთ და ფეხბურთის თამაშით უნდა ვისიამოვნოთ.

- არის თუ არა "ბაიერნი" მზად "არსენალთან" დუელებისთვის?

- როცა ამის დრო მოვა, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მზად ვიქნებით! "არსენალი" რთული მეტოქეა. გაიხსენეთ შარშანდელი ამბები: ლონდონში ძალიან კარგად ვითამაშეთ, აქ კი, მიუნხენში ბევრი შეცდომა დავუშვით. სწორედ იმ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. თანაც, "არსენალი" წელს შარშანდელზე უკეთესად გამოიყურება.

რობენი: ჩვენი მოტივაცია ფეხბურთის თამაშით სიამოვნებაა!

- ჰერ რობენ, მოედანზე შესვლიდან ორ წუთში გოლი გაიტანეთ. კმაყოფილი ხართ?

- არც კი ვიცი, გოლის მომენტში პირველად შევეხე ბურთს თუ მეორედ - ფაქტი ის არის, რომ ფეხბურთის თამაშით კიდევ ერთხელ მივიღე დიდი სიამოვნება. მარტო გოლი კი არ მიხარია, არამედ ის, რომ დავბრუნდი. იმედი მაქვს, რომ მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნები.

- ახლა რამდენად შორს ხართ საუკეთესო ფორმისგან?

- ყოველდღიურად ვუმატებ და ვატყობ, რომ ფორმაში შევდივარ, მაგრამ ჯერ 100 პროცენტისთვის არ მიმიღწევია. "აუგსბურგთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ 7-8 კვირა გავიდა და დიდი ხანი არაა, რაც გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიში დავიწყე, "შტუტგარტთან" კი არც მითამაშია. ფორმის სრულად აღსადგენად ახლა უბრალოდ დრო მჭირდება.

- "აინტრახტის" კარში გატანილი გოლი თქვენთვის, ალბათ, დამატებითი მოტივაციაა...

- არა მხოლოდ გოლი - მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კარის დალაშქვრა ყოველთვის ბავშვივით მიხარია. ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით ვარ, რომ თამაშში მაშინვე კარგად ჩავერთე, თუმცა გოლის მომენტში მარიომაც შესანიშნავი პასი მომცა და მე მხოლოდ ბურთის კარში გადაგზავნაღა მევალებოდა.

- რამდენად რთულია ფეხბურთელის კონცენტრაციის შენარჩუნება იმ დროს, როცა მისი გუნდი სატურნირო ცხრილს ამხელა უპირატესობით ლიდერობს?

- ესეც თავისებური გამოწვევაა. ვფიქრობ, წინა და მიმდინარე სეზონშიც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. ყველა შეხვედრაში გვინდა, ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ. ამ დროს ყველაზე მთავარი მოტივაციის შენარჩუნებაა, მაგრამ არც ეს გვიჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
ქართველი ფეხბურთელები როდის იტყვიან იგივეს? რიბერი:"მოედანზე ყველა შეხვედრაში მოსაგებად უნდა გავიდეთ და ფეხბურთის თამაშით უნდა ვისიამოვნოთ". რობენი:"ფაქტი ის არის, რომ ფეხბურთის თამაშით კიდევ ერთხელ მივიღე დიდი სიამოვნება".
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო