საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობების, თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის განვითარების რეალური პერსპექტივა აშკარად იკვეთება
საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობების, თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის განვითარების რეალური პერსპექტივა აშკარად იკვეთება, რაც ჩვენი ეროვნული ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, თანამედროვე ხუთჭიდში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ვიაჩესლავ მალიშევის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

ფედერაციის სამომავლო გეგმებს გაგებით მოეკიდნენ საქართველოს სპორტის ხელმძღვანელები. ამის შედეგია, რომ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბიათლსა და ტრიათლში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ვიაჩესლავ მალიშევისა და ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის, ჯუანშერ ზალდასტანიშვილის შეხვედრის შემდეგ ზალდასტანიშვილმა აღნიშნა: "თანხმობა ასეთი შეჯიბრების ჩატარების თაობაზე არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი. ახლა დროა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ეროვნული გუნდის წევრების შერჩევასა და იმ სპორტსმენების რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც მისდევენ თანამედროვე ხუთჭიდს, ტრიათლონს, ბიათლს და მათში შემავალ სპორტის სახეობებს. სწორედ ამისთვის გვესაჭიროება სავარჯიშო ქსელის განვითარება და გაუმჯობესება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი შეჯიბრებების მოწყობა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ვიმედოვნებთ, შერჩევის პროცესი, რომელიც ჩატარდება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, ხელს შეგვიწყობს მიზნების მიღწევაში".

ხსენებულ შეხვედრაზე განიხილებოდა, აგრეთვე, საქართველოდან 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი კანდიდატის, ვარვარა ივანოვას საკითხი, რომელმაც ახლახან დაიკავა მე-7 ადგილი ბელორუსის ღია ჩემპიონატში და ემზადება 2014 წლის მსოფლიოს თასის (მექსიკა, აკაპულკო) პირველი ეტაპისთვის. ამ სპორტსმენის მოსამზადებელი პროცესი მოიცავს საერთაშორისო შეჯიბრებას, რაც ძვირად ღირებულია, მაგრამ ეროვნული ფედერაცია სპორტული ორგანიზაციებისა და სპონსორების მხარდაჭერის იმედს არ კარგავს.

ლერი ხაბელოვი: "მოხარული ვარ ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა. სასიამოვნოა, რომ თანამედროვე ხუთჭიდი და მისი ქვესახეობები - ბიათლი და ტრიათლონი სწრაფად ვითარდება საქართველოში. ვარვარა ივანოვა არის შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება".

თორნიკე გაჩეჩილაძე

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა