"რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის აგენტი ხორხე მენდესი თვლის, რომ პოტუგალიელი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს აგენტი ხორხე მენდესი თვლის, რომ პოტუგალიელი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში.

მენდესი მიიჩნევს, რომ 2013 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა მადრიდში შესაძლებლობების პიკს მიაღწია.

"რონალდომ ყველგან მოიგო ტიტული, სადაც კი უთამაშია, თუმცა "სამეფო კლუბში" მან თამაში თანმიმდევრულად გააუმჯობესა და კარიერის პიკს მიაღწია.

მას მკაცრად დაბალანსებული დიეტა აქვს, იგი იღვიძებს ძალიან ადრე და მიდის სავარჯიშოდ, შემდეგ კი დღის მეორე ნახევარს საკუთარ შვილთან ერთად ატარებს", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი კლიენტი ძალიან ადრე, 23:00 საათზე იძინებს და ყოველთვის შედეგის გაუმჯობესება სწყურია.

მენდესის აზრით, კარიერის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ვარსკვლავი ფეხბურთის ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მიიჩნევს, რომ ის უკვე საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში.

ფეხბურთელის აგენტმა ასევე ისაუბრა მისი კლიენტის მომავალზე და სურვილი გამოთქვა, რომ 29 წლის ფეხბურთელი კარიერას "სამეფო კლუბში" დაასრულებს.

"კრიშტიანო რონალდო კიდევ ბევრი რეკორდის დამყარებას შეძლებს მადრიდულ კლუბში. მას ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ისევე, როგორც ნებისმიერი ტურნირის.

ვიმედოვნებ, რომ ის კარიერას "სამეფო კლუბში" დაასრულებს", - განაცხადა ხორხე მენდესმა.

მომზადებულია InsideSpanishFootball-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მეგონა სიაში უფრო წინ ვიქნებოდი, ასეთი ჯილდოები ზოგჯერ უსამართლოა" - ლაუტარო მარტინესმა "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
2025 Ballon d’Or. გენიალური "კვარადონა" "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ათეულშია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ოქროს ბურთი"? მე პრემიერლიგის მოგება მირჩევნია" - მოჰამედ სალაჰი