"მინესოტას" ნოკდაუნი
"ლეიკერსის" ფანებს 5 თებერვალს კმაყოფილების საბაბი ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გუნდის ერთადერთ გამთამაშებლად კენდალ მარშალი რჩებოდა, ახლა გუნდს ორი პირველი "ნომერი" დაუბრუნდა - სტივ ნეში და სტივ ბლეიკი. თუმცა ამ დუეტის დაბრუნებას ბევრი არაფერი შეუცვლია და "ლეიკერსმა" მორიგი შეხვედრა წააგო.

უკვე პირველ მეოთხედში "მინესოტამ" ნოკდაუნში ჩააგდო მეტოქე - 38:26. "მგლებმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, რასაც ხელი შეუწყო საწყის 12-წუთეულში რიკი რუბიოს 8 პასმა და კევინ ლავის 14-მა ქულამ.

თუმცა კალიფორნიელები ბოლომდე ცდილობდნენ ბრძოლას, მაგრამ ისევ არ გაუმართლათ. მართალია, ბლეიკი და ნეში მოედანს დაუბრუნდნენ, მაგრამ მაშინვე მათი ადგილი ლაზარეთში ჯოდი მიქსმა და ჯორდან ჰილმა დაიკავეს. "მინესოტას" წინააღმდეგ ამ დუეტმა ერთად ხუთი წუთი ითამაშა და ორივემ დატოვა მოედანი ტრავმის გამო. მიქსმა ფეხი გადაიბრუნა, ჰილს კი მეტოქის იდაყვი მოხვდა თავში.

"მინესოტას" დასამარცხებლად მხოლოდ ხასიათი არ არის საკმარისი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ლიდერი კევინ ლავი ფორმაშია. 5 თებერვალს მძიმე ფორვარდმა 31 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. ასე რომ, ლავმა გაუსწრო კევინ გარნეტს "30-ქულიანი" და "15-მოხსნიანი" მატჩებით. იგულისხმება "მინესოტას" შემადგენლობაში ჩატარებული მატჩები. ახლა ლავის ანგარიშზე 25 ასეთი შეხვედრა მოდის.

"ინდიანასთვის" დიდი ხანი მოჯადოებული რჩებოდა ატლანტას Philips Arena. რეგულარულ ჩემპიონატში "პეისერსის" ბოლო მოგება სტუმრად "ჰოქსის" წინააღმდეგ 2006 წლის 22 დეკემბრით თარიღდებოდა. ამ დღიდან მოყოლებული, "ატლანტას" ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა მოგებული. 5 თებერვალს რეგულარულის ლიდერმა შეძლო ამ სერიის შეწყვეტა.

მეორე მეოთხედის ბოლოს, ჯეფ ტიგის სამქულიანის შემდეგ, ანგარიში გახდა 41:35, მასპინძლების სასარგებლოდ. მაგრამ მომდევნო 17-წუთიანი მონაკვეთი სტუმრებმა 38:16 მოიგეს და ფაქტობრივად, მოხსნეს გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან. "ატლანტა" მაინც გამოედევნა მეტოქეს და ორი სამქულიანის წყალობით, მატჩის ბოლო წუთზე სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, მაგრამ "ინდიანამ" ოთხი საჯარიმოდან სამი აცილების მიუხედავად, შეინარჩუნა უპირატესობა. "პეისერსი" ისევ პირველ ადგილზეა ლიგაში და ფანტასტიკური შედეგი (23 მოგება-0 წაგება) აქვს იმ მატჩებში, როცა მეტოქე 90 ქულაზე ნაკლებს აგროვებს.

ატლანტა-ინდიანა 85:89

15:19, 28:23, 12:24, 30:23

ა: სკოტი (15), ბრენდი (12), მილსეპი (7+12 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ი: უესტი (22+10 მოხსნა), ჯორჯი (18), სტივენსონი (10).

მინესოტა-ლეიკერსი 109:99

38:26, 30:26, 21:26, 20:21

მ: მარტინი (32), ლავი (31+17 მოხსნა), ბრიუერი (11), ბარეა (11), რუბიო (4+13 პასი).

ლ: იანგი (24), ჰარისი (19), ჯონსონი (15+9 მოხსნა), საკრე (14).

ფინიქსი-ჩიკაგო 92:101

13:21, 20:23, 30:25, 29:32

ფ: დრაგიჩი (24), ფრაი (18), ბარბოზა (13), მარკიფ მორისი (12), პლამლი (8+10 მოხსნა).

ჩ: ბუზერი (19+12 მოხსნა), ბატლერი (18), ოგასტინი (18), ნოა (14+14 მოხსნა), დანლივი (11).

გ. სტეიტი-შარლოტი 75:91

13:26, 26:25, 18:21, 18:19

გ-ს: კარი (17+11 პასი), ტომპსონი (12), ბოგუტი (6+15 მოხსნა).

შ: ჯეფერსონი (30+13 მოხსნა), ჰენდერსონი (17), ტოლივერი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი