ახლახან კლუბმა ისიანს თვითმფრინავის ბილეთი, გამზადებული კონტრაქტი გამოუგზავნა და ხელმოწერის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი კანარებზე გაემგზავრა
გასული წლის დეკემბერში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ვილი ისიანი მიიწვიეს ესპანეთში, სადაც კანარის კუნძულების კლუბ "გრან კანარიაში" ვარჯიშობდა.

ვილიმ ესპანელ თანატოლებთან ერთად მალაგის ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.

მას მერე იგი თბილისში ემზადებოდა, ახლახან კი კლუბმა თვითმფრინავის ბილეთი, გამზადებული კონტრაქტი გამოუგზავნა და ხელმოწერის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი კანარებზე გაემგზავრა.

მანამდე მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- გავაფორმე არაპროფესიონალური კონტრაქტი, რომლის მიხედვით, გუნდში ვითამაშებ, ვიდრე 18 წლისა გავხდები. შემდეგ უკვე პროფესიონალური კონტრაქტი ფორმდება და თუ ორივე მხარის სურვილი იქნება, კვლავ "გრან კანარიაში" დავრჩები, - გვითხრა ვილიმ და დასძინა, რომ საწყის ეტაპზე "გრან კანარიას" მაისურით თავისი ასაკის პირველობაზე და ება-ს ლიგაში მოუწევს გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ ება-ში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ თორნიკე შენგელია, ბექა ჩიკვილაძე, გიორგი შარაბიძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, კოკა ტომარაძე, გრიგოლ შვანგირაძე...

ეს ლიგა ესპანეთში რიგით მეოთხეა და მასში ყველა ასაკის კალათბურთელებს აქვთ თამაშის უფლება.

ასე რომ, ვილისთვის ება-ში ასპარეზობა მეტად სასარგებლო იქნება.

- "გრან კანარიას" ახალგაზრდულ გუნდში მხოლოდ მე არ ვიქნები უცხოელი. მასში სამი აფრიკელი და ერთი ლატვიელი თამაშობს. მათგან ერთი, ბარო მუჰამედი "კანარიას" მთავარ გუნდშიცაა.

ვილი ისიანთან ერთად გავიხსენეთ დეკემბერში გამართული მალაგის ტურნირი.

- "გრან კანარიასთან" ერთად სამი შეხვედრა ჩავატარე. ეს არ იყო ეგრეთ წოდებული შესარჩევი მატჩი, რომელშიც ყველა ინდივიდუალურად ცდილობს თავის გამოჩენას - გუნდურად ვთამაშობდით და მეც ვცდილობდი, ჩემი წვლილი შემეტანა გუნდის წარმატებაში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვილი ახლა ესპანეთშია და ახალ გუნდთან ერთად ემზადება კარიერის ახალი ეტაპისთვის.

მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ "გრან კანარიაში" აქამდე საქართველოს ნაკრების ორი ამერიკელი კალათბურთელი თამაშობდა - ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვილი ისიანის აბსოლუტური რეკორდი - 127 ქულა ერთ მატჩში!

puma
Sainferesoa vin da sad gaizarda es willy
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ბექა ბურჯანაძემ "მურსიას" 10 წუთში 10 ქულა ჩაუგდო
ბურჯანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ბილბაოში
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და "გრან კანარიას" გამარჯვება მეორე ოვერტაიმში
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
კიდევ ერთი წელი კანარებზე - ინტერვიუ ვილი ისიანთან
ბექა ბურჯანაძემ თავის ყოფილ გუნდს 20 ქულა ჩაუგდო
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება