"მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრი შედეგიანობას თამაშიდან თამაშამდე უმატებს
"მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრი შედეგიანობას თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ორთვიანი ტრავმის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მესამე მატჩი ჩაატარა და სასიამოვნო ტრადიცია წარმატებით გააგრძელა - ითამაშა წინა მატჩზე მეტხანს და უკეთესად.

შედეგიანობასთან ერთად, ზაზას მტკიცე და მებრძოლი ხასიათიც დაუბრუნდა და "დენვერის" რუსი ცენტრის დაცაცხანებისთვის ტექნიკური დაიმსახურა.

რაც შეეხება თამაშს, "მილუოკი" მძლავრ "დენვერს" სტუმრად ეთამაშებოდა და წარმატების მიღწევა ერთობ რთული იყო. ვერც მოახერხეს - მილუოკელებმა შეხვედრა 100:110, მაგრამ ბრძოლაში დათმეს.

პირველი ტაიმის შემდეგ ფაჩულიას გუნდი 52:51-ს იგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში დაიჩაგრა, 12 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ დროში ეს ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა.

ზაზამ ისევ სამარქაფო ცენტრად ითამაშა, ძირითადში მყოფი ლარი სანდერსი კი შეუდარებელი იყო.

ახალგაზრდა ცენტრმა 25 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ფაჩულიაც კარგად გაისარჯა და შეიძლება ითქვას, მილუოკელებს ყველაზე ნაკლები პრობლემა სამწამიანში ჰქონდათ.

ფაჩულიამ 15 ქულა, 4 მოხსნა და 2-2 პასი-ჩაჭრა დააგროვა. ქართველი ცენტრი შეტევაში ტარანზე მიდიოდა, მის გაჩერებას კი ოდენ ჯარიმებით ახერხებდნენ დენვერელები - ფაჩულიამ 12 საჯარიმო ესროლა, საიდანაც 11 ჩააგდო. თამაშიდან კი მან 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ზაზა მოედანზე წინა მატჩზე 4-ით მეტხანს, 22:28 წუთი იმყოფებოდა.

9 მოგება, 40 წაგება და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილი - ესაა "მილუოკი ბაქსის" შედეგი, რომელიც 8 თებერვალს დასავლელ ბობოლა "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა