ესპანური სეგუნდა დივიზიონის გუნდში მყოფ 18 წლის ქართველ ფორვარდს აქამდე მუხლი აწუხებდა
"საბურთალო" ესპანური სეგუნდა დივიზიონის "ალკორკონთან" ბაჩანა არაბულის ნახევარწლიან იჯარაზე 31 აგვისტოს შეთანხმდა, მაგრამ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჭაბუკ თავდამსხმელს შრომის ვიზა მხოლოდ დეკემბერში მისცა.

ამ დროისთვის, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილ კაპიტანს იჯარის ვადა დაუსრულდა. თანაც, დრო ისე მიილია, 18 წლის ფორვარდს ესპანეთში ერთხელაც არ უთამაშია.

ესპანურ კლუბს არაბულზე უარი მაინც არ უთქვამს, პირიქით - შეთანხმება გაუხანგრძლივა.

"ესპანეთში ყოფნისას, "ალკორკონის" ხელმძღვანელებს შევუთანხმდით, რომ ბაჩანას იჯარა ივნისამდე გაგრძელდეს", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

ერთი თვეა, რაც არაბული ესპანეთშია, ქართველი თავდამსხმელი განაცხადში შეიყვანეს, მაგრამ "ალკორკონში" კვლავ არ უთამაშია. ჭუმბურიძის თქმით, არაბულს მუხლი აწუხებდა და ამიტომ ვერ თამაშობდა. წესით, ვარჯიში უკვე უნდა დაიწყოს.

როგორც ევროკავშირის წევრ ესპანეთში, ქართველ მოთამაშეებზე შრომის ვიზას ხანგრძლივი და რთული პროცედურების შემდეგ გასცემენ. მართალია, ქართველების მიწვევით თავს დიდად არსად იკლავენ, მაგრამ იმ ერთეულებს, რომლებითაც ევროპელები დაინტერესდნენ, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.

გამოსავალი არსებობს: გემახსოვრებათ, ერთი ხანობა, უნგრულ "დიორი ეტოში" ბევრი ქართველი ჩაირიცხა, მაგრამ ყველას ვერ ათამაშებდნენ. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო კლუბის პრეზიდენტის ქართველმა მრჩეველმა ლაშა ოდილაძემ ლოზანის სპორტულ სასამართლოში იჩივლა, პროცესი მოიგო და დღეს ამ ქვეყანაში ქართველები ლეგიონერებად აღარ ითვლებიან.

მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იგივე ვერ ხერხდება. არადა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულება ვიზების შეღავათიანი გაცემის თაობაზე ამის საფუძველს იძლევა. დროა, ეს შეთანხმება გამოვიყენოთ, რაც ქართულ ფეხბურთს ძალიან წაადგება და იქნებ ჩვენი ფეხბურთელები რუსულ-უკრაინულ ორბიტას მოსწყდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
ეს ხელისუფლება მხოლოდ,,ელიტისთვის,,ვიზების გამარტივაბაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევრიკავშირთან?რას გაუკეთეს პარაფირება???
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
არის ესპანეთის ვიზა - "ალკორკონში" ბაჩანა არაბულის დებიუტი მალე შედგება
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ბაჩანა არაბულმა "ალკორკონის" დუბლებში უკვე მეორედ ითამაშა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ბაჩანა არაბული: იმედია, "ალკორკონის" წინსვლაში გარკვეულ წვლილს მეც შევიტან
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
ბაჩანა არაბულს "ალკორკონის" დუბლებში დებიუტი ჰქონდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ᓑᓐᓩᓐᓜᓐ ᓐᓠᓐᓑᓣᓚᓘ: ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓨᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓡ ᓮᓔᓚᓡ ᓡᓬᓝᓠᓔᓓ ᓔᓡ ᓑᓐᓠᓘᓔᕠᓘ ᓣᓨᓚᓘᓡ
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია