სიაში კვლავ შედის ყველა 12 გუნდი, რომელიც 2010 წელს ასპარეზობდა

საერთაშორისო სავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა 1-ის 2011 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა წინასწარი სია გამოაქვეყნა. მასში კვლავ შედის ის 12 გუნდი, რომელიც 2010 წელს ასპარეზობდა.

ამავე დროს, სამი საჯინიბო ჩემპიონატში ახალი სახელწოდებით მიიღებს მონაწილეობას - ”ზაუბერი” ოფიციალურად გამოეთხოვა BMW-სთან თანამშრომლობას, Virgin-ს პირიქით, დაემატა წანამძღვარი Marussia, Lotus Racing-მა კი, როგორც ადრევე იყო ცნობილი, სახელწოდება Team Lotus-ით შეიცვალა.

პილოტებს შორის დასახელებულები არიან მხოლოდ ის მრბოლელები, რომელთა კონტრაქტიც მომავალი სეზონისთვის უკვე დამტკიცებულია. მთავარი მოულოდნელობა Toro Rosso-ს განაცხადში გვარების არარსებობა გახდა, რადგან ითვლებოდა, რომ ამ საჯინიბოს ორივე პილოტმა 2011 წლისთვის ხელშეკრულებები უკვე გააფორმა. ამავე დროს, Lotus-ის გუნდში, პირიქით, ორივე პილოტია დასახელებული, თუმცა ოფიციალური განცხადება მათი გარიგების შესახებ აქამდე არ გამოქვეყნებულა.

ეს ინფორმაცია მხოლოდ წინასწარი ხასიათისაა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიძლება შეიცვალოს. ამავე დროს, გუნდების მრბოლელებს ნომრების გაცვლის უფლებაც აქვთ, რომლითაც მომავალ სეზონში იასპარეზებენ. გამონაკლისი მხოლოდ ”რედ ბულია” - სებასტიან ფეტელმა პირველი ნომრის გამოყენების უფლება მიიღო, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა.

მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა წინასწარი სია:

Red Bull Racing Renault

1 სებასტიან ფეტელი

2 მარკ უებერი

McLaren Mercedes

3 ჯენსონ ბატონი

4 ლუის ჰემილტონი

Ferrari

5 ფერნანდო ალონსო

6 ფელიპე მასა

Mercedes GP

7 მიხაელ შუმახერი

8 ნიკო როსბერგი

Renault

9 რობერტ კუბიცა

10 მოგვიანებით გამოცხადდება

Williams Cosworth

11 რუბენს ბარიკელო

12 მოგვიანებით გამოცხადდება

Force India Mercedes

14 მოგვიანებით გამოცხადდება

15 მოგვიანებით გამოცხადდება

Sauber Ferrari

16 კამუი კობაიასი

17 სერხიო პერეს მენდოზა

Toro Rosso Ferrari

18 მოგვიანებით გამოცხადდება

19 მოგვიანებით გამოცხადდება

Lotus Renault

20 იარნო ტრული

21 ჰეიკი კოვალაინენი

HRT Cosworth

22 მოგვიანებით გამოცხადდება

23 მოგვიანებით გამოცხადდება

Marussia Virgin Cosworth

24 მოგვიანებით გამოცხადდება

25 მოგვიანებით გამოცხადდება

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე