ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
"მეინ როუდის" ქართველი მეფე: ცოტა გვიან გავიგე დროის ფასი
"მეინ როუდის" ქართველი მეფე: ცოტა გვიან გავიგე დროის ფასი
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი წარსულზე და ამჟამინდელ ნაკრებზე საუბრობს
დღეები მიჰქრიან, ვით ნაბდით დაჭედილი ბედაურები, "მანჩესტერ სიტი" არაბული ფულებითა და კაშკაშა ვარსკვლავებით ახალ ისტორიას წერს, თუმცა უამრავი იქაური ფანის გულთამპყრობელი დღემდე ქართველია - გიორგი ქინქლაძე.
"მეფე ქინქი", "პატარა გენიოსი", "ჯადოსნური ქართველი", კინგკლადზე... ვინ იცის, რა ეპითეტები არ უძღვნიათ ქინქლაძისთვის ინგლისში. ჩვენ კი სიამაყესთან ერთად გულისწყვეტაც გვიპყრობს - გიოს ნიჭისა და გაქანების პატრონს მსოფლიოს სტადიონები უნდა დაეპყრო, უნდა ეთამაშა დიდ ტურნირებზე, თუმცა ისეც ხდება, ხშირად ფეხბურთელს სრული რეალიზებისთვის ხელი დრო-ჟამმა, ქვეყანამ და საერთო ატმოსფერომაც უნდა შეუწყოს...
ქინქლაძის კარიერა ვერ შეფასდება ტიტულებით. მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნება იყო.
ჩასაფრებული გურმანი იქნებ მთელი მატჩის განმავლობაში დალოდებოდა გიოს დრიბლინგს, მის ერთ ფინტს თუ პასს და როცა ეს მომენტი დგებოდა, ხვდებოდი, რომ სწორედ ამისთვის ღირდა მთელი მატჩის ყურება...
გიორგი ქინქლაძე ახლა ძირითადად მოსკოვში საქმიანობს. გოგა გახოკიძესა და დავით ყენიასთან ერთად ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში ეხმარება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს სწორედ რუსეთის დედაქალაქში მივაწვდინეთ ხმა.
სიამოვნებით, ოღონდ, მხოლოდ ფეხბურთზე - გვეუბნება ქინქლაძე. და ჩვენც ვიწყებთ...
- არა, რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. მე ხომ ვიცი, რომ მეტის მიღწევა შემეძლო. გული მწყდება, მაგრამ რაღა დროს... რაც ვითამაშე, მგონი, ურიგოდ არ მითამაშია. სამწუხაროდ, ოქროს წლები დავკარგე, ამას ფეხბურთი იშვიათად პატიობს ვინმეს.
- თავის დროზე, ზედმეტად დიდხანს შერჩით "მანჩესტერ სიტის". რატომ მოხდა ეს? ქომაგების უსაზღვრო სიყვარულმა არ დაგათმობინათ "მეინ როუდი" თუ სხვა რამემ?
- ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ტრაბახით არ ვამბობ, მართლა ვუყვარდი "სიტის" ფანებს, თუმცა ეს არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ძალიან მინდოდა ძლიერ გუნდში გადასვლა. იყო კიდეც ვარიანტები - "ლივერპული", "ინტერი", "სელტიკი"... მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მქონდა.
"სიტის" ხელმძღვანელობა ვერ მელეოდა. არანორმალურ, ასტრონომიულ ფასს მადებდნენ. ჩემი გაყიდვა არ უნდოდათ, ხალხის აზრს ითვალისწინებდნენ... თუმცა მერე მაინც წავედი გრანდში.
"აიაქსი" სწორედ ასეთი გუნდი იყო თავისი ფილოსოფიით, ინფრასტრუქტურით, შემადგენლობით... მაგრამ იქ უკვე აღარ გამიმართლა.
- რატომ არ აეწყო თქვენი კარიერა "აიაქსში"?
- გეტყვით, როგორ იყო. ამსტერდამელებმა დაახლოებით 9 მილიონი დოლარი გადაიხადეს ჩემში.
მაშინ ეს დიდი თანხა იყო და ტყუილად ხომ არ გაიღებდნენ ამდენ ფულს? მაშინ "აიაქსში" მწვრთნელად დანიელი მორტენ ოლსენი მუშაობდა, ქართველების დიდი მოყვარული. შოთი არველაძე დამხვდა იქ. მოკლედ, ყველანაირი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ მეთამაშა.
ოლსენმა მითხრა კიდეც - მალე ლიტმანენი წავა და აბა, შენ იცი, როგორ შეცვლიო! მერე აღარ წავიდა ლიტმანენი. ის გუნდის ლიდერი, აღიარებული ვარსკვლავი იყო, თან ჩემს პოზიციაზე თამაშობდა...
ოლსენმა ფლანგზე დამაყენა, მერე ოლსენიც წავიდა... მოკლედ, არ აეწყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცდა და მონდომება დავაკელი. ჩემზე მეტად არავის უნდოდა, რომ ასეთ გრანდში მეთამაშა და თავი გამომეჩინა.
- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ისეთი პირი უჩანდა, თქვენს თაობას დიდი სიხარული უნდა ეჩუქებინა ქართველი ქომაგისთვის, თუმცა არ გამოვიდა. ამის მიზეზი რა იყო?
- დღე არ გავა, ამაზე არ ვიფიქრო. არ ვაჭარბებ, მართლა გული მტკივა ამის გამო. ფაქტი ის არის, რომ ვერც ერთ დიდ ტურნირზე ვერ ვითამაშეთ.
- ყოველდღე ამაზე ვფიქრობო, თქვით. მიზეზზე პასუხი არ გაქვთ?
- იცით, ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება გამიჭირდება. მოდი, ასე ვთქვათ: დრო, დრო და ისევ დრო! ამაში ბევრ რამეს ვგულისხმობ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე თავს ზოგავდა, პირიქით, ერთი ოჯახივით ვიყავით ნაკრებში.
ყველაფერთან ერთად, არსებული ვითარება, გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს...
- მოდით, გაიხსენეთ თქვენი კარიერის საუკეთესო მატჩი და საუკეთესო გოლი...
- საუკეთესო მატჩი, ალბათ, ბულგარეთთან, ნაკრებში. მთელმა გუნდმა დიდებულად ითამაშა ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მაშინ ბულგარეთი მსოფლიოს მეოთხე გუნდი იყო... კარგად მახსოვს პირველი პრემიერლიგური გოლი "ასტონ ვილასთან", გოლი "საუთჰემპტონის" კარში, ასევე ნაკრებში უელსთან და ტუნისთან გატანილი ბურთები.
მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა - არც ერთ ჩვენგანს თავი არ დაუზოგავს ნაკრებისთვის. ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, თუმცა... ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებას ყოველთვის ვერ ვახერხებდით.
- დღეს საქართველოს ნაკრებში ცუდი მიკროკლიმატია. შედეგს თავი რომ დავანებოთ, კონფლიქტები მოხშირდა. გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალი ერთია: პრობლემა ოჯახში უნდა მოგვარდეს. ჩვენს დროსაც იყო რაღაც გაუგებრობები, თუმცა ვახერხებდით მის შიგნით მოგვარებას. ნაკრები ხომ ქვეყნის სახეა... ძალიან ფაქიზი თემაა.
ალბათ, ვინც შიდა სამზარეულოში მეტადაა ჩახედული, იმან უფრო დაწვრილებით უნდა თქვას.
შევიკრიბოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ - არ მესმის, რა უნდა იყოს მოუგვარებელი.
- ბოლო დროს თემურ ქეცბაიას კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. მისაღებისგან შორსაა შედეგი და თამაშის ხარისხი. როგორ ფიქრობთ, სხვა მწვრთნელის ხელში ნაკრები უკეთესი იქნებოდა?
- ვინც უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ამ ეტაპზე გუნდი უკეთეს ფეხბურთს ვერ ითამაშებს და დიდად განსხვავებული ვერც შედეგი ექნება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თემური ჩემი მეგობარია. სანამ საქართველოს ჩემპიონატი იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, მანამდე სანაკრებო პროგრესზე ფიქრიც ზედმეტია.
ჩვენი პირველობის რამდენიმე მატჩი ვნახე - რბილად რომ ვთქვათ, დაბალი დონეა.
- თქვენი კარიერის განმავლობაში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელის გვერდით გითამაშიათ. ვინ იყო გიორგი ქინქლაძის საუკეთესო პარტნიორი?
- ულაპარაკოდ შოთა არველაძე! მე და შოთის თვალდახუჭულს გვესმოდა ერთმანეთის. ეს არცაა გასაკვირი - ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ.
- "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ექსფორვარდი უვე რიოსლერი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - ქინქლაძე ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყოო..
- ერთი მე მკითხოს (იცინის). ათ საგოლე პასს მივცემდი და ერთს თუ შეაგდებდა... ხუმრობა იქით იყოს და, დიდ მადლობას შევუთვლიდი უვეს, დღესაც რომ ვახსოვარ.
- თავიდან რომ იწყებდეთ კარიერას, ბევრს შეცვლიდით?
- საკმაოდ ბევრს. პირველ რიგში, დროს აღარ დავკარგავდი. ცოტა გვიან გავიგე მისი ფასი...
გიორგი ქინქლაძე
დაიბადა: 6 ივლისი,
1973 (თბილისი)
პოზიცია:
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1979-89 დინამო თბ
პროფესიული კარიერა
1989-91 მრეტები 80 (18)
1991-95 დინამო თბ 65 (41)
1993 ზაარბრ. (იჯ) 11 (0)
1995-98 მანჩ. სიტი 106 (20)
1998-00 აიაქსი 12 (0)
1999-00 დერბი (იჯ) 13 (1)
2000-03 დერბი 80 (6)
2004-05 ანორთოსისი 22 (2)
2005-06 რუბინი 13 (2)
ეროვნული ნაკრები
1992-05 საქართველო 57 (9)
ალეკო კაკაურიძე
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
ასევე იხილეთ:
გიორგი ქინქლაძე: ბავშვთა ფეხბურთი მისახედია!
• Upulo poeti
ისაკა შე ყველო(რუსულად) შენ ხარ,რბილად რომ ვთქვათ გაუნათლებელი ფეხბურთის სიტუაციაში! ამ მთავრობაზე დაბოგმილი)))))) წადი მართლა კუხნაში ჭურჭელია გასარეცხი!!!) უეჭველი სომეხი ხარ!)))
• isaka
ზვიად შენ წადი *** და იქედან იწივლე. მაგარი მონაცემები ქონდაო, თორე ისე სიტიდან გააგდეს, აიაქსიდან გააგდეს. მაგარი ხარ როცა მარტო ტალანტის იმედზე კი არა ხარ, არამედ შრომისმოყვარე და ჭკვიანი ხარ.
• zviad
isaka წადუ კუხნაში *******
• zviad
isaka წადი რა შე მართლა გაფეტიშებულო, ინგლისელი "სიტის" ფანების შერაცხულია ლეგენდად და დღემდე გიჟდებიან გიჟდებიან გიოზე, ესეც ქართველების გაზვიადებულია? წადი რა ვის დაკარგვიხარ, ქინქლაძეზე რომ მაგას იტყვის კაცი ის კაცი არაა მაგის შემდეგ. ****
• spiridoni
შე ყველაზე მაგაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
• uqnara
ვისაც ახსოვს ამის პრახოდი ინგლისთან, გოლი ტუნისთან უელსთან, ბულგარეთთან თამაში, საუთჰემპტონის კარში შედევრი, მრეტების პერიოდი, მგონი არ იტყვის, რომ გიო საშუალო იყო. ყველაზე მაგარი ათიანი დატო ყიფიანთან ერთად ქართულ ფეხბურთში.
• geogeo
მადლობა გიო ყველაფრისტვის
• isaka
ჩემი პასუხი მირონთან რატო არ დაბეჭდეთ? ცენზურა გაქვთ?
• zviad
ქართველი მარადონა!
• Gaga
ნეტა დღესაც გვყავდეს შენნაირი ფეხბურთელები, თუ ვერ მოვიგებთ თამაშს ფეხბურთით მაინც ვისიამოვნებდით
• miron
isaka თუ ქინქლაძის თამაში გინახავს, ძალიან უსამართლო უნდა იყოს ადამიანი, ასეთი კომენტარი რომ დაწერო!- ხოლო თუ არ გინახავს და ასეთ კომენტარებს წერ გაუცნობიერებლად, -საერთოდ რაზეა ლაპარაკი!.. (იუთუბს მაინც გადახედე ამ შემთხვევაში)
• isaka
ეს არის მაგალითი როცა წლების მერე უაზროდ გაგაფეტიშებენ. არაფერი ისეთი არ იყო. ეს ცუდი მაგალითია ახლებისთვის.
• giorgi
გიო მაგარი იყო, მადლობა ჟურნალისტს, რომ მოგვცა მასთან შეხვედრის საშუალება.
• ciba
ახლა რაღა დროსია,მარა გიოს მაშინდელი ინტერვიუ მახსოვს,უკვე გაბრწყინებული ვარსკვლავი აიაქსში როგორ უარობდა ფლანგზე თამაშს.ამბიცია ჰქონდა,რომ ლიტმანენზე დიდი იყო.ალბად იყო კიდეც,მარა ლიტმანენი უფრო მეტი იყო იმ მომენტში აიაქსისთვის,ვიდრე გიო.ამიტომაც ვერ ითამაშა.შოთას ამ თემაზე უჩხუბია კიდეც გიოსთან,წერდა თავის ინტერვიუში,მარა რად გინდა? პროფესიონალიზმი არ ეყო,სამწუხაროდ არა მარტო მისთვის და ჩვენთვის,არამედ ასევე მსოფლიო ფეხბურთისთვის...
• asdasd
ყველაზე მეტაD ამ ადამიანზე მეშლება ნერვები როგორ შეეზლო რომ იმაზე 10 ჯერ მეტს მიეგწია და წყალში გადაყარა თAვისი ნიჭიმ, წითელ ფერარს შEალია კარიერა . მიყვარს ეს ფეხბურთEლი და ამავდროულად მძულს !!!! : (
• td1982
ბოკა ხუნიორსშიც იყო ეს, მართალია ძალიან ცოტა ხანი მაგრამ მაინც
• PARFIUMER
მე მაგრა მიყვარდა იმ ნაკრების ყურება, ყველასთან უტევდნენ გინდ უელსი ყოფილიყო გინდ იტალია... ქეცბამ რომ ათრია ნახევარი იტალიის ნაკრები მაგას რა დამავიწყებს...
• mate
მადლობა ალეკოს ასეთი კარგი ინტერვიუსთვის
• BABU
კარგი სტატიაა საღოლ ალე.. ქინქი ძაან ძლიერი იყო ძაან
• BABU
კარგი სტატიაა საღოლ ალე.. ქინქი ძაან ძლიერი იყო ძაან
• dato
ძალიან საინტერსო იყოო,ქინქიი ლეგენდა ხარ,ჟურნალისტაც ბრავო,კარგა ხანია ასე საინტერესო არაფერი წამიკითხავს
• dazmira
ყველაზე მაგარი ფუტბალისტი ვინც მინახავს. ამის მარცხენას ვენაცვალე
• fergie
მანცჰესტწერსჰი მინდოდა გიო, როგორ დაამშვენებდა
• simbaduli
გიოოოოოოოოოოო.............. უდიდესი ტალანტი. მასალაც კარგია...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს