ნორვეგიამ პირველი და მესამე ადგილები მოიპოვა
მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე იტალიის ვალ დი ფიემში ნორვეგიის ქალთა ნაკრებმა უბრალოდ გაანადგურა მეტოქეები სკიატლონში და შაბათს, იგივეს ელოდნენ სოჭში.

სკიატლონი საინტერესო რბოლაა: ის ორ ნაწილად იყოფა: სპორტსმენები პირველ 7.5 კილომეტრს კლასიკური სტილით გარბიან, შემდეგ პიტსტოპზე თხილამურებს ცვლიან და მეორე 7.5 კილომტერს თავისუფალი სტილით გადიან.

ვალ დი ფიემში ნორვეიელებმა - მარიტ ბიორგენმა, ტერეზა იოჰაუგმა და ჰაიდი ვენგმა პოდიუმის სამივე საფეხური დაისაკუთრეს. სოჭშიც ასეთივე პოდიუმს წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა შვედი შარლოტა კალა და პოლონელი იუსტინა კოვალჩიკი მზად იყვნენ ნორვეგიელთა ბრძოლაში ჩარევისთვის.

მაგრამ ეს მხოლოდ კალამ შეძლო, ისიც ნაწილობრივ. კოვალჩიკისთვის კი სოჭის ძალიან რთული ტრასა ნამდვილი სატანჯველი აღმოჩნდა. კლასიკური სტილით ის ახერხებდა ლიდერებთან ახლოს ყოფნას, თავისუფალმა სტილმა კი მის იმედებს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი.

საბოლოოდ, კოვალჩიკმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც შეეხება კალას, მან მოლოდინის ტაქტიკა აირჩია, დიდი ხანი ნორვეგიელების უკან იარა და ბოლო აღმართზე წავიდა შეტევაში. მის იერიშს მხოლოდ ბიორგენი აჰყვა, სხვები კი ჩამორჩნენ. მარიტი ცოტა ხანი დარჩა შვედის უკან, ბოლოსწინა ვირაჟზე გვერდი აუარა კალას და უპრობლემოდ მოიპოვა კარიერაში მეოთხე ოლიმპიური ოქრო.

ნორვეგიას ამ რბოლაში ბრინჯაოც ერგო, რომელიც ჰაიდი ვენგმა თანამემამულე იოჰაუგს აართვა.

მარიტ ბიორგენი

დაიბადა: 21 მარტი, 1980

სიმაღლე: 1.68 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური სპრინტი

ოქრო ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური გამოდევნება

ოქრო ვანკუვერი 2010, 4x5 კმ.

ოქრო სოჭი 2014, 15 კმ. სკიატლონი

ვერცხლი სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 4x5 კმ.

ვერცხლი ტურინი 2006, 10 კმ.

ვერცხლი ვანკუვერი 2010, 30 კმ.

ბრინჯაო ვანკუვერი 2010, 10 კმ.

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლის მედალოსანი, 3-გზის ბრინჯაოს მედალოსანი; 64 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა