კატალონიაში შერცხვენილი "რეალი" მზადებას შეუდგა... კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინის გარეშე.

კატალონიაში შერცხვენილი "რეალი" მზადებას შეუდგა... კრიშტიანო რონალდოსა და გონსალო იგუაინის გარეშე. გუნდს ვარჯიშზე კვლავ აკლდნენ კაკა და ფერნანდო გაგო, რასაც ყველა შეეჩვია. იგუაინის შესახებ გუშინაც ვწერდით - მდგომარეობა ძალზე დამაფიქრებელია. პრაქტიკულად "რეალის" ერთადერთ პროდუქტიულ ფორვარდს, შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს! თუკი ექიმთა შიში დადასტურდა, არგენტინელს 2-3 თვე უქმობა მოუწევს. ასე რომ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "რეალში" ახალ თავდამსხმელს უნდა ველოდოთ.

"რეალს" ქვა აღმართში მოეწია - 0:5 "კლასიკოზე", იგუაინის ტრავმა, უეფას მიერ ფინანსურად დასჯილი კლუბი, ორმატჩიანი სალიგო დისკვალიფიკაცია და... კრიშტიანო რონალდოს დაშავებაც. ვარჯიშის წინ კრიშტიანოს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ექიმებმა მარჯვენა კოჭის დაზიანება აღმოაჩინეს. მას მოედანზე გასვლა იმ წამსვე აუკრძალეს. ახლა პორტუგალიელი ფიზიოთერაპიის კურსს გაივლის და 24 და 48 საათის შემდეგ ხელმეორე ტესტებს ჩაუტარებენ. ითამაშებს თუ არა რონალდო "ვალენსიას" წინააღმდეგ, ჯერ უცნობია, თუმცა გვეეჭვება მან უქმეებისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

იძულებითი გაყიდვა

"მალიორკა" გასაჭირშია, გუნდს არ ეთმობა პლეიმეიქერი გონსალო "ჩორი" კასტრო, მაგრამ არც ურუგვაელის უფასოდ გაშვება (ბოსმანის წესით) სურს, ამიტომ ბალეარული კლუბი თანახმაა სეზონის ბოლოს ან იანვარშივე 26 წლის ნახევარმცველი გაყიდოს. სამხრეთამერიკელს კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში უმთავრდება. კასტრო ბრწყინვალე სეზონს ატარებს "მალიორკაში", სადაც ის 2007 წელს "ნასიონალიდან" გადავიდა. "მარკას" ინფორმაციით, კასტროს მსურველთა შორის ყველაზე მეტად "ატლეტიკო" და "ვალენსია" აქტიურობენ. ბალეარელები ურუგვაელს 4 მილიონ ევროდ აფასებენ.

სამარასი, გალისია თუ სიცილია?

"დეპორტივო" მზადაა "სელტიკის" 25 წლის ბერძენი ფორვარდი გეორგიოს სამარასი შეიძინოს. სამარასს კელტებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. შოტლანდიური კლუბი იანვარში სამარასს გაყიდის, რადგან ამ ტრანსფერით ხელის მოთმობა სურს. თუმცა ჯერ გაურკვეველია, რომელი გუნდი იმარჯვებს ბერძენისთვის ბრძოლაში - სიცილიური "პალერმო" თუ გალისიური "დეპორტივო".

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა