ჰოლანდიელები არავის არაფერს უთმობენ
თუ ჰოლანდიელმა მოციგურავეებმა ისევე გააგრძელეს გამოსვლა, როგორც ოლიმპიადის პირველ სამ დღეს, ჰოლანდიის ოლიმპიურ გუნდს მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში მაღალი ადგილების პრეტენზია გაუჩნდება: სამი სტარტი ციგურებით სირბილში და სამი გამარჯვება, ჯამში კი შვიდი მედალი!

9 თებერვალს "ნარინჯისფერთა" ტრიუმფალური გამოსვლა მამაკაცთა სპრინტში გაგრძელდა. ცნობილია, რომ 500 მეტრ დისტანციაზე გამარჯვებული ორი ცდის ჯამში ვლინდება. ისიც ყველამ კარგად იცის, რომ მოკლე დისტანციებზე, ტრადიციულად, ძლიერები აზიელები არიან, მაგრამ 9 თებერვალს გაირკვა, რომ სოჭის ყინული მათ ნაკლებად აწყობთ. ტრეკი მეტად მძიმე და არც ისე სწრაფი აღმოჩნდა, კორეელები და იაპონელები კი სწრაფ ყინულზე უფრო ძლიერები არიან.

ამ ფაქტორმა კი ჰოლანდიის ნაკრებს დიდი უპირატესობა მოუტანა. ისინი ყველაზე კარგად მოერგნენ სოჭის ყინულს. ამაზე ლაპარაკობს არა მხოლოდ წინა დღეების ტრიუმფატორების - ირენ ვიუსტისა და სვენ კრამერის დომინირება, არამედ 500 მეტრზე გუშინდელი მთლიანად ნარინჯისფერი პოდიუმი.

ორი ცდის ჯამში, ერთი მეასედი წამით აჯობა სახელგანთქმულმა მიხელ მიულდერმა თანამემამულე იან სმეკენსს, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მიხელის ძმამ - რონალდმა. კორეელები და იაპონელები მეოთხე-მეექვსე ადგილებზე შემჭიდროვდნენ, თუმცა მედლებისთვის ბრძოლაში ჩართვა ვერ შეძლეს.

ასე რომ, ჰოლანდია რჩება აბსოლუტურ დომინანტად სოჭში ციგურებით სირბილის პროგრამაში.

მიხელ მიულდერი

დაიბადა: 27 თებერვალი, 1986

სიმაღლე: 1.84 მ

წონა: 82 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, 500 მ

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი სპრინტში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა