შორტ-ტრეკიც დაიწყო
სოჭის ოლიმპიადაზე შორტ-ტრეკში მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებს შორის 1500 მეტრზე თამაშდებოდა. ამ სტარტს დიდი იმედით ელოდნენ რუსი გულშემატკივრები, რადგან ამ ქვეყნის ნაკრებში გამოდიოდა ტურნირის ოლიმპიური ჩემპიონი, ნატურალიზებული ვიქტორ ანი. მართალია, ის დიდი გაჭირვებით გავიდა ფინალში, მაგრამ დარბაზის 95 პროცენტი მაინც მხურვალედ უჭერდა მხარს.

ანის მთავარი კონკურენტები ჩინელი მორბენლები იყვნენ, აგრეთვე - კანადელი შარლ ჰამელენი. მათაც არანაკლები განწყობა ჰქონდათ.

ფინალში ყველაზე სწორი ტაქტიკა ჰამელენმა აირჩია. კანადელი დისტანციის პირველ მესამედში ჩაუდგა სათავეში გარბენს, ტემპს კარნახობდა მეტოქეებს და წინ არავის უშვებდა. როცა ფინიშამდე სამი წრე რჩებოდა, ჰამელენის კონკურენტებმა ტემპს მოუმატეს, მაგრამ ჩრდილოამერიკელი ამისთვისაც მზად აღმოჩნდა. ერთი წრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მედლებს ჰამელენი, ჩინელი ტიანიუ ჰანი და ანი გაითამაშებდნენ. დანარჩენები ჩამორჩნენ ამ სამეულს.

ჰამელენს ვირაჟებისას შეცდომა არ დაუშვია და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ამით მან ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ანი და ჰანი ერთად მივიდნენ ფინიშთან, თუმცა ფოტოფინიშმა ვერცხლის მედალი ჩინელს მიაკუთვნა. და მაინც, რუსი გულშემატკივარი კმაყოფილი იყო, რადგან ვიქტორ ანმა ამოცანა-მინიმუმი შეასრულა.

შარლ ჰამელენი

დაიბადა: 14 აპრილი, 1984

სიმაღლე: 1.75 მ

წონა: 70 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010, 500 მ

ოქრო - ვანკუვერი 2010, ესტაფეტა

ოქრო - სოჭი 2014, 1500 მ

ვერცხლი - ტურინი 2006, ესტაფეტა

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონი, 10-გზის ვერცხლის პრიზიორი, 8-გზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა