2018 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ინგლისი პრინცის, პრემიერისა და სელებრითის იმედზეა

ინგლისელთა შანსი მოიპოვონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უეცრად კვლავ გაიზარდა - გეხსომებათ, BBC-მ გადაცემა „პანორამაში“ გაშვებული ჟურნალისტური გამოძიებით საკუთარ ქვეყანას საქმე კინაღამ გაუფუჭა. „პანორამამ“ ფიფას აღმასკომის ორ მოქმედ წევრს, ჯეკ უორნერსა და ისა ჰაიატუს ბრალი მექრთამეობაში დასდო. გადაცემამ, თითქოს, კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა, მაგრამ... ამ დღეს ინგლისელთათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამხილეს თუ არა ფულის აღებაში საერთაშორისო ორგანიზაციის ორი დიდმოხელე. მათთვის მთავარი ის იყო, რომ გადაცემიდან ორიოდ დღეში, ციურიხში, ამ ორგანიზაციას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა დაესახელებინა და კენჭისყრაში მონაწილეობას უორნერი და ჰაიატუც იღებდნენ. ერთი სიტყვით, როდესაც კაცისგან რაღაც გინდა - ხსენებული ჩინოვნიკები კი, როგორც ირკვევა, კენჭისყრაზე ინგლისს ჰპირდებოდნენ მხადაჭერას - იგი არ უნდა გალანძღო, მით უფრო, მნიშვნელოვან თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე. ინგლისელთათვის სამწუხაროდ კი მათ, თავიანთი ქვეყნის წამყვანი ტელეკომპანიის შეფებს ეს ვერ გააგებინეს და... როგორც ირკვევა არც არაფერი წააგეს.

ინგლისიდან შვეიცარიაში გამგზავრებულ ოფიციალურ დელეგაციას სამი კაცი ხელმძღვანელობს: ბრიტანეთის პრემიერი დევიდ ქემერონი, პრინცი უილიამი და დევიდ ბექჰემი, რომელთაც, როგორც ირკვევა, ჯეკ უორნერისა და ისა ჰაიატუსგან მიიღეს გარანტია, რომ ისინი „პანორამაში“ ნათქვამს ყურადღებას არ მიქცევენ და ხმას კვლავ ინგლისის პროექტს დაუჭერენ. თან, არ არის გამორიცხული, რომ ფიფაზე ინგლისელთა დელეგაციის მაღალი დონეც მოქმედებს. კულუარებიდან გამოვიდა ხმა, რომ ბრიტანელთა მთავარი კონკურენტი, რუსეთი, სწორედ დელეგაციით აგებს. დევიდ ქემერონის რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი ხომ კენჭისყრაზე ჩასვლას არ აპირებს, რაც მისი სახელმწიფოსგან მსოფლიოს ჩემპიონატისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კრემლშიც კი გადარეკეს და იქაური პრეს-მდივნისგან გაიგეს, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ამ კვირაში სხვა (სავარაუდოდ უფრო მნიშვნელოვანი) საქმეები ჰქონია - კალინინგრადში ყოფილა წასასვლელი.

თუმცა, დავუბრუნდეთ ინგლისელთა დელეგაციასა და ჰაიატუს, რომელიც BBC-ს სასამართლოში უჩივის. მასზე „პანორამაში“ ითქვა, რომ აწ გაკოტრებული კომპანია ISL-გან 10 ათასი ფუნტი ქრთამად მიიღო, რასაც აფრიკის კონფედერაცისს პრეზიდენტი აპროტესტებს, თუმცა ამბობს:

„ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემს „პანორამასადმი“ და ინგლისის პროექტისადმი დამოკიდებულებას შორის. მსოფლიოს ჩემპიონატის საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად მკაფიო პოზიცია მაქვს. რაც შეეხება თანხას, რომელიც BBC-ს გადაცემაში დაასახელეს, ის ჩემთვის არ იყო. განკუთვნილი. ეს გახლდათ ფული, რომელიც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ერთ-ერთმა სპონსორმა კომპანიამ კონფედერაციის 40 წლისთავზე გადმოგვირიცხა. დიახ, 16 წლის წინ IშL-მა ეს თანხა მე კი არა, კონფედერაციას მისცა და ამის დამტკიცება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“.

რაც შეეხება უორნერს, მასზე „პანორამამ“ თქვა, რომ ეს კაცი მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ბილეთების „შავ ბაზარზე“ გატანას ხელმძღვანელობდა. იგი პრემიერ-მინისტრ ქემერონს ნახევარი საათით შეხვდა და შეხვედრიდან გამოსულმა თქვა:

„საუბრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბატონი ქემერონი ძალიან კონსტრუქციული ადამიანი ბრძანებულა. ის აშკარად ერკვევა ფეხბურთში... განა მხოლოდ პროექტსა და მსოფლიოს ჩემპიონობის მნიშვნელოვნებაში, არამედ ზოგადად ფეხბურთში. ის გულშემატკივარია. რაც შეეხება „პანორამას“, ამ გადაცემასთან დაკავშირებით არაფერი მაინტერესებს“.

დევიდ ქემერონმა დღე ფიფას პრეზიდენტთან ზეპ ბლატერთან შეხვედრით დაიწყო, სადაც „პანორამას“ ამბავი, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ. საბოლოოდ ბრიტანეთის პრემიერმა ყველა მოლაპარაკებაში წარმატებას მიაღწია და ინგლისელთა პროექტი ლიდერის პოზიციაზე დააბრუნა.

დაბოლოს, არ შეიძლება საგანგებოდ არ აღვნიშნოთ ის, რაც ინგლისურმა მას-მედიამ შეამჩნია: ციურიხში, ინგლისის დელეგაციისა და მათი ხელმძღვანელების თათბირი გაიმართა არცთუ მდიდრულ სასტუმრო „შტაიგენბერგერში“ - სხვა სიტყვებით, პრემიერმა და პრინცმა საკუთარ გუნდთან სალაპარაკოდ მათთან მისვლა არ ითაკილეს. ეს ჩვენი ერთსულოვნების ნიმუშიაო, წერენ გაზეთები.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის