რომან აბრამოვიჩს ერთი წლის განმავლობაში აგენტებისთვის 9 მილიონი ფუნტი გადაუხდია

პრემიერლიგამ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. აი, მაგალითი: „ჩელსის“, ერთი წლის განმავლობაში - 30 სექტემბრამდე - აგენტებისთვის 9 მილიონი ფუნტი გადაუხდია. არადა, დასავლეთ ლონდონელებმა მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაიმატეს. მოკრძალებულმა „ბლექპულმა“ სატრანსფერო ბაზარზე სულ რაღაც 45 ათასი ფუნტი დახარჯა, თუმცა ამან პრემიერლიგელთა მიერ „გასროლილ“ ჯამურ თანხას ბევრი ვერაფერი დააკლო. ფული, რომელიც უმაღლესი ინგლისური ეშელონის კლუბებმა საფეხბურთო აგენტებს გადაუხადეს შემაძრწუნებელია: 67 მილიონი ფუნტი.

ზედიზედ მეორე წელიწადია „ჩელსის“ მიერ აგენტებისთვის მიცემული თანხა 9 მილიონს აჭარბებს. ამიტომაც არის რომან აბრამოვიჩის გუნდი სიაში პირველ ადგილზე. „მანჩესტერ სიტის“, რომელმაც ბოლო წლებში თავისი ხელგაშლილობით მთელი მსოფლიო აალაპარაკა, როგორც ჩანს ჭკუა უსწავლია. თუკი ისტლენდელებმა 2009 წელს აგენტებს 12, 874 მილიონი ფუნტი „ჩაახუტეს“, 2010-ში ეს თანხა 5, 952 მილიონამდე შემცირდა.

ბაზარზე ნაკლებად იაქტიურა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რაც ხსენებულ სიაში შესაბამისადაც აისახა: 2009 წელს „იუნაიტედმა“ 1,517 მილიონი გაიღო და აგენტების გამო არც 2010 წელს გაკოტრებულა: მხოლოდ 2,312 მილიონი დახარჯა. აქ, ერთი რამ უნდა დავძინოთ: უეინ რუნის ამბავი (თავდამსხმელისთვის კვირაში 250 ათასის დანიშვნა, რაც მისი აგენტის პოლ სტრეტფორდის კვაჭობაზე მიგვანიშნებს) 30 სექტემბერს მერე მოხდა, ასე რომ გამოქვეყნებულ მონაცემებში ეს გათვალისწინებული არ არის.

თუმცა, ყველაზე გასაკვირი მაინც „ჩელსის“ ამბავია. მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „სტემფორდ ბრიჯზე“ მხოლოდ ორი ახალი ფეხბურთელი ჩაიყვანა: „ბენფიკასგან“ 18 მილიონ ფუნტად რამირესი იყიდა და 6 მილიონი იოსი ბენაიუნში „ლივერპულს“ გადაუხადა. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტები გააფორმეს ნიკოლა ანელკამ და მიკაელ ესიენმა.

9 მილიონს გადაცდა „ლივერპულის“ მაჩვენებელიც, თუმცა ამის მიზეზი გასაგებია: მერსისაიდელებმა „ჩელსისგან“ ჯო კოული უკაპიკოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანეს, რისთვისაც მისმა აგენტმა გვარიანად ჩაიჯიბა. გარდა ამისა, „წითლებმა“ სამსახურიდან დაითხოვეს რაფა ბენიტესი. მათ ესპანელი მწვრთნელი როი ჰოჯსონით შეცვალეს და მერე ჰოჯსონსაც აყიდინეს ახალი ფეხბურთელები: რაულ მეირელეში, პოლ კონჩესკი და კრისტიან პოულსენი. გარდა ამისა, „ლივერპულის“ 9 მილიონში შედის ძველი ამბებიც: მაქსი როდრიგესისა და მილან ოივანოვიჩის ყიდვაც.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრემიერლიგის ახალწვეულმა „ბლექპულმა“ ტრანსფერებზე მხოლოდ 45 ათასი ფუნტი დახარჯა. „ბლექპულის“ აღმასრულებელ შეფს კარლ ოისტონს ასეთი რამ აქვს ნათქვამი:

„არ არის აუცილებელი ყველა ტრანსფერი აგენტის დახმარებით ხორციელდებოდეს. ჩვენ ფეხბურთელებს ძალიან მაღალ დონეზე თამაშის შანსს ვაძლევთ და ამით ვხიბლავთ, აგენტები კი ხშირად მათ ამ შანსს უსპობენ“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა