უაიტს აჯობეს
წლების განმავლობაში, მამაკაცთა ჰაფპაიპს დაახლოებით ისეთი ლიდერი ჰყავდა, როგორიც მძლეოსნობაში უსაინ ბოლტია ან ცურვაში მაიკლ ფელპსი იყო. ლაპარაკია ტურინისა და ვანკუვერის ოლიმპიადების გამარჯვებულზე, ლეგენდარულ ამერიკელ შონ უაიტზე.

11 თებერვალს მის ტრიუმფში ეჭვი არავის ეპარებოდა, მით უმეტეს, რომ შონმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი და, ალბათ, გონებაში მესამე ოლიმპიური ოქრო უტრიალებდა.

მაგრამ უაიტმა თავად მოიგონა პრობლემები. მან, უბრალოდ, ჩააგდო პირველი ცდა, როცა 40 ქულაც ვერ დააგროვა. ლიდერი კი გახდა 15 წლის იაპონელი აიუმუ ჰირანო, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა თავისი პროგრამა. რა თქმა უნდა, მაყურებელს ყველაზე საინტერესო მეორე ცდაზე ელოდა.

აქ კი გაიბრწყინა შვეიცარიელმა იური პოდლადჩიკოვმა, როცა 1440-გრადუსიანი ბრუნით დაუჯერებელი ილეთი შეასრულა, თანაც, ძალიან სუფთად. ამ გამოსვლისთვის მან 94.75 ქულა მიიღო და აიძულა კონკურენტები, რისკზე წასულიყვნენ.

და მათ გარისკეს! აიუმუ ჰირანომ და ტაკუ ჰირაოკამ ბრწყინვალედ შეასრულეს მეორე ცდა და გაიმყარეს პოზიციები უძლიერესთა სამეულში. უფრო მეტიც - იაპონელებმა და შვეიცარიელმა კუთხეში მიიმწყვდიეს უაიტი, რომელსაც ისღა დარჩენოდა, მაქსიმალურად რთული პროგრამით გამოსულიყო.

შონი ყველაფერს ძალიან ლამაზად აკეთებდა, მაგრამ ერთ-ერთი ილეთის შემდეგ დაშვებისას შეცდომამ ამერიკელის ყველანაირ იმედს ხაზი გადაუსვა. უაიტი ყველაფერს კარგად მიხვდა და მეორე ცდის დასრულებისთანავე მიულოცა ჩემპიონობა პოდლადჩიკოვს. ლეგენდამ ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.

იური პოდლადჩიკოვი

დაიბადა: 13 სექტემბერი, 1988

სიმაღლე: 1.80 მ

წონა: 82 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, ჰაფპაიპი

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსა (2013) და ვერცხლის პრიზიორი (2011); Winter X Games-ის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (2010, 2012).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
კარგი ამბავი შუმიზე: კრიტიკული აღარ არის