კურტანიძემ გეგმები გაგვანდო - ვეტერანი, მინიმუმ, წელიწადნახევარი რჩება
11 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გამართა ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელიც თეირანსა და პარიზში გამართულ შეჯიბრებებს ეძღვნებოდა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ თავად მისი დაბრუნება სპორტში.

მოგეხსენებათ, 41 წლის ფალავანმა ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გადაწყვიტა დიდ სპორტში დაბრუნება და ირანში იჭიდავა, სადაც პირველივე წრეში წააგო თურქ ალი ბანცეოღლუსთან.

პრესკონფერენციაც ამ თემაზე საუბრით დაიწყო და კურტანიძემ სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო:

"ვიცოდი, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება რთული იქნებოდა, მაგრამ მე მქონდა მოტივაცია და მიზანი, რისთვისაც ვაკეთებ ამას. ოღონდ ვის და რას ეძღვნება ჩემი ეს ნაბიჯი, ამას მხოლოდ მას შემდეგ გეტყვით, როცა გამარჯვებებს მოვიპოვებ, რაშიც დარწმუნებული ვარ.

ამასთან, მინდოდა, ახალი თაობისთვის მაგალითი მიმეცა" - განაცხადა მან.

როგორც გაირკვა, წაგების მიუხედავად, ის მომავალს ოპტიმიზმით უყურებს და კარიერის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით მისი გეგმები მხოლოდ უახლოეს წელიწადნახევარზეა გათვლილი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

კურტანიძე შემდეგ ტურნირებში აპირებს გამოსვლას: 15-16 მარტს ლოს ანჯელესში იჭიდავებს მსოფლიოს თასზე, 22-26 მაისს კი - მახაჭყალაში, ალი ალიევის ტურნირზე...

ამ შეჯიბრებებში თავადაც დააკვირდება საკუთარ გამოსვლას, შესაძლებლობებს. მწვრთნელებიც განიხილავენ ამ ყველაფერს და გაკეთებული ანალიზის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა ბრძოლა ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად. თუმცა ეს რომც არ გამოუვიდეს, ის მაინც იჭიდავებს ვეტერანთა და პოლიციელთა ტურნირებში, რომლებიც შედარებით ნაკლებად დატვირთულია.

წლეულს გამოვა ევროპის თასზე პოლიციელთა შორის და მსოფლიოს ჩემპიონატში ვეტერანებში, გაისად კი იასპარეზებს პოლიციელთა მსოფლიოს ოლიმპიადაზე.

როგორც ვწერდით, კურტანიძის დაბრუნება დიდ სპორტში და ჩასვლა ჭიდაობის მექად ქცეულ ირანში მოვლენად იქცა, რის გამოც ჩვენებურს არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს.

ირანელი ქომაგები თურმე აეროპორტშივე დახვდნენ მას, სასტუმროში, დარბაზსა და ზოგადად, ქალაქში კი პოლიციის კორდონი დააცილებდა.

როგორც პრესკონფერენციის შემდეგ დელეგაციის სხვა წევრებმა გვითხრეს, ხალხი მას თურმე, როგორც კერპს, ისე ესალმებოდა და ტიროდა. ამის შემხედვარე ჩვენი დელეგაციის წევრებიც მრავალჯერ ატირებულან, ახალგაზრდები კი გაოცებულნი დარჩენილან ასეთი დახვედრით.

თურქთან შეხვედრის შემდეგ კურტანიძე სამთავრობო ლოჟაში მიიწვიეს, ხოლო მისი ოდინდელი მეტოქე-მეგობრები და ჭიდაობის ცოცხალი ლეგენდები - ალირეზა რეზაი, ალირეზა ჰეიდარი და რასულ ხადემი ლეიბზე შევიდნენ მისასალმებლად და პირთამდე სავსე დარბაზის ენითაუწერელი ოვაციის ფონზე გამოაცილეს.

ამ ფონზე კურტანიძე ცოტა გულდაწყვეტილია, რომ საქართველოში ბევრმა ირონიით მიიღო მისი დაბრუნება და მწარე სიტყვებიც არ დაიშურეს. 70-მილიონიან ირანში სიხარულით შემხვდნენ და ჩემს ქვეყანაში - გესლითო, აღნიშნა და ითხოვა, რომ ნუ იქნება შეურაცხმყოფელი კრიტიკა.

"თუ გადახედავთ მსოფლიოს სააგენტოების შეფასებებს, ნებისმიერი ქართველი იამაყებდა იმ ადამიანით, ვინც საქართველოს წარმოადგენდა. მე ჩემი ქვეყნის მებრძოლი ვარ და ვიბრძვი იქ, სადაც შემიძლია, ღირსეულად წარმოვაჩინო საქართველო. ირანში ტაშს უკრავდნენ ქართველს და ეს საქართველოს გამარჯვება იყო" - ესეც მისი სიტყვებია.

თეირანში კურტანიძეს საქმიანი შეხვედრებიც გაუმართავს - ირანისა და დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციებთან მიღწეულია ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების ერთობლივ წვრთნებზე, რაზეც ახლო მომავალში მემორანდუმსაც გააფორმებენ.

ამ მიზნით აპრილ-მაისში ირანულ დელეგაციასაც ელოდებიან იქაური ნაკრების თავკაც ხადემისა და ფედერაციის პრეზიდენტ ჰეიდარის შემადგენლობით (აქვე შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ჰეიდარია - კურტანიძის უპრინციპულესი მეტოქე).

ლაპარაკია მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებზე, თუმცა პერიოდულად ამ პროგრამაში ეროვნულებიც ჩაერთვებიან.

დაგვეთანხმებით, ჩვენი მოზარდებისთვის მართლაც დიდი სკოლა იქნება ირანელ და დაღესტნელ თანატოლებთან ვარჯიში. თან, ეს ერთობლივი წვრთნები საქართველოშიც გაიმართება, რაც გაცილებით ფართო კონტინგენტსაც წაადგება, ვიდრე - ნაკრები და მასში თავმოყრილი ჯგუფია.

კურტანიძის თეირანული საქმიანი ვიზიტის მეორე ნაწილია მოლაპარაკება სპორტული სამოსის მწარმოებელ ერთ-ერთ ირანულ ფირმასთან - ლაპარაკია, რომ მათ შემოსონ ჩვენი უკლებლივ ყველა ნაკრები, ეროვნულიც და ასაკობრივებიც. ოღონდ ლაპარაკია მთლიან ეკიპირებაზე და არა მხოლოდ უშუალოდ საასპარეზო "ფინკებზე".

ისინი საცდელ ნიმუშებს გაზაფხულზე გამოაგზავნიან და ქართული მხარე საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება თავად თეირანულ ტურნირს, "ტახტის თასი" ერთ-ერთი პრესტიჟულია საჭიდაო სამყაროში და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი კმაყოფილია, რომ ძალები ასეთ შეჯიბრებაში მოსინჯეს.

მისი თქმით, გუნდი ირანში ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრების დასრულებისთანავე გაემგზავრა და ძალები ვერ აღიდგინა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა.

მწვრთნელი ამით ხსნის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორის, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილის (125) წაგებას პირველივე წრეში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ლიდერსა და ასევე ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ის დასრულებამდე 6 წამით ადრე იგებდა, მაგრამ აქ უფრო მსაჯებს ადანაშაულებს. თურმე იმ საკამათო ეპიზოდში, რომელიც მწვრთნელს გაუპროტესტებია, ვიდეოფირი ვერ უჩვენებიათ, რაც ცოტა გასაკვირია...

მწვრთნელი უკმაყოფილოა იმით, რომ 57 კილოგრამში წაყვანილი ოთხი ფალავნიდან ვერც ერთმა აჩვენა შედეგი.

არადა, აქ შექმნილი საკადრო პრობლემა მოგეხსენებათ - ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი დოპინგის გამო ორი წლითაა დისკვალიფიცირებული, თუმცა პროტესტის იმედად არიან, ვინძლო, სასჯელი შეუმცირონო...

მინდორაშვილმა სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო: 1-6 აპრილს ფინურ ვანტააში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრები ტურნირებში აღარ გამოვა და მზადების საშეკრებო ეტაპზე გადავა.

14 თებერვალს დუშეთში გაემგზავრებიან პირველ შეკრებაზე, ფინეთში წასვლამდე კი კიდევ ორს გაივლიან და ორივეს - ბორჯომში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Rusa
Ratom gikvirt batono luka? Am kvekanashi borotebam da bogmam moikida pexi. Kvela warmatebuli adamianis shurt!
tomas
არსენას ქართული ვერ გავიგე!?
Tekla
არ ჩაეხუტა "ფიცვერხლნაჭამ ძმას ყიზილბაშს"-ეგებ უფასო საჭიდავო ფინკები უბოძონ,"წითელთავიანების" ნაშიერმან, არ გაახარა წამებული, და ფერეიდანში და მაზანარანში "ნახირივით წასხმული "ათიათასობით ქართველთა სულები.ეგ არის მისი დიდ ფოლიტიკა,საქართველოს სიყვარულში,წვით!
qartleli
კრემლის საქმეების ადვოკატს-ubralo adamiani-საქრთველოს აშკარა მტრები,მეტს კიარაფერს ამბობდენ,ქართველებთან მიმართებაში... ფრთსილად იყავითო!სიმართლე თვალებს მარტო ლაჩრებს სწვავს,რა ემისრები,რის ემისრები,რა ხროვა,შე მართლა..... იქარტველე თუ ,,,გაქვს,ასწორე შეცდომები,თუ კაცი გქვია, ამ ქვეყანაზე მცირეეეეედი დროით სტუმრობისას.კახელი მეკოკიშვილი,იმერელი ემიგრანტიც,სიმართლის მთქმელიები ,ქართველები არიან....აბა შენნაირი ქვეშქვეშა მაამებელია,კაცია ადამიანი?
giorgi
ძალიან სასიხარულოა, ვულოცავ. უფრო მეტად დავაფასებდი ამ ადამიანს, ბევრი რომ არ ებლატავა. ყველას გაქვთ ის კადრები ნანახი. იმ კადრების გამო უნდა რცხვენოდეს. რაც ახლა გააკეთა საამაყოა. კარგი ილაპარაკეს მასზე თუ ცუდი, მისი ბრალია. რაც დაიმსახურა ის მიიღო.
ubralo adamiani
ეკონომისტო.. არსენავ.. იმერელო ემიგრანტო და ნაც ბანდის ემისრებო ტქვენი სიბინძურე დაგგუპავთ თქვნ... პოლიტიკა ქვეყნის სიყვარულია და ამას ემსახურა კურტანიძე. ასე რო პრთხილად ...
ekonomisti
ჭკვიანი ხალხი გამოოგველია თანამდებობებზე რომ უვიცნი მოკალათებულან.ამდენი ბრედია,ნაიკი,ფუმა,ადიდასი, და გინდა თუ არა ირანული "ტრიკოების სრული კომფლექტი ჩალიჩდება.რას მივაწეროთ,ორი ყოფილი მოჭიდავის ამჟამინდელ "ძმაკაცობას",თუ: სახალხო სახსრების ეკონომიას?უფასო ან დაბალ ფასიანი ,და ალბათ უხარისხო ყველიც კი ,ხომ მხოლოდ სათაგურშია.თუ "მაყუთის მოტეხვას"აქვს ადგილი,ირანული "მსოფლიოში განთქმული საჭიდაო ამუნიციის ბრენდების" შესყიდვის "დაჟინებულ მისწრაფებებს,ზოგიერთთა მიერ.
imereli emigranti
ქართველი ხარ,კახელო არის ბევრირამ რაც ქარტველობა დღევანდლობამდე მოგვიყვანა. ძველმა ქართველებმა ბ4ევრი ხელშეუხებელი ტაბუ დაგვიტოვეს მომავალ ქართველებ,თავისუფლების მსურველ ქართველებს.არ გვშვენის დავიწყება,ბურჯანაძეების წაცუნდრუკებისა მოსკოვებში,კრემლებში,2008-ში,შევარდნაძისნაირების მისი დროინდელი "გასაბჭოებული-გარუსებული ინტელიგენციის Yოფა"მთელი მათი,დაჩოქილი,უბადრუკი არსებობის განმავლობაში,კანდელაკების,თოფურიების,ჭკუასელისნარების თაშფანდურები,სხვათა,ჩვენი არაკეთილისმსურველთა "ბუნაგებში"ამ კაცი ქცევაც,ქართველთა საამაყო შვილის წინაშეც ამგვარი ვერას დროს ვერ გამოუწორებელი ნუსხიდანაა,ქართველთათვის.უბედურება სხვა რამეშია,ამგვარი ქმედებების ჩამდენთათვის,.Mათ არ ესმით,რა "მოიმოქმედეს"საქრთველოს,ქართველი ხალხის წინააღმდეგ.ერთნი კვლავ განაგრძობენ არჩევნებში მონაწილეობას,მეორენი,სიმღერებს,მესამენი ფილმების გადაღებას,მეოთხენი მეფე ლირების დგმას,სხვათა სწავლება-დარიგებებით,მეხუთენი ჭიდაობას......ჯამში ქვეყნის,ეროვნულობის განადგურებას.
როსტო;
კუნთ მაგარი და გონება ჩლუნგი თუმცა კუნთიც დაუჩლუნგდა და ოცნება დარჩა მხოლოდ
mekokishvili arsena
კაცი, რომ ქართველ, "დაბერებულ-დაუძლურებულ" მსოფლიოს ჩემფიონს გალახავს , "ადმინისრაციული რესურსის გამოყენებით","ამ ოფისში"მე ვარ და ჩემი ნაბადიო ,და გალახავს ა რ აფ რ ი ს თ ვ ი ს-მოხუცს,ის ვეღარაფრით ვეღარ ჩამოირეცხავს, უბრალო.ალალი, კაცური ქართველების, ხალხის "სიყვარულის გამოხატვას მისადმი",ამგვარი მისი არაკაცური,ქცევისაგან,განწმენდისათვის,შემდგომ დარჩენილ თავის ცხოვრებაში!
murtalo
ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებით უარყოფით ემოციებს მხოლოდ მისი პოლიტიკურ თამაშებში ბოდიალი იწვევს, თორემ როგორც სპორტსმენი მხოლოდ უმაღლეს შეფასებასა და პატივისცემას იმსახურებს და სიამაყის შეგრძნებას ბადებს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]