თუ ლიოვი მაქსს ბრაზილიაში წაიყვანს, "შალკეს" ვუნდერკინდი პოდოლსკის რეკორდს დაამხობს
"ფეხბურთელი შეიძლება ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი წაყვანა, ფაქტობრივად, აუცილებელი გახდეს..." - ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ამასწინანდელი განცხადებაა.

სწორედ ასეთი პასუხი გასცა 54 წლის ბუნდესმწვრთნელმა კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა საფეხბურთო გერმანია მუნდიალზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში სიურპრიზებს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ლიოვი უაღრესად ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელიც შეიძლება მუნდიალის მატარებელს შეახტეს, პირველ რიგში, "შალკეს" 18 წლის შემტევ ნახევარმცველ მაქს მაიერს გულისხმობდა, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. ფაქტია, რომ მაქსი ამ სეზონის უმთავრესი აღმოჩენაა და არა მარტო "შალკეში", არამედ ზოგადად, მთელ ბუნდესლიგაში გამოირჩევა.

მაქს მაიერის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულმა თამაშმა მას საერთაშორისო გამოცდილებაც შესძინა. გაგახსენებთ, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ლიოვმა გაფართოებულ შემადგენლობაში 20 წლის იულიან დრაქსლერი დაასახელა; მარიო გიოტცეს, ტონი კროოსისა და თომას მიულერის სახით კი, დიდ ტურნირებზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ენდობა ხოლმე. თუ იოგი მაქს მაიერს ბრაზილიაში წაიყვანს, შალკელი ლუკას პოდოლსკის რეკორდს დაამხობს და გახდება გერმანიის ნაკრების ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც მუნდიალზე უთამაშია.

"თუ მაქსი ასე გააგრძელებს, ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანოს. თანაც, ჩემი აზრით, ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებს არ ჰყავს," - აცხადებს ოლაფ ტონი, რომელიც 1986 წლის მუნდიალზე 20 წლის ასაკში წაიყვანეს.

გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი კი ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში სამი შალკელი ითამაშებსო - ჰელდტი ჰიოვედესს, დრაქსლერსა და მაიერს გულისხმობს.

გერმანიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც დიდ სანაკრებო ტურნირებზე იასპარეზეს

ფეხბურთელი ასაკი ტურნირი

1. ლუკას პოდოლსკი 19.02 ევრო 2004

2. კარლ-ჰაინც შნელინგერი 19.19 მუნდიალი 1958

3. ლოთარ მათეუსი 19.23 ევრო 1980

4. ლეოპოლდ ნოიმერი 19.32 მუნდიალი 1938

5. ედმუნდ კონენი 19.54 მუნდიალი 1934

6. ბასტიან შვაინშტაიგერი 19.86 ევრო 2004

7. ულრიხ ბიზინგერი 19.86 მუნდიალი 1954

8. მარიო გიოტცე 20.01 ევრო 2012

9. ოლაფ ტონი 20.08 მუნდიალი 1986

10. კრისტიან ვიორნსი 20.08 ევრო 1992

11. რაინერ ბონოფი 20.21 ევრო 1972

12. სებასტიან დაისლერი 20.43 ევრო 2000

13. ტონი კროოსი 20.43 მუნდიალი 2010

14. ული ჰიონესი 20.44 ევრო 1972

15. ბერნდ შუსტერი 20.47 ევრო 1980

16. მარსელ იანსენი 20.59 მუნდიალი 2006

17. ფილიპ ლამი 20.59 ევრო 2004

18. თომას მიულერი 20.74 მუნდიალი 2010

19. პაულ ბრაიტნერი 20.77 ევრო 1972

20. ფრანც ბეკენბაუერი 20.83 მუნდიალი 1966

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
მსოფლიოს ყველაზე დიდი ტალანტი ჰაშიმ მასტურია [VIDEO]
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს