საქართველოს ნაკრები იტალიისა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებს სამი თამაშიდან ერთს მაინც უნდა უგებდეს
უცნაურია, მაგრამ ბრიტანული მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს საქართველოს ნაკრებზე, უფრო სწორად კი, ექვსი ერის გათამაშების ფორმატის შეცვლაზე. წერენ, რომ დროა, საქართველოს ნაკრები ბობოლებს შორის ვიხილოთ, თუმცა ჯერ არ იციან, ეს როგორ უნდა მოხერხდეს.

კიდევ უფრო უცნაურია, რომ ფრანგული მედია, სადაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა თამაშობს და მათი შესაძლებლობები კარგად იციან, ჯიუტად დუმს.

მოდით, ჩვენ ცოტა შორიდან დავიწყოთ. ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრების თავკაცად 2012 წლის იანვარში დაინიშნა. მან მიზნად დაისახა საქართველოს ნაკრების თამაშის სტილის შეცვლა, უფრო გაშლილი, ხელდახელ ბურთაობით მეტოქის დამარცხება.

ამასთან ერთად, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ნაკრების კანდიდატთა რაოდენობის გაზრდაც იყო.

ვფიქრობთ, მან ორივე დასახულ მიზანს მიაღწია. თავიდან, რაც სავსებით ბუნებრივია, ჩვენს მორაგბეებს ხელდახელ ბურთაობა გაუჭირდათ. შედეგად, თითქოს გუნდი აღარ გამოიყურებოდა ძველებურად მრისხანედ. შერკინებაშიც, რომელიც ჩვენი გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე იყო, პრობლემები გაჩნდა. ჰეიგი კი ჯიუტად განაგრძობდა არჩეული კურსით სვლას და ქომაგებს მოთმინებისკენ მოუწოდებდა.

გასული წლის ნოემბრის ტესტებს მილტონ ჰეიგის მიერ გაწეული სამუშაო უნდა შეეფასებინა. სამი თამაშიდან ჩვენმა ნაკრებმა ორი მოიგო. "ბორჯღალოსნებმა" საუკეთესო ათეულში მყოფი სამოას ძლიერი ნაკრები დაამარცხეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ სწორ გზას ადგანან.

საგულისხმოა, რომ ჰეიგს მუდამ ჰქონდა ნაკრების ყველა წევრის მხარდაჭერა. ინტერვიუებში თუ პრივატულ საუბრებში ყველა აღნიშნავდა, რომ გუნდი განვითარების სწორ გზაზე დგას.

ჰეიგმა შეძლო და გუნდი ხელდახელ აათამაშა. ნაკრების კანდიდატთა რაოდენობაც გაზრდილია და ნაკრებში საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა. თავად განსაჯეთ, პორტუგალიის ნაკრებთან სტუმრად გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნებს" ძირითადი შემადგენლობის ოთხი წამყვანი მორაგბე აკლდა. ესენია: მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ვასილ კაკოვინი და მერაბ შარიქაძე.

მიუხედავად ამისა, უხერხულ მეტოქედ აღიარებული "ლობუშები" რეკორდული სხვაობით დავამარცხეთ. ვფიქრობთ, ერთი წლის თავზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, ეს კი პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა.

ახლა იმის თაობაზე ვიმსჯელოთ, რა უნდათ ჩვენგან ბრიტანელებს. ერთი კვირის წინათ BBC-ის ეთერში ლეგენდარულმა ირლანდიელმა შერკინების კვაჭმა ქის ვუდმა თქვა:

"საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის უკანასკნელ გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა და ძალიან მინდა, ისინი ევროპის ექვსი ერის გუნდებთან პაექრობაში ვნახო".

იმ გადაცემაში სხვაც ბევრი ითქვა ჩვენს ნაკრებზე. ახლახან კი Thegurdian-მა ექვსი ერის გათამაშების გაფართოების თემას ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელშიც ავტორი მოკლედ მიმოიხილავს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების უახლოესი ისტორიის დეტალებს (2007 წელს ირლანდიის ნაკრებთან მატჩს, 2011 წელს შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან ღირსეულ თამაშს) და სვამს კითხვას:

"რა მოხდებოდა, თუ შოტლანდიის ნაკრები მომავალ უქმეებზე სათამაშოდ საქართველოში გაემგზავრებოდა?

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ნაკრების შერკინების ბრწყინვალებას და მოვლენებს, რომელიც გასულ შაბათს "მერიფილდზე" განვითარდა (შოტლანდიამ ინგლისის ნაკრებთან 0:20 წააგო), ევროპაში ყველაზე დიდი საფიქრალი "სკოტების" მორკინალთა დამრიგებელს, ჯონათან ჰემპფრიზს ექნებოდა.

რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობაა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს დახმარებით, იქ თანამედროვე ტიპის სარაგბო აკადემია მოეწყო.

ყველაზე პატივსაცემი მორაგბე ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძეა, რომელიც ყველაზე მდიდარ, ფრანგულ სარაგბო ლიგაშიც გამორჩეულია. ნებისმიერი გუნდისთვის პრესტიჟულია, შემადგენლობაში თუნდაც შერკინების ერთი ქართველი ბურჯი ჰყავდეს.

დროა, ისევე, როგორც 2000 წელს იტალია ხუთ ერს დაემატა, საქართველოც ელიტაში გაერიოს.

"ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ნაკრებმა რაც შეიძლება ხშირად ითამაშოს ელიტარული სარაგბო ქვეყნების გუნდებთან" - თქვა IRB-ის ერთ-ერთმა დიდმოხელემ. საამისოდ შეიქმნა საერთაშორისო სარაგბო კალენდრის შემდგენელი ჯგუფი, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა 2016 წლიდან სარაგბო მოზაიკა რადიკალურად შეიცვალოს".

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყინული დაიძრა. წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ექვსი ერის გათამაშება კომერციული ტურნირია, რომელიც მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებს კოლოსალურ მოგებას აძლევს.

2000 წელს იტალიის ნაკრების ხუთ ერში ჩართვა, ვფიქრობთ, სწორედ ეკონომიკური თვალსაზრისით იყო ამ ტურნირის ორგანიზატორებისთვის ხელსაყრელი. იტალია ექვს ერში სათამაშოდ მზად ვერასდროს იქნებოდა, რომ არა ამ ქვეყნის რაგბის ფედერაციის პოლიტიკა, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.

იტალიის ნაკრებში მაშინაც და ახლაც ბევრი ნატურალიზებული მორაგბე თამაშობდა და თამაშობს. თუ "სკუადრა აძურაში" თავდაპირველად არგენტინელების სიმრავლე იყო, ახლა მათ ავსტრალიელი, ახალზელანდიელი და სამხრეთაფრიკელი მორაგბეებიც დაემატნენ. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიელები "ევროპის ძმურ" ოჯახში სწორედ ფულის გამო მიიღეს.

ცხადია, ამ თვალსაზრისით, საქართველო ექვსი ერის მამებისთვის საინტერესო არ არის, მაგრამ რაგბი სპორტის სახეობაა და, შესაბამისად, ნებისმიერ ტურნირში, მათ შორის, კომერციულშიც, სპორტული პრინციპი ამომავალი წერტილი უნდა იყოს.

ჩვენ ინგლისს, საფრანგეთს და იტალიას ეკონომიკის განვითარების დონით კიდევ დიდხანს ვერ გავუთანაბრდებით. რაგბის თამაშის დონის გათანაბრება კი, სწორი მუშაობისა და სათანადო მხარდაჭერის პირობებში, შორი პერსპექტივა არ არის.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები იტალიისა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდებს სამი თამაშიდან ერთს მაინც უნდა უგებდეს, რათა თამამად მოვითხოვოთ, ბობოლებმა პატივი სცენ სპორტულ პრინციპებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

besa
20 ევროს 6-ჯერ როგორ ვერ გავქაჩავთ როცა ასეთი მაგარი თამაშები იქნება
ბესო
წინა კომენტარი იმენნა მაგარი იყო. მერე რომ გაოაგდო იტალია ვინ გაავსებს სტადიონს 50 ევროიანი ბილეთებით (20 დან 70 ევრომდე ღირს იტალიაში, 200 ევროს რომ იძახიან არაა სწორი) თუ ჩვენი ტელევიზია გადაიხდი მილიონებს საფრანგეთი საქართველოს ჩვენებაში. მანდ ძალიან გრძელვადიან პერპექტივაში (ჯერ არცერთისთვის არასდროს მოგვიგია მაგ 6-დან სხვათა შორის, მუქთაზე ვიჭიმებით) შეძლება ლაპარაკი იყოს ან 8 ერზე, ან 8 გუნდიან ევროპის ჩემოპიონატზე, ჩვენგან რომ 2 დაემატოს. ან იმაზე, რომ 4 წლიდან 3ჯერ იმართებოდეს 6 ერი, და 1ხელ ევროპის ჩემპიონატი.

ექვს ერში ბოლო ადგილზე გასულს შეგვახვედრონ "პლეიაუტის" პრინციპით რაგბიში, ისე როგორც სხვა გუნდურ სახეობებში უნდა იყოს ევროპის პირველობა. 8 გუნდის მონაწილეობით რომ ჩატერდეს, ბოლო ადგილის, (ან ბოლო ორის) გავარდნით რას ფიქრობენ რაგბის "მამები" ?
qomagi
ჩვე
ბექა
რაც არ უნდა მოხდეს და როგორი მსვლელობითაც არ უნდა განვითარდეს ესა თუ ის კონკრეტული მატჩი,ერთში მუდამ დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი ბიჭები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ და არ შეგვარცხვენენ...ისინი ხომ საქართველოს სიყვარულით არიან სავსეები... ვამაყობ თქვენით და დარწმუნებული ვარ განვითარება გაგრძელდება,რაც წინსვლის წინაპირობაა...ჰეიგმაც გაამართლა... რუსეთთან დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ ჭირდებათ ჩვენ ბიჭებს მაგრამ ისინი დაფასებას ნამდვილად იმსახურებენ და მხურვალედ უნდა ვუგულშემატკივროთ..!!!
გოთი კოპალა
მთავარი პრობლემა არის მხოლოდ ფინანსებში ჩემი აზრით! იტალია მიიღეს მხოლოდ ფინანსების გამო და არა იმიტომ რომ ნატურალიზების გზას დაადგა მორაგბეების(მაინც ვერ უშველა ამ გზამ). საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი გამოსავალი არის გუნდის სიძლიერე, პრესტიჟი უნდა იყოს ჩვენთან თამაში. მაღალი კლასის ქართველი ბევრი მორაგბე უნდა გვყავდეს რომ ექვსი ერის მაყურებელი ჩვენი გუნდის თამაშზე(როცა ჩავა იქ თუნდაც ტესტებზე) მივიდეს დიდი რაოდენობით, როგორც იტალიაზე და თუნდაც სამოაზე დადიან ბრიტანეთში. ზოგადად რაგბს ოლიმპიურ სახეობად გადაგცევა უშველის(ჩვენც მათ შორის)დიდი ფული მოვა რაგბში. რაც ბრიტანულ კონსერვატიულ საზღვრებს მოშლის! ეს მომავლის საქმეა, საქართველოს ნაკრები(და ჩვენი მსგავსი გუნდები) ევროპული რაგბის მომავალია!(მაგრად მჯერა ამის)...
torino
ძალიან კარგი, სასიამოვნოა ჩვენს მიმართ ასეთ კომპლიმენტებს რომ აფრქვევენ, მაგრამ nato-ს მაპივით არ დაიხვიონ ხელზე ( არსებობს მაგის საფუძვლიანი ეჭვი...), მთავარი მაინც ფაქტები და შედეგებია. მიდით ლომებო ნაბიჯ-ნაბიჯ დიდ გამარჯვებებისკენ, იქნებ 6 ერის დამფუძნებლებმა აქეთ შეგვესვეწონ!!!
alika
ძალიან კაია რომ ინტერესდებიან ევროპაში, ვფიქრობ ჩვენ ნაკრებს შესწევს ძალა იტალია და შოტლანდია მაინც რომ დაამარცხოს
მომავლისათვის
სანამ 6 ერში მიგვიღებენ იქნებ ქართულ რაგბს ერთი 30000-40000 კაციანი სტადიონი მაინც ავუშენოთ, სადაც მხოლოდ რაგბის ნაკრები ითამაშებს ხოლმე. ჩვენი შანსი 6 ერში გაწევრიანების ზუსტად ნოემბრის ტესტებია სადაც უნდა გამოვიჩინოთ თავი. მომავალ წელს თუ ირლანდია გვეწვევა და ტოლსწორად ვეთამაშებით მერე ფინანსებს ყურებას აღარავინ დაუწყებს.
dachi
Yvelam mxari unda dvujirot jer ver xvd3bit mand shesvla ramxel1 ragac aris
GiorgiG83
მთავარია ყინული დაიძრა, ახლა ტემპერატურა კი არ უნდა დავაგდოთ, არამედ უნდა ავწიოთ. ეს თითეოულის მოვალეობაა, გარკვეულად კი გულშემატკივრის წინ რუსეთი და რუმინეთი გველოდება !!!
რეზო110
ჩემი აზრით პორტუგალიასთან თამაშმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა სპეციალისტები ბიჭების/გუნდის პოტენციალში. მიუხედავად ნაკლოვანებებისა თამაშის ორგანიხაციაში, კონცენტრაციაში, სისწრაფეში (არ მიწყენს კაპიტანი და მაგ გარღვევას 6 ერის გუნდების უკანა ხაზელებიდან 10-დან 8 ლელოს დადებდა, ჯახის თუ არა,სისწრაფის, ან ცრუ მოძრაობების ხარჯზე მაინც,ეს სურვილი, თუ შენიშვნა სხვებსაც ეხებათ,ვიღაცა ხომ უნდა კითხულობდეს სიტუაციას და მიყვებოდეს, გადაწყვეტილებების მისაღებად არჩევანის სიმცირეში. მართალია ძირითად ეს 9 ნომერს ეხება, მაგრამ სხვებიც ვერაფრით ეხმარებოდნენ შეთავაზებებით. ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ყველა ამ და სხვა მიმართულებითაც კომპლექსურად 15-20 პროცენტით აღმოფხვრან ეს მინუსები....ამისი რესურსი ბიჭებს უკვე დღესა აქვთ,ამას ისინი ნამდვილად ამჩნევენ და იმასაც გრძნობენ, რომ მათთან თამაშით მიღებული გამოცდილება ბევრ დამატებით უნარ-ჩვევებსაც გამოაჩენს და შეძენს ბიჭებს. მაგრამ დღეს რუმინეთია ჩვენი საზომი, შარშანდელთან შედარებით რა დონეზე განვვითარდით. ამიტომ არა მხოლიდ გამარჯვება, არამედ დამაჯერებელი გამარჯვება იქნება 6-ერის გუნდებთან შესაძლო შეხვედრების საწინდარი
რეზო110
ჩემი აზრით პორტუგალიასთან თამაშმა კიდევვ ერთხელ დაარწმუნა სპეციალისტები ბიჭების პოტენციალში. მიუხედავად ნაკლოვანებებისა თამაშის ორგანიხაციაში, კონცენტრაციაში, სისწრაფეში (არ მიწყენს კაპიტანი და მაგ გარღვევას 6 ერის გუნდების უკანა ხაზელებიდან 10-დან 8 ლელოს დადებდა, ჯახის თუ არა,სისწრაფის, ან ცრუ მოძრაობების ხარჯზე,ეს სურვილი, თუ შენიშვნა სხვებსაც ეხებათ, გადაწყვეტილებების მიღების ნაკლებ მრავალფეროვნებაში. მართალია ძირითადა ეს 9 ნიმერს ეხება, მაგრამ სხვებიც ვერაფრით ეხმარებოდნენ შეთავაზებებით. ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ყველა ამ და სხვა მიმართულებითაც კომპლექსურად 15-20 პროცენტით გააუმჯობესონ ეს მინუსები....ამისი რესურსი ბიჭებს უკვე დღესა აქვთ,ამას ისინი ნამდვილად ამჩნევენ და იმასაც გრძნობენ, რომ მათთან თამაშით მიღებული გამოცდილება ბევრ დამატებით უნარ-ჩვევებსაც გამოაჩენს და შეძენს ბიჭებს. ამიტომ დღეს რუმინეთია ჩვენი საზომი, შარშანდელთან შედარებით რა დონეზე განვვითარდით...
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს