ჩინელმა ჟიანროუ ლიმ, რომელმაც სტარტიდანვე მოიპოვა ლიდერობა, შეძლო, თავი აერიდებინა ამ ზედახორისთვის და მშვიდად მივიდა ოქროს მედლამდე
შორტ-ტრეკში მედლების მეორე კომპლექტი ქალებს შორის 500 მეტრ დისტანციაზე გათამაშდა. ფინალში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რადგან ყველა მეტოქე თითქმის თანაბარი ძალისა გახლდათ, თუმცა უპირატესობას მაინც ჩინელებს ანიჭებდნენ.

გარბენი დრამატული გამოვიდა. უკვე პირველ წრეზე ბრიტანელმა ელიზ კრისტიმ დაძაბულობას ვერ გაუძლო და შიდა რადიუსით გასწრებაზე წავიდა; ამასთან, არანაირი სივრცე არ დაუტოვა არიანა ფონტანას. კრისტის სახიფათო მანევრმა ბრიტანელის და იტალიელის წაქცევა გამოიწვია და ასევე, ხელი შეუშალა ჰი-სიენ პარკს. კორეელმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა და ოქროსთვის ბრძოლა ვეღარ შეძლო.

ჩინელმა ჟიანროუ ლიმ, რომელმაც სტარტიდანვე მოიპოვა ლიდერობა, შეძლო, თავი აერიდებინა ამ ზედახორისთვის და მშვიდად მივიდა ოქროს მედლამდე. ექვსი წამის შემდეგ დაასრულა დისტანცია კრისტიმ, მას მიჰყვა ფონტანა.

მაგრამ ვერცხლისა და ბრინჯაოს ბედი არა ტრასაზე, არამედ მსაჯების შეკრებაზე გაირკვა. იტალიამ და კორეამ პროტესტი შეიტანეს კრისტის მოქმედებაზე. მსაჯებმა ეს პროტესტი დააკმაყოფილეს და კრისტის დისკვალიფიკაცია მისცეს, რამაც ფონტანა და პარკი 500-მეტრიანი დისტანციის პრიზიორებად აქცია.

ლი ჟიანროუ

დაიბადა: 15 აგვისტო, 1986

სიმაღლე: 1.60 მ

წონა: 55 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, 500 მ

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა