13 თებერვალს, ნახევარფინალურ პაექრობაში შაფათავამ და ზეკ-პესკირიჩმა ორ სეტში იოლად სძლიეს გერმანელი კიმ ალისე გრაიდეკისა და მოლდოველი იულია ჰელბეტის ტანდემს
მიდლენდში (აშშ), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) 13 თებერვალს მე-2 წრის შეხვედრები გაიმართა.

თბილისელი ანა ტატიშვილი ამერიკელ ჰიტა ვატსონს ორ წრეში დანებდა - 2:6, 4:6, არადა, ვატსონი ანას მეწყვილეა და მათი დუეტი, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი, სტარტზე მასპინძლებს - ასია მუჰამადსა და ტეილორ თაუსენდს დაუპირისპირდება.

შაფათავა ფინალშია

წინა კვირას სოფიო შაფათავამ საფრანგეთის 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო წყვილებში. იგი ახლაც ახლოს არის მსგავს გამარჯვებასთან, ოღონდ 15.000-იან ტურნირში, რომელსაც ტალინი მასპინძლობს. ქართველი ჩოგბურთელი სლოვენიელ მაშა ზეკ-პესკირიჩთან არის შეამხანაგებული და პირველ ნომრადაა განთესილი.

13 თებერვალს, ნახევარფინალურ პაექრობაში შაფათავამ და ზეკ-პესკირიჩმა ორ სეტში იოლად სძლიეს გერმანელი კიმ ალისე გრაიდეკისა და მოლდოველი იულია ჰელბეტის ტანდემს - 6:1, 6:3 და გადამწყვეტ პაექრობაში გამოცდიან აგნეს ბუკტას (უნგრეთი) და ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი), რომლებმაც ემა ლაინესა (ფინეთი) და ანა ვრლჯიჩს (ხორვატია) აჯობეს - 6:4, 6:3.

თამარმა რანჩო დატოვა

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი თამარ ჭალაგანიძე ოკეანის გაღმა, რანჩო სანტას 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება შეჯიბრებაში. უკვე გაუწყეთ, რომ პირველ წრეში ამერიკელ რიიდს სძლია - 6:2, 6:3, მაგრამ მეორე წრეში მის თანამემამულე ჯესიკა ფაილას დანებდა - 3:6, 2:6. თამარი წყვილებშიც ცდიდა ძალებს უკრაინელ ოლექსანდრა კორაშვილთან ერთად. აქაც საკვალიფიკაციოში აიღო სტარტი და შტეფი კარუტერსისა (სამოა) და ანა ისტომინას (რუსეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან, თუმცა ძირითადი ბადის პირველ წრეში მე-2 ნომრებს - ლუიზა ჩირიკოსა (აშშ) და ტამირა პაზეკს (ავსტრია) დანებდა - 3:6, 2:6.

მხოლოდ ერთეულებს შემორჩნენ

ორი ქართველი მონაწილეობს ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი). ერთეულებში 13 თებერვალს მე-2 წრის ორთაბრძოლები გაიმართა. მესამე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ალონა ფომინა (უკრაინა) დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:1 და მეოთხედფინალში დიანა ბუზეანუს (რუმინეთი) მძლეველ (6:1, 6:4) სლოვაკს - ლენკა ჟურიკოვას შეხვდება.

სოფიო ქვაცაბაიამ ტურნირის მეორე ნომერი იანა სიზიკოვა (რუსეთი) ჩამოაშორა შეჯიბრებას - 2:6, 6:4, 6:4 და 14 თებერვალს გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს გაუწევს მეტოქეობას, თან რევანშის აღებას შეეცდება. საქმე ის არის, რომ სოფიო და მისი მეწყვილე ესენ კოკჩე 13 თებერვალს სწორედ შაკოვეცისა და ალონა ფომინას დუეტთან დამარცხდნენ - 2:6,1:6, ხოლო გორგოძეს და პია კონიგს (ბელგია) ჩინელებმა - იჰონ ლიმ და ლინ ჟუმ აჯობეს - 7:5, 6:2.

105 ქულით დაიწყეს

თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ამჟამად ყატარში იმყოფება და იქაურ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2.440.070 დოლარი) მონაწილეობს, ოღონდ - მხოლოდ წყვილებში. იგი ფრანგ კაროლინ გარსიასთან არის შეამხანაგებული. პირველ წრეში ქართულ-ფრანგულმა ტანდემმა კრისტინა ბაროიშსა (გერმანია) და ლაურა ტორპეს (საფრანგეთი) დაძაბულ პაქრობაში აჯობა - 7:6, 7:6 და 105 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. მეორე წრეში კალაშნიკოვა და გარსია კვეტა პესჩკეს (ჩეხეთი) და კატერინა სრებოტნიკის (სლოვენია) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა