ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ახალ სეზონს ახალ წონაში ხვდება - 73 კილოგრამში გადავიდა
ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და კაშკაშა ვარსკვლავი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი ახალ სეზონს ახალ წონაში ხვდება - 73 კილოგრამში გადავიდა. აქედან გამომდინარე, მისი ყოველი ნაბიჯი საინტერესოა.

მან გამოტოვა სეზონის პირველი პრესტიჟული ტურნირი - პარიზის "დიდი მუზარადი", საქმეში კი გერმანულ "დიდ მუზარადზე" ვიხილავთ.

მას შეკრებაზე შევხვდით, რომელიც ნაკრებმა პარიზში გაფრენამდე გაიარა...

- სადღეისოდ, როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიდევ რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ?

- ღვთის მადლით, უკვე არანაირი პრობლემა აღარ არის და არც არაფერი მაწუხებს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტრავმები მქონდა - ხან თიაქარი, ხან საზარდული... მკურნალობამ გარკვეული დრო წაიღო და ვიდრე ყველაფერი მოგვარდა, დიდი დრო გამიცდა, ტატამზე შესვლა მიჭირდა, მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

უკვე ყველაფერი დასრულდა და სრული დატვირთვით შევუდექი ვარჯიშს. იცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ წონა შევიცვალე, 73-ში გადავედი და პარიზის ტურნირსაც ამიტომ ვტოვებ, ადაპტაცია მჭირდება.

- 73 კილოგრამში გადასვლის პროცესი ცოტა გაგიჭიანურდათ. რამ განაპირობა ეს?

- თავიდან მართლაც ვფიქრობდი 66 კილოგრამში დარჩენას და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ამ წონაში გამოსვლას, მაგრამ ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილმა მარცხმა გადაწყვიტა. ძალიან ბევრს ვიკლებდი - 74 კილოგრამიდან მიწევდა 66-მდე ჩამოსვლა, რაც ძალზე რთულია. ამ დროს, ფაქტობრივად, შეჯიბრებამდე გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და როცა დასრულდება ეს მტკივნეული პროცესი, გადაღლილი და გამოფიტული ხარ, მთელი დადებითი ენერგია გამოსულია ორგანიზმიდან. მსოფლიოს ჩემპიონატზეც ეს მოხდა... ოლიმპიადის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, მეც წლები მომემატა და წონაშიც მოვიმატე.

- 74 კილოგრამი სტაბილური წონაა თუ იმ პერიოდში გაგექცათ ამხელაზე, როცა ტრავმების გამო ვერ ჭიდაობდით?

- ვერ ვიტყვი, რომ გამექცა ან ცხიმოვანი მასა მომემატა და გავსუქდი. უბრალოდ, როგორც გითხარით, გავიზარდე და წონაც მომემატა. ახალ წონაში ბევრის დაკლება არ მომიწევს - 77 კილოგრამი ვარ, 3-4 კილოს დაკლება კი არაფერია. მთავარია, ამას არ გასცდეს, თორემ ასე ცოტას დაკლება კარგიცაა - უფრო თავისუფლად მოძრაობ.

- ვარჯიშზე, სპარინგებისას როგორ გრძნობთ თავს, დასრულდა ადაპტაცია ახალ წონაში?

- მოძრაობა ისეთივეა, როგორიც 66-ში იყო, მაგრამ ახალ წონაში გადასვლა ცოტა რთულია - სხვა წონაა, სხვა მეტოქეები, უცხო გარემო. დაბალ წონასთან შეჩვევის მერე ზევით გადასვლა ცოტა ძნელია. ასე რომ, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ვიდრე შეჯიბრებაზე არ გავსულვარ. ვარჯიში და ტურნირი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან - შეიძლება, შეკრებაზე ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ შეჯიბრებაზე ვერ იჭიდაო. რაც გადავედი და ვივარჯიშე, განსაკუთრებით - ფიზმომზადებაში, წინსვლა არის, დანარჩენი კი შეჯიბრებაზე გამოჩნდება.

- სიმაღლით, ფიზიკური ძალით ან სხვა კომპონენტებით ხომ არ იჩაგრებით 73-ში?

- როგორც გითხარით, ჯერ სერიოზულ შეჯიბრებაზე არც გავსულვარ, სერიოზული ანალიზი რომ გავაკეთო, მაგრამ რაც ვნახე, დაჩაგვრასაც ვერ ვიტყვი. ჯერ შეკრება გავიარე იაპონიაში და ჯერჯერობით კარგად ვგრძნობ თავს, დროთა განმავლობაში კი უფრო მოვუმატებ. როცა გაეცნობი ახალ პარტნიორებს, შეეგუები ახალ წონას, ყველაფერი კარგად იქნება.

- მწვრთნელები, ექიმები მაინც რას მიიჩნევენ გამოსასწორებლად, რა რეკომენდაციებს გაძლევენ?

- ახალ წონაში შეგუებას რაღაც დრო სჭირდება, ფეხი რომ მოიკიდო. დანარჩენი ექიმებმა და მწვრთნელებმა უნდა თქვან.

- ძველსა და ახალ წონაში შეკრებილ კონტინგენტს რომ ადარებთ, როგორ ფიქრობთ, სად უფრო იოლია წარმატების მოპოვება, სად გირჩევნიათ ჭიდაობა?

- ცხადია, 66-ში უფრო მერჩივნა თუნდაც იმიტომ, რომ აქ ქულები არ მაქვს და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, იქ კი რეიტინგის ლიდერებში ვიყავი.

- ახალ წონაში ვის მოიაზრებთ მთავარ მეტოქეებად?

- ყველა ანგარიშგასაწევია, მაგრამ მსოფლიოს ბოლო პირველობას თუ გადავხედავთ, იაპონელი ჩემპიონი შოჰეი ონო ყველაზე ძლიერია. თუმცა გააჩნია, კონკრეტული ტურნირისთვის ვინ როგორ მოემზადება - შეიძლება, ერთ შეჯიბრებაზე მაგრად გამოხვიდე, მაგრამ მეორეში სუსტად იჭიდაო. ასეც ხშირად ხდება.

- 73 კილოგრამში ოლიმპიადის ფინალში თქვენი მეტოქე, უნგრელი მიკლოშ უნგვარიც გხვდებათ...

- არა მარტო უნგვარი, ოლიმპიადის შემდეგ 66-დან ბევრი ავიდა 73-ში. მაგალითად, სლოვენიელი ევროპის ჩემპიონი როკ დრაკშიჩი, მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი და სხვები...

- ზემოხსენებულ იაპონურ შეკრებაზე ონოს ვერ შეხვდებოდით, რადგან საკუთარ უნივერსიტეტში "დედოვშინისთვის" დისკვალიფიცირებულია. წონის სხვა ლიდერებთან თუ გიჭიდავიათ შეკრებებზე?

- ონო მართლაც არ იყო შეკრებაზე, თუმცა მასთან ოლიმპიადამდე მიჭიდავია. მაშინაც ტოკიოში ვიყავით შეკრებაზე და იქ ვიჭიდავეთ. აშკარად ძლიერია, სულ სხვა დონეა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ათი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე, ძალიან იოლად მოიგო, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა.

ამ შეკრებაზე მომიწია რამდენიმე ლიდერთან ჭიდაობამ და არც ისე ცუდად გამოვიყურებოდი. ხაშბაატარსაც ვეჭიდავე, საოცარი ფიზიკური მომზადება აქვს. საერთოდ, ამ კომპონენტში გამორჩეულები არიან, გენში უზით, წელი აქვთ განსაკუთრებით ძლიერი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მჯობნიდა. როგორც 66-ში ვჭიდაობდი, დაახლოებით ანალოგიური იყო აქაც. კი, თავიდან გიჭირს ზედა წონაში გადასულს ჭიდაობა, მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს მომენტი გადავლახე.

- ანუ პარიზის ტურნირის გამოტოვების მიზეზი ადაპტაციაა და არა ტრავმა... ალბათ, საგანგებო, განსხვავებული ვარჯიშებიც დაგჭირდებოდათ შესაგუებლად.

- კი, ახალ წონაში გადასვლის შემდეგ უფრო მეტი დრო დავუთმე ფიზიკურ მომზადებას, რაც ზედა წონებში უფრო მნიშვნელოვანია - იქ მეტი გჭირდება და ძველებური ძალა აღარ გეყოფა. პირველი ეტაპი სწორედ ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ.

- მოსამზადებელ პირობებზე რას იტყვით? უკვე ორი შეკრება გაიარეთ იაპონიასა და საქართველოში?

- იაპონიაში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ, ყველა საჭირო შეხვედრით, რაც ძიუდოისტისთვის აუცილებელია. იაპონიიდან გადავინაცვლეთ ბაკურიანში, სადაც ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება იყო. ეს დატვირთვა აუცილებლად წაგვადგება. პირობები კარგია, დანარჩენს კი შეჯიბრება გვიჩვენებს.

- ევროპის ჩემპიონატამდე რომელ ტურნირებში იჭიდავებთ?

- გერმანიის "დიდ პრიზზე" და 21-23 მარტს თბილისში, ჩვენს ტურნირზე ნამდვილად გამოვალ, იმის მერე კი ვნახოთ, იქნებ კიდევ დავამატოთ ერთი შეჯიბრება. შევხედავთ, როგორ ვიჭიდავებ გერმანიაში და ეს საკითხი იმის შემდეგ გადაწყდება.

- ნაკრებშიც ძლიერი შიდა კონკურენცია გელოდებათ. მათ შორის - მეგობარ ნუგზარ ტატალაშვილთანაც...

- კი, ნაკრებშიც ძლიერი კონკურენციაა. ალბათ, 73 კილოგრამი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია გუნდში. ევროპის ჩემპიონატამდე ტურნირებში ვიჭიდავებთ და იქ გაირკვევა კონტინენტის პირველობაზე წამსვლელის ვინაობა... ნაკრებში ყველა მეგობარია, თუმცა მე და ტატალაშვილი მართლაც ერთი დარბაზიდან ვართ, გორიდან.

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK

gegia
გიორგი ამ კაცს არ იცნობ ახლოს და არაადეკვატურ კომენტარს ნუ წერ რა !!! და ნუ ადარებ სხვას
ირაკლი თავაძე-ს
სპორტული ჟურნალისტი გქვია და იქნებ ბოლო-ბოლო გაიგო რომ "დიდი სლემის ტურნირი" "დიდი მუზარადის ტურნირი" არაა. სლემს და შლემს შორის განსხვავებას აშკარად ვერ ატყობ, მაგრამ თუ თვითონ არ იცი, იქნებ სხვას კითხო. სირცხვილია!
zviadi
გმერტმა ხელი მოგიმარტოს და კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს საკარტველო...
giorgi
ლაშა, შვილო, ალბათ კითხულობ კომენტარებს და მსურს გითხრა, რომ იმ საფრთხის ქვეშ ხარ ამჟამად, ზურა ზვიადაური რომ დადგა - ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ ფორმიდან ამოვარდნა. მხოლოდ ტრამვებს ნუ დავაბრალებთ, ეტყობა, მოეშვი კიდევაც გარკვეულწილად. ლონდონის ოქრო ჯილდო არაა მხოლოდ, ეს პასუხისმგებლობაცაა. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული გერგო და აბა, შენ იცი, რაც ჩავარდნები გქონდა, ამოქაჩე! ნიჭიერი კაცი ხარ და შრომა დაგიფასდება! ერთი მამაშვილური რჩევა: ზღვარგადასულ ქებას ყურს ნუ დაუგდებ, ასეთი მაქებრები ძიუდოსა და ზოგადად სპორტში ჩაუხედავი ხალხია. შენი ჯილდო მიიჩნიე, როგორც მორიგი გამოწვევა და არა როგორც გმირობა, ასე უფრო მიაღწევ წარმატებას!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე