სკანდინავიელთა ზეობა
ბოლო ორი დღის განმავლობაში, სათხილამურო რბოლაში ყველაზე საინტერესო სტარტები გაიმართა - ესტაფეტა ქალებსა და მამაკაცებს შორის.

ქალების სტარტის წინ, თეორიულად, გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან. ნორვეგიის ჩემპიონობაში ყველა დარწმუნებული იყო, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ გუნდს არც ერთი ესტაფეტა არ ჰქონდა წაგებული მსოფლიოს თასის ეტაპებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

მაგრამ უკვე პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ჰაიდი ვენგს ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა. ნორვეგიელი თითქოს ახლოს იყო ლიდერებთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მაინც ჩამორჩა მათ და მდევრის როლში გადასცა ესტაფეტა ტერეზა იოჰაუგს.

აქ კი უკვე ცხადი გახდა, რომ ნორვეგიელებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ: იოჰაუგმა, რომელმაც ორი დღით ადრე ბრინჯაო აიღო 10-კილომეტრიან დისტანციაზე, კონკურენცია ვერ გაუწია დაწინაურებულებს. მესამე და მეოთხე ეტაპებზე ასტრიდ იაკობსენმა და მარიტ ბიორგენმა სიტუაცია ვერ გამოასწორეს და ფავორიტი მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა. მას საფრანგეთმაც კი გაუსწრო.

გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ფინეთის, შვედეთისა და გერმანიის ნაკრებები. ბრძოლა დაიძაბა მესამე ეტაპზე, როცა ფინელი კერტუ ნისკანენი და გერმანელი კლაუდია ნისტადი შვედ ანა ჰოგს დაშორდნენ. ბოლო ეტაპზე ოქროს მედალი ლატენმიაკისა და ჰერმანს უნდა გაეთამაშებინათ, რადგან შვედმა შარლოტა კალამ 25-წამიანი ჩამოჩენით მიიღო ესტაფეტა.

თუ ლატენმიაკი და ჰერმანი ერთად მივიდოდნენ საფინიშო სწორ მონაკვეთზე, ჰერმანს უპირატესობა უნდა ჰქონოდა, რადგან ის მსოფლიოს თასზე სპრინტის ჩათვლაში ლიდერი გახლავთ, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. კალამ სასწაული შეძლო: 25-წამიანი ჩამორჩენა გააბათილა და ფინიშზეც მეტი ძალა შერჩა, რამაც შვედეთს პირველი ოქრო მოუტანა ამ ოლიმპიადაზე.

ჰერმანმა ორივე კონკურენტთან წააგო საფინიშო სპრინტი და გერმანია მესამეზე გავიდა, ვერცხლი კი ფინეთის კვარტეტმა აიღო.

ნორვეგიის სათხილამურო ნაკრების კრიზისი მამაკაცთა ესტაფეტაშიც თვალშისაცემი იყო. ქალების სასტიკი მარცხის შემდეგ ქვეყნის ღირსება კაცებს უნდა დაეცვათ, მაგრამ არც მათ გამოუვიდათ არაფერი. ნორვეგიელთა კვარტეტის ლიდერებმა - მარტინ სუნბიუმ და პეტერ ნორტუგმა საშუალოზე დაბალი დონე აჩვენეს და ძალიან შორს იყვნენ პოდიუმისგან.

ამასობაში, ნორვეგიის მთავარი კონკურენტი - შვედეთი ბრწყინვალე მზადყოფნას აჩვენებს. ამ გუნდმა შესანიშნავი რბოლა ჩაატარა, მისი ოთხივე წევრი აგრესიულად უტევდა და ეჭვი არავის შეპარვია მათ უპირატესობაში. თუმცა 16 თებერვლის ესტაფეტაში იყო მომენტი, როცა შვედების ლიდერობას საფრთხე დაემუქრა. მესამე ეტაპზე რუსეთის ნაკრების წევრმა ალექსანდრ ლეგკოვმა პელოტონის შუა ნაწილიდან მეორე ადგილზე გადაიყვანა თავისი გუნდი, ხოლო მეოთხე ეტაპის დასაწყისში მაქსიმ ველიგჟანინმა თანდათან დაიწყო ჰელნერთან მიახლოება.

მაგრამ რუსი დაიღალა და მხოლოდ მეორე ადგილის შენარჩუნება შეძლო. საფრანგეთის მესამე ადგილი მთავარი სენსაცია გახდა, ისევე, როგორც ნორვეგიელთა მეოთხე პოზიცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა