მიხეილ მარდალეიშვილი მოსკოვის ტურნირში მე-5 ადგილით დაკმაყოფილდა

ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ 2008 წლიდან დაიწყო კონტინენტის თასის გათამაშება კადეტებში. ამ შეჯიბრებაში საქართველოდან შარშან მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილი ჩაება. სოფიისა და ტრაბზონის ეტაპებზე მან მე-3 ადგილები დაიკავა და რეიტინგში მე-7 ადგილზე დამკვიდრდა (საგულისხმოა, რომ ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციას მსგავსი შეჯიბრება არა აქვს, ამიტომ სხვა კონტინენტების წარმომადგენლები - ამერიკელები, კანადელები, ჩინელები, იაპონელები და სხვები ევროპის თასზე ცდიან ძალებს).

წლეულს ქართველი მუშკეტერი ორ ეტაპზე დაუპირისპირდა თანატოლებს: გოდოლში (უნგრეთი) 189 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, ახლახან მოსკოვში კი ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა. ქვეჯგუფში მარდალეიშვილმა ზედიზედ სძლია რუსებს - სტანისლავ კრასილნიკოვს (5:3), ვადიმ ვილგუსევიჩს (5:1), ილია შაბალოვს (5:0), უკრაინელ ალექსანდრ კარაკაის (5:1) და ამერიკელ პეტერ პაკს (5:1). მეორე ეტაპზე 6-დან 5 შეხვედრა მოიგო: დაძაბულ პაექრობებში ფარ-ხმალი დააყრევინა მიროსლავ ბიკოვს, ალექსანდრ ტრუშაკოვს, ალექსანდრ ბრაინინს (სამივე-რუსეთი), ბელარუს ვლადისლავ ჩერნიაკოვსა და უკრაინელ მაქსიმ ბეზრუკოვს, ხოლო ამ უკანასკნელის თანამემამულე ბოგდან პლატონოვთან 2:5 დამარცხდა. ჩვენებური ძირითად ბადეში იოლად გაუმკლავდა ოთხ მეტოქეს - სამ რუსსა (ალექსეი ნაუმოვი, რუსლან ზელიანოვი, არტიომ პეტროვი) და ერთ ბელარუსს (არტიომ ნოვიკოვი), მეოთხედფინალში ამერიკელ ელი დერსვიტს (იგი პირველ ადგილზე გავიდა) დანებდა - 13:15, არადა, შეხვედრას 13:12-ს იგებდა. საბოლოოდ, მარდალეიშვილი მე-5 ადგილით დაკმაყოფილდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ გვითხრა, რომ მიხეილმა ბოლომდე ვერ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობები, თორემ ტურნირზე ოქროს მოპოვებაც შეეძლო. 11-12 დეკემბერს იგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით გერმანიის ქალაქ გიოპინგენში ევროპის თასის ბოლო ეტაპზე იასპარეზებს. ერთი კვირის შემდეგ კი, შესაძლოა, ირანში იუნიორთა მსოფლიოს თასზეც გამოვიდეს. ყველა ეს შეჯიბრება კადეტებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის მზადებას ემსახურება. ამ პაექრობებს კი გაისად ავსტრია (თებერვალი) და იორდანია (მარტი) უმასპინძლებენ.

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე