ედენ აზარს "სიტისთან" მეორედ თამაში აღარ წაუვიდა
შაბათს "ჩელსიმ" ასოციაციის თასის 1/4-ფინალის საგზური "მანჩესტერ სიტის" დაუთმო, რამაც დედაქალაქელებს გული დასწყვიტათ. პრემიერლიგის 24-ე ტურისგან განსხვავებით, "ეტიჰადზე" მასპინძელმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, რისი უარყოფა ჟოზე მოურინიოსაც კი არ უცდია. უკმაყოფილო დარჩა ედენ აზარიც. ბელგიელმა მატჩის შეფასება ორშაბათს "ჩელსის" ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში სცადა.

- იმედი გვქონდა, რომ "ეტიჰადზე" იმავე დონეზე შევძლებდით თამაშს, როგორც ეს ჩემპიონატში მოვახერხეთ, თუმცა რეალურად სულ სხვაგვარი თამაში ვიხილეთ. გუნდურად ბევრად უფრო სუსტად გამოვიყურებოდით. ვერ ვბრწყინავდით ვერც ინდივიდუალურად. პირადად მე რაც შემეხება, კარგად ნამდვილად არ მითამაშია. ეს ფეხბურთია და მსგავსი რამეები ხდება. შეუძლებელია ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზე ასპარეზობა.

ვერ გეტყვით, შესაძლოა, იმის ბრალიც იყო, რომ თავდაჯერება გვაკლდა. მასპინძელმა ორივე ტაიმი ერთნაირად კონცენტრირებულმა ითამაშა და ორივე გოლი დაიმსახურა. შეხვედრის განმავლობაში ბევრი მომენტი არ შექმნილა, თუმცა "სიტიმ" თავისი შანსები იდეალურად გამოიყენა, რაზეც ჩვენ ვერა და ვერ მოვახერხეთ ღირსეული პასუხი.

გამოსავალი ის არის, რომ ვარჯიში ძველებურად უნდა განვაგრძოთ. უქმეებზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის "ევერტონთან". ამიერიდან ყურადღება მთლიანად ამ თამაშზე უნდა გადავიტანოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა