ერიკ ფრენცელს აჯობეს
სათხილამურო ორჭიდში მედლების მეორე კომპლექტის გათამაშება გერმანელი ფავორიტის, ერიკ ფრენცელის ტრიუმფით დაიწყო, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო ტრამპლინიდან ხტომა და 10-კილომეტრიან რბოლაში პირველმა აიღო სტარტი, მაგრამ წინასწარ სოჭის ოლიმპიადის მეორე ოქროს გერმანელს არავინ ანიჭებდა, რადგან წინა დღეს ფრენცელმა კინაღამ უარი თქვა გუშინდელ სტარტზე გაციების გამო.

რბოლამ გამოაჩინა, რომ თანამედროვე ორჭიდის მთავარი ვარსკვლავი მართლაც რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან ლიდერობა 2.5 კილომეტრის ნიშნულზე დაკარგა, რადგან დაახლოებით 10-კაციანმა ჯგუფმა გაუსწრო. აქ იყვნენ ძლიერი მოთხილამურეები: ნორვეგიული დუეტი იორგენ გრააბაკისა და მაგნუს მოანის შემადგენლობით და სამი გერმანელი - ფაბიან რისლე, ბიორნ კირჰაიზენი და იოჰანეს რიძეკი. ყველა მათგანი ტრამპლინის შემდეგ 40 წამზე მეტს აგებდა ფრენცელთან.

ცხადი იყო, რომ მედლებს ამ ჯგუფის წევრები გაითამაშებდნენ. ფინიშამდე დაახლოებით კილომეტრნახევრით ადრე გაქცევა სცადა გამოცდილმა კირჰაიზენმა. მან ისეთი ტემპი აკრიფა, რომ თავიდან მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. მიუხედავად ამისა, რისლემ, მოანმა და რიძეკმა ამოისუნთქეს და მიუახლოვდნენ დაწინაურებულს, ბოლოს კი ლიდერთა ჯგუფს სათავეში გრააბაკი ჩაუდგა.

ბოლოსწინა მოსახვევში სამი გერმანელი ისე გაერთო ერთმანეთში ბრძოლით, რომ ცუდი ვირაჟი გამოუვიდათ და წინ მოანი გაეპარათ. შემდეგ კი საერთოდ ორნი დარჩნენ, რადგან რიძეკმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და თოვლში ჩავარდა. საბოლოოდ, მოანმა და გრააბაკმა ბუნდესგუნდისგან ფორა მიიღეს და უკან ჩამოიტოვეს კონკურენტები. სკანდინავიური დუელი გრააბაკის გამარჯვებით დასრულდა, გერმანიის ნაკრები კი, რომელსაც ლიდერთა ჯგუფში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მხოლოდ ფაბიან რისლეს მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

იორგენ გრააბაკი

დაიბადა: 26 აპრილი, 1991

სიმაღლე: 1.85 მ

წონა: 72 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, K-125 + 10 კმ.

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა