უმაღლესი ლიგის 12-ივე გუნდმა მეტ-ნაკლებად იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზეც და ოთხის გარდა, ყველა დანარჩენმა უცხოური შეკრებაც გაახერხა!
საფეხბურთო წელიწადი ჩვენთან 22 თებერვალს დაიწყება, როცა საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდება; აი, რაც შეეხება XXV ჩემპიონატს, მოგეხსენებათ, რომ პირველი ეტაპის დამთავრებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და 16 მარტს დაკომპლექტდება კიდეც ზედა და ქვედა ექვსეულები.

საერთოდ კი, ჩემპიონატი 26 თებერვალს განახლდება, თუმცა მანამდე წინა წლიდან "შემორჩენილი" ერთადერთი მატჩი ("ზესტაფონი" - "სპარტაკი") უნდა ჩატარდეს (ეს შეხვედრაც 22 თებერვალს არის დანიშნული, რამეთუ "ზესტაფონიც" და "სპარტაკიც" თასის გათამაშებას მერვედფინალში გამოეთიშნენ).

სხვათა შორის, ძალიან დიდია იმის ალბათობა, სწორედ ამ გამოტოვებული მატჩის შედეგმა რომ სერიოზული კორექტივები შეიტანოს სატურნირო ცხრილში: მოგების შემთხვევაში "ზესტაფონი"... მესამე ადგილზე გადავა, ხოლო თუ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, მაინც ზედა ექვსეულში მყოფი შეხვდება გადამწყვეტი ეტაპის დაწყებას.

საერთოდაც, ამ დარჩენილმა ოთხმა ტურმა ძალიან ბევრი რამ უნდა გაარკვიოს: ზედა ექვსეულის ოთხი ვაკანტური ადგილისათვის ხომ ექვსი გუნდი ("დილა", "გურია", "სიონი", "მეტალურგი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია") იბრძვის!

ამასთან, ჯერჯერობით ნაადრევია ერთიანად განახლებული (მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად) "ტორპედოს" ჩამოწერაც, თუმცა დარჩენილი ოთხი მატჩის კალენდარს ქუთაისელთა გუნდისათვის მართლაც რთული ეთქმის...

...დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ ზედა ექვსეულში მოხვედრა გარანტირებული მხოლოდ "დინამოს" აქვს; იგივე შეიძლება ითქვას "ჩიხურაზეც" - საჩხერელებს ხომ ამისათვის დარჩენილ ოთხ შეხვედრაში... ერთადერთი ქულა სჭირდებათ!

აი, დანარჩენ ოთხ ვაკანტურ ადგილზე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ და სწორედ ის დარჩენილი ოთხი ტურიც დაგვანახვებს ყველას, თუ რამდენად საფუძვლიანად მოემზადნენ ჩვენი გუნდები ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში.

ისე, რაც მართალია, მართალია: წლეულს რომ "სატრანსფერო აქტივობაა", მსგავსი ხომ მართლაც არასდროს ყოფილა, ისე, როგორც ის ფაქტი, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობამ უცხოური შეკრება გაიარა!

ჰო, შარშან დეკემბერში ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდა თუ არა, ერთი-ორის გამოკლებით, თითქმის ყველა დანარჩენი კლუბის წარმომადგენლებისგან მხოლოდ და მხოლოდ ის გვესმოდა, "ფინანსები არ გვაქვს, ახალ ფეხბურთელებს ვერ ვიმატებთ, შეკრებას ვერ ვატარებთ" და ასე შემდეგ.

თუმცა, საბედნიეროდ, 12-ივე გუნდმა მეტ-ნაკლებად იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზეც და ოთხის ("ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "ჩიხურა", "გურია") გარდა, ყველა დანარჩენმა უცხოური შეკრებაც გაახერხა!

ახლა კი თითოეულ გუნდზეც: როგორი სატრანსფერო კამპანია აწარმოეს, რა მიზნები ექნებათ და ასე შემდეგ...

დინამო

მოქმედი ჩემპიონი და ამ გათამაშების ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი "დინამო" აშკარად სახეშეცვლილი ხვდება სეზონის განახლებას: გუნდიდან 12 ფეხბურთელი (აქედან ექვსი - ძირითადში რომ მოიაზრებოდა) წავიდა, სამაგიეროდ, ზოგი იჯარიდან დაბრუნდა, ზოგი - მეორე გუნდიდან დააწინაურეს, რვა კი ახალწვეულია.

ახლა მთავარია, ეს, ფაქტობრივად, ახალი გუნდი რამდენად მოკლე დროში შეძლებს ახალ ტაქტიკურ სქემაზე (4-3-3) უპრობლემოდ გადასვლას და ასევე, რამდენად მალე შეძლებენ ფეხბურთელები ურთიერთშეთამაშებას.

"დინამომ" ყველა რგოლში დაიმატა ფეხბურთელები (უდიდეს ინტერესს იწვევს საქართველოს ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის მერე ოთარ მარცვალაძის დაბრუნებაც), თუმცა ისიც სათქმელია, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოხდება ტრავმირებული გიორგი ლორიას სრულფასოვნად ჩანაცვლება.

ისე, "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, მალხაზ ჟვანიას ბევრი სანერვიულო არც უნდა ჰქონდეს: ჩემპიონატში გუნდს სოლიდური ჰანდიკაპი აქვს მდევრებთან და, რაც მთავარია, თითქმის ყველა პოზიციაზე ორ-ორი ფეხბურთელიც ჰყავს.

მოკლედ, "დინამოს" ძირითადში მოსახვედრად სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ, ოღონდ ისიც სათქმელია, ზოგი ფეხბურთელი რამდენად მალე შეეგუება ახალ პოზიციაზე ასპარეზობას. მთლიანობაში "დინამოს" ზამთრის სატრანსფერო აქტივობა დადებითად უნდა შევაფასოთ.

ჩიხურა

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი (არც ფინანსების ნაკლებობას რომ უჩივის) უცხოურ შეკრებაზე არ გამგზავრებულა!

თუმცა, გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდის ჩამოწერა ფავორიტებიდან უადგილოდ გვეჩვენება: ჯერ ერთი, "ჩიხურა" არასდროს ყოფილა "ერთწლიანი გუნდი" და ამას გარდა, კლუბის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული მუშაობაც ყოველ წელს შედეგს იძლევა.

საქართველოს თასის ფინალში გასვლა, ევროტურნირებზე დებიუტი, სუპერთასის მოგება - ეს ყველაფერი ხომ ერთ წელიწადში (შარშან) მოხდა და წლეულსაც, სულ მცირე, იმავე შედეგს უნდა ველოდოთ.

ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ კლუბის ისტორიაში პირველად, "ჩიხურამ" საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე სინჯის მედალი მოიპოვოს. თანაც, "სიონთან" ერთად სწორედ "ჩიხურაა" ის გუნდი, სადაც ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე ნაკლები ცვლილებები მოხდა.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ გუნდი დატოვეს პირველი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა და ასევე პირველი ეტაპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა, მიგვაჩნია, რომ ამით გუნდი არ დასუსტებულა.

ყოველ შემთხვევაში, თბილისის "დინამოდან" სამი ისეთი ფეხბურთელი (გივი კვარაცხელია, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი) დაიმატეს, საჩხერელთა გუნდისგან მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას უნდა ველოდოთ.

დილა

სამწუხაროდ, გორის "დილაში" ყოველ წელს კი არა, ყოველ ექვს თვეში, ფაქტობრივად, მთელი გუნდი იცვლება ხოლმე და გამონაკლისი არც ეს სატრანსფერო პერიოდი ყოფილა. კი ბატონო, გუნდმა უცხოური შეკრებაც გაიარა, ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებიც (თანაც, "ჯგუფურად": ხუთი - "მეტალურგიდან", სამი - "გურიადან") დაიმატა, ფინანსური მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად უპრობლემოა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთავარ მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილს, ბევრი მისი კოლეგის მსგავსად, ფაქტობრივად, ახალი გუნდის გაკეთება უწევს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში "დილადან" წასული 16 ფეხბურთელიდან რვა-ცხრა მოთამაშე მუდამ ძირითადში ასპარეზობდა! თანაც, "დილას" ყველა რგოლში სჭირდება გუნდიდან წასული ლიდერების სრულფასოვნად ჩანაცვლება, თუმცა ყველაზე პრობლემატური, ალბათ, საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის უპრობლემოდ შეცვლა იქნება.

მეორე მხრივ, გორელ ქომაგს ის ტენდენციაც უნდა ახარებდეს, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ "დილაში" ადგილობრივი ფეხბურთელების სიმრავლე იქნება: პირველი ეტაპიდან "შემორჩენილ" რომან ახალკაცს, ნიკოლოზ სადაღაშვილსა და რომან გოგინაშვილს ამიერიდან გივი ქარქუზაშვილი, დავით რაჟამაშვილი და ლუკა რაზმაძეც დაემატნენ.

ამდენი საკადრო ცვლილების მიუხედავად, "დილას" რეალურად ძალუძს ზედა ექვსეულში მოხვედრა; მით უფრო, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, გორელთა გუნდს არცთუ რთული კალენდარი აქვს.

სიონი

აი, "სიონს" კი დარჩენილი ოთხი მატჩი მართლაც ერთიმეორეზე რთული ელოდება (პლუს, სათასო მატჩი - "ჩიხურასთან"), მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლადო ბურდულის მსგავსად, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ბოლნისელებს მაინც რეალურად შეუძლიათ ზედა ექვსეულში მოხვედრა.

ამის წინაპირობას კი, ფაქტობრივად, შენარჩუნებული ძირითადი ბირთვი, ნაყოფიერი უცხოური შეკრება (სადაც "სიონი" სოლიდურ სპარინგ-პარტნიორებს შეხვდა) და, რაც მთავარია, ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელების სიმრავლეც იძლევა.

ჰო, სწორედ გამოცდილების ფაქტორიც უნდა მივიჩნიოთ ბოლნისელთა გუნდის პლუსად, ისე, როგორც გუნდში არსებული სერიოზულზე-სერიოზული კონკურენცია: ლადო ბურდულის განკარგულებაში ხომ 20-ზე მეტი კვალიფიციური ფეხბურთელია, რაც მწვრთნელს მოახლოებული პრინციპული მატჩებისათვის როტაციის საშუალებას აძლევს.

...ბოლო წლებია, "სიონს", ფაქტობრივად, ერთადერთი მიზანი ჰქონდა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება; ახლა კი ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ ამ ქვემოქართლურმა გუნდმა ჩემპიონატშიც და თასზეც მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს; ამაში კი "სიონს" ორი გამოცდილი ახალწვეულის, ილია კანდელაკისა და გიორგი ადამიას ოსტატობაც უნდა წაადგეს...

გურია

უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე გვიან მზადება "გურიამ" დაიწყო. თანაც, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ გუნდში თვე-ნახევრის განმავლობაში, ფაქტობრივად, სრული გაურკვევლობა იყო!

აღარაფერს ვამბობთ ასევე ამ ხნის განმავლობაში ჩაშლილ საწვრთნელ პროცესზეც: გაურკვევლობა იყო კლუბისა თუ გუნდის ხელმძღვანელობაში, გაურკვეველი იყო, თუ რა კონტინგენტით უნდა გაეგრძელებინა "გურიას" ჩემპიონატის მეორე ეტაპი და ასე შემდეგ.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ თითქმის იგივე სიტუაცია იყო, საერთოდ, სეზონის დაწყების წინაც და ამ ყველაფრის ფონზე მართლაც სენსაციურად უნდა მივიჩნიოთ პირველი ეტაპის შემდეგ "გურიას" ზედა ექვსეულში მოხვედრა.

თუმცა, ამ პოზიციის შენარჩუნება გუნდის მთავარ მწვრთნელად კვლავ დაბრუნებულ დავით მახარაძეს და მის შეგირდებს ერთობ გაუჭირდებათ: მართალია, ლანჩხუთელებს არცთუ საშინელი კალენდარი აქვთ, სამაგიეროდ, კონკურენტები საგრძნობლად გაძლიერდნენ, მაშინ, როცა "გურიადან" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი (ალექსანდრე კოშკაძე, კობა შალამბერიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ვლადიმერ ჯოჯუა, ნიკა ჯიშკარიანი, ვალერი იობაშვილი) წავიდა.

მაგრამ "გურიას" ხომ სიურპრიზების კეთება უყვარს და ვინ იცის, ეს სიურპრიზები იქნებ კვლავაც გაგრძელდეს..

დასასრული გაზეთის 20 თებერვლის ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან