გიჟური სპრინტი მამაკაცებში
გაცილებით საინტერესო და აბსოლუტურად გიჟური გამოვიდა მამაკაცების სპრინტი. ეს იყო ათი გუნდის რბოლა, რომელშიც ნებისმიერს შეეძლო მედალზე პრეტენზიის გამოცხადება.

თავდაპირველად იაქტიურა დიადმა ნორვეგიელმა პეტერ ნორტუგმა, რომელსაც სოჭში ბევრი არაფერი გამოსდის. თავის პირველ წრეზე მას ჯოხი გაუტყდა, მაგრამ მაინც შეძლო ლიდერობის მოპოვება. ამ მომენტმა ყველა შეაშფოთა: სტარტის წინ ნორვეგია არავის ჩამოუწერია, მაგრამ არც ფავორიტად განიხილავდნენ. ეს პროგნოზი თანდათან გამართლდა, რადგან მეორე ნორვეგიელმა ოლა-ვიგენ ჰატესტადმა ვერ გაუძლო რუსი მაქსიმ ვილეგჟანინის ტემპს და უკვე ბოლო წრის წინ საკუთარ გუნდს მედლის შანსი მოუსპო.

რუსეთის ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. მასპინძლებს ძალიან ძლიერი დუეტი ჰყავდათ ვილეგჟანინისა და ნიკიტა კრიუკოვის სახით. მეხუთე წრეზე ვილეგჟანინი "აფეთქდა" და მისმა აქტიურობამ ნაწილებად დაშალა პელოტონი. ამის შემდეგ მედლების პრეტენდენტები მხოლოდ რუსეთი, გერმანია და ფინეთი იყვნენ. მოულოდნელად ჩამორჩნენ შვედები, ვერ "გაქაჩა" ნორვეგიამ, არ გამოუვიდა კარგი რბოლა შვეიცარიას...

ყველაფერი ბოლო წრეზე უნდა გადაწყვეტილიყო და მაყურებელმა მართლაც დრამატული ფინალი იხილა. ბოლო მოსახვევში ფინელმა სამი იაუჰოიარვიმ რატომღაც ტრაექტორია შეცვალა და, სავარაუდოდ, ამ მანევრით მოუტანა მან საკუთარ გუნდს ოქრო. ფინელმა ტიმ ჩარნკეს თხილამურზე გადაიარა, რითაც გერმანელი ტრასაზე დაეცა და მედლის შანსი დაკარგა. თავის მხრივ, ჩარნკე კრიუკოვს წამოედო და რუსმა ტემპი დაკარგა. იაუჰოიარვი კი წინ გაიჭრა და ძლიერმა სპრინტერმა კრიუკოვმა მისი დაწევა ვეღარ შეძლო.

მოგვიანებით, გერმანიამ გააპროტესტა საბოლოო შედეგი, მაგრამ კომისიამ ფინელთა მხარე დაიჭირა და ამ ქვეყანამ სოჭში პირველი ოქრო მოიგო. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სამი იაუჰოიარვი და ივო ნისკანენი.

სამი იაუჰოიარვი

დაიბადა: 5 მაისი, 1981

სიმაღლე: 1.74 მ

წონა: 69 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოსმედალოსანი.

ივო ნისკანენი

დაიბადა: 12 იანვარი, 1992

სიმაღლე: 1.87 მ

წონა: 80 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა