სნოუბორდიც სრულდება
დასასრულს მიუახლოვდა სოჭის ოლიმპიადაზე სნოუბორდისტთა ტურნირი. 19 თებერვალს ორი მედალი გათამაშდა პარალელურ გიგანტურ სლალომში და აქ ოქროები გაინაწილეს შვეიცარიელმა და რუსმა სნოუბორდისტებმა.

ქალებს შორის აშკარა ფავორიტი იყო ტომოკა ტაკეუში: იაპონელმა მოიგო კვალიფიკაცია და არ წააგო არც ერთი სტარტი დიდ ფინალამდე. ფინალის პირველ ცდაშიც ტაკეუში შეუდარებელი იყო და პატრიცია კუმერს სამი მეათედი წამი მოუგო, რაც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ გადამწყვეტ ცდაზე იაპონელი ნერვებს ვერ გაუმკლავდა: ტრასაზე კუმერი უფრო სუფთად მოძრაობდა და საფინიშო სწორ მონაკვეთზე უკვე ლიდერი იყო, ტაკეუშიმ კი გარისკა და ეს წაქცევად დაუჯდა.

რაც შეეხება ბრინჯაოსთვის ბრძოლას მცირე ფინალში, აქ, რუსების გასახარად, ალიონა ზავარზინამ ავსტრიელ ინა მეშიკს 0.82 წამი მოუგო.

როგორც ჩანს, ვიკ უაილდი ისე აღაფრთოვანა თავისი საცოლის, ზავარზინას ბრინჯაომ, რომ მან თავისი ახალი სამშობლოსთვის ოქროს მედალი მოიპოვა. უაილდი წარმოშობით ამერიკელია და სწორედ ზავარზინასთან სასიყვარულო რომანის გამო გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

ვიკმა ტურნირის ყველა სტადია შესანიშნავად გაიარა - არც ერთ ცდაზე არც ერთ მეტოქესთან არ წააგო. მიუხედავად ამისა, დიდი ფინალის პირველი ნაწილი მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა: მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 0:54 წამით ჩამორჩა შვეიცარიელ ნევინ გალმარინის, მაგრამ მეორე ცდაზე უაილდმა კონცენტრაცია მოახერხა და კლასის ხარჯზე აჯობა შვეიცარიელს.

მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ ზან კოშირი და პატრიკ ბუსლერი, მაგრამ მცირე ფინალში კონკურენცია არ ყოფილა. კოშირმა დამაჯერებლად მოიგო პირველი ცდა და მეორეზე, უბრალოდ, გაამყარა თავისი უპირატესობა.

პატრიცია კუმერი

დაიბადა: 16 ოქტომბერი, 1987

სიმაღლე: 1.72 მ

წონა: 70 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2009) პრიზიორი.

ვიკ უაილდი

დაიბადა: 23 აგვისტო, 1986

სიმაღლე: 1.79 მ

წონა: 82 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (2013) პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა