კლასიკა დათმეს
ქალებს შორის კლასიკური დისტანცია, ერთი მხრივ, მოულოდნელი შედეგით დასრულდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კანონზომიერება იყო. სოჭის ოლიმპიადაზე ჰოლანდიის ნაკრებმა შეგვაჩვია იმას, რომ ციგურებით სირბილში, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ისინი იმარჯვებენ.

მაგრამ არც ის უნდა დაგვევიწყებინა, რომ ჩეხი მარტინა საბლიკოვა 5000 მეტრზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და თან რევანში მართებდა 3000 მეტრზე ჰოლანდიელ ირენ ვიუსტთან წაგების გამო. სხვათა შორის, საბლიკოვამ ვანკუვერში 3 კილომეტრზეც ოქროს მედალი მიიღო.

ბოლოსწინა წყვილში სწორედ ვიუსტი და საბლიკოვა მირბოდნენ ერთად და მათ უშუალო დუელში უნდა გარკვეულიყო ოქროს ბედი. დისტანციის პირველი ნაწილი - რვა წრე უკეთ ჰოლანდიელმა გაიარა, მაგრამ ამის შემდეგ თანდათან უკლო ტემპს, საბლიკოვამ კი შესანიშნავად გადაანაწილა ძალები, ბოლოსკენ აჩქარდა და თითქმის სამი წამი მოუგო მთავარ კონკურენტს. ვიუსტმა სვენ კრამერის ბედი გაიზიარა, რომელიც წინა დღეს 10 ათას მეტრზე ფავორიტის სტატუსით იყო, მაგრამ მეორე ადგილს დასჯერდა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კარიენ კლეიბოკერმა სულ რაღაც 11 მეასედი წამი მოუგო რუს ოლგა გრაფს, რომელსაც უკვე ჰქონდა მესამე ადგილი 5000 მეტრზე. ბოლო მომენტამდე კლეიბოკერი დარწმუნებული ვერ იქნებოდა პოდიუმზე ასვლაში, რადგან ბოლო წყვილში ლეგენდარული გერმანელი კლაუდია პეხშტაინი და კიდევ ერთი ჰოლანდიელი ივონ ნაუტა გარბოდნენ, მაგრამ მათ არათუ კლეიბოკერის, გრაფის დროის გაუმჯობესებაც ვერ შეძლეს.

მარტინა საბლიკოვა

დაიბადა: 27 მაისი, 1987

სიმაღლე: 1.71 მ

წონა: 53 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010, 3000 მ

ოქრო - ვანკუვერი 2010, 5000 მ

ოქრო - სოჭი 2014, 5000 მ

ვერცხლი - სოჭი 2014, 3000 მ

ბრინჯაო - ვანკუვერი 2010, 1500 მ

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 2-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2009, 2010), ერთგზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონი ცალკეულ დისციპლინებში, 3-გზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის 4-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2007, 2010, 2011, 2012).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ფულში გარდაქმნილი მედლები - ვინ რამდენი მიიღო სოჭში გამარჯვებისთვის