"ჩვენთვის მიუღებელია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის არსებული წესი, რომელიც სუბიექტურია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან"
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე კლუბის განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული 2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლის, გუნდის, მწვრთნელის გამოკითხვის საბოლოო შედეგები, რომლის არცერთ ნომინაციაში "დინამო" გამარჯვებულად არ დასახელდა.

2013 წელს, რომლის პერიოდსაც მოიცავდა აღნიშნული გამოკითხვა, "დინამო თბილისის" ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (U-11-ის გარდა, რომელმაც მონაწილეობა ერთი წლით უფროს ასაკობრივ შეჯიბრებაში მიიღო და პირველობა მხოლოდ U-12 თანაკლუბელებს დაუთმო).

რაც შეეხება 2013-2014 წლების მიმდინარე სეზონს, დინამოელები ლიდერობენ ელიტ ლიგის თითქმის ყველა 7 ასაკობრივ ტურნირში (U-9 გუნდის გარდა, რომელიც მეორე პოზიციაზეა). "დინამოს" აკადემიის 7 ფეხბურთელი საქართველოს U-14 ნაკრებში გამოდის, 9 ფეხბურთელი კი ჩვენი ქვეყნის U-13 ღირსებას იცავს, აღარაფერს ვამბობთ ჩვენი აკადემიის ასაკობრივი გუნდების წარმატებებზე საერთაშორისო ტურნირებზე და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საუკეთესოა რეგიონში.

ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში საუკეთესოების გამოვლენა.

ჩვენთვის მიუღებელია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის არსებული წესი, რომელიც სუბიექტურია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა