რამდენი გადაუხადა რუმინულმა კლუბმა არნემის "ვიტესს" გიორგი ჭანტურიას სანაცვლოდ

19 თებერვალს გიორგი ჭანტურიას სატრანსფერო საგა დასრულდა. 20 წლის შემტევი ჰოლანდიური "ვიტესიდან" რუმინულ "კლუჟში" გადავიდა.

კონტრაქტის თანახმად, ჭანტურიამ რუმინულ კლუბში ოთხი წელი უნდა დაჰყოს, თუმცა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალ ზაფხულსვე აღმოჩნდეს იტალიაში და კარიერა სერია A-ს რომელიმე კლუბში გააგრძელოს.

ეს ამბავი თავად ჭანტურიამ გვითხრა, რომელმაც, უკვე როგორც "კლუჟის" ფეხბურთელმა, კონტრაქტის გაფორმებისთანავე პირველი ინტერვიუ "ლელოს" მისცა:

- მიხარია, რომ ჩემი სატრანსფერო ციებ-ცხელება წარმატებით დასრულდა და უკვე შემიძლია გითხრათ, რომ "კლუჟის" ფეხბურთელი ვარ, - გვითხრა ჭანტურიამ, - კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გავაფორმე.

- "კლუჟში" სეზონის ბოლომდე დარჩებით და მერე იტალიაში წახვალთ?

- ახლა ასე ვერ ვიტყვი. "კლუჟთან" 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმცა შევთანხმდით, რომ ხელშეკრულების პირობები ყოველ სატრანსფერო სეზონში გადაიხედება.

- "გადახედვა" ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ სხვა კლუბის ინტერესის შემთხვევაში, "კლუჟი" ტრანსფერში ხელს არ შეგიშლით?

- დიახ, სწორედ ამას ნიშნავს. პირობების გადახედვა კი პირველად უკვე მომავალ ზაფხულს მოხდება.

- მოსალოდნელი იყო, რომ წინასწარ კონტრაქტს იტალიურ კლუბთან გააფორმებდით და მათივე სურვილით, სატრანსფერო სეზონის გახსნამდე "კლუჟში" ითამაშებდით. ითქვა ისიც, რომ რუმინეთში ოთხ თვეს დარჩებოდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. რა მოხდა? რატომ შეიცვალა სიტუაცია?

- გეცოდინებათ, იტალიური ვარიანტი იმის გამო ჩაიშალა, რომ იქ სატრანსფერო პერიოდი დასრულებულია. თანაც, იტალიაში არაევროკავშირელზე ლიმიტია და ეს ლიმიტი ჩემს მსურველ კლუბებს უკვე ამოწურული აქვთ. სწორედ ეს იყო სიტუაციის შეცვლის მიზეზი.

- რომელ იტალიურ კლუბებზეა ლაპარაკი?

- აგენტისგან ვიცი, რომ სერია A-ს რამდენიმე კლუბისგან არის ინტერესი.

- რამდენი მიიღო "ვიტესმა" ტრანსფერის სანაცვლოდ?

- მილიონი ევრო.

- ...და ეს ფული ჰოლანდიელებს "კლუჟმა" გადაუხადა?

- კონტრაქტი "კლუჟთან" გავაფორმე და, აბა, სხვა რომელი კლუბი გადაიხდიდა?!

- კი მაგრამ, ხომ იყო ლაპარაკი, თითქოს სატრანსფერო ფულს თქვენით დაინტერესებული ერთ-ერთი იტალიური კლუბი გადაიხდიდა, რომელიც წინასწარი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ 4-თვიანი იჯარით "კლუჟში" გაგიშვებდათ?

- ახლა ფაქტი ის არის, რომ "კლუჟის" ფეხბურთელი ვარ და არ ვიცი და არც მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობდა. ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ახალი კლუბისკენ არის მიმართული და მისი წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

- უკვე რუმინეთში ხართ?

- არა, კონტრაქტი ჰოლანდიაში გავაფორმეთ. რუმინეთში კვირას ჩავალ და უკვე ორშაბათს ახალ გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

Sky Sports: ივნისში გიორგი ჭანტურია "ვერონაში" ხუან იტურბეს შეცვლის

ჯ.ჩ.
თუ მოინდომებს და პასების დროზე მიცემას ისწავლის შეიძლება უკეთეს გუნდშიც მოხვდეს.ვიტესმა კი მოიშორა.
kosta
ემრე კარგი რა. ფეხბურთი თუ ცოტა მაინც გესმის, რუმინეთისა და იტალიის ჩემპიონატების შედარება შეიძლება? კარგი რა. მაგ ლოგიკით შეიძლება აზერბაიჯანის ჩემპიონიც გავიდეს ევროპის რომელიმე ლიგაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იტალიისას ჯობია.

ღმერთმა ქნას, რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს, მაგრამ ცალი ფეხით თამაშობს, უკან ჩამოსვლა ეზარება; ასე კი, მითემეტეს რუმინეთში და აზერბაიჯანში თამაშით, ზრდა გაჭირდება
Don_Diego
შენ მე ის ხომ არ გგონივარ!! ისა ისა ის რო არი - "თამაზა" ან "არაზა"
Don_Diego
გაწყობთ?,
Diego
15 წლის ბიჭს აუვარდება აბა რა! რასა თხოვთ პატარა ბავშვს? ჭკვიანი და ნორმალური პატრონები უნდა ყავდეს რომ გადაუწყვიტოს გზა, მაგრამ როცა ღორი ქართველების ხელში იყო მისი ტრანსფერები ფულის ჯოჯოხეთს ანათებს და თავი ამოაყოფინეს რუსების კონტროლირებად "ვიტესში", აბრამოვიჩის და ჟორდანიას მაფიის ხელში! ამას ჯერ კიდევ მაშინ ვიძახდი სანამ ჟორდანიამ ოფიციალურადაც რუსს ჩაუგდო ხელში ვიტესი და გაიქცა, ქართველები უპატრონოდ რომ დატოვა. ზუსტად ეს დავწერე მაშინ და "ამიღშფოთდნენ" ზოგიერთი "აზზე მყოფები" Bლიად - და ზუსტად მეორე დღეს გაშალაშინდა ახალი ამბავი რომ ჟორდანიამ ვიტესი რუსი ბიზნესმენს მიყიდა და დაახვიაო(!) აი ასე იყო და მოკეტეს, მარა დიდი ხნით არა. ხო! არ დამავიწყდეს - მაგ რუსეთსაც გაგირტყით და ამერიკასაც!!! და ვინც გადაეფარებით კიდე..
Diego
უსახელოს. იცი რას გეტყვი - ტვინის ნძრევაზე გადადი რა. სანამ "ძვირად დაგიჯდა.. და სიცილ-ღადავი.."
eni
ქართული სენი ორ მინდა დიდ გუნდში ეთამაშა,მაგრამ თავში უვარდებათ და ეგ აფუჭებთ .კალაძე ასეთი მშრომელი რო არ ყოფილიყო ,ვერაფერს მიაღწევდა ,მაგაზე ნიჭიერი მილიონი იყო
diego s
martla kvelafers rusets rogor abralebt.roca aze arxar nu wer uazrobebs...
Diego - s
შენნაირ ხალხზე მაგრად ვღადაობ :D ყველაფერში რუსეთს როგორ ადანაშაულებთ ნუ გამაგიჟეთ
ramo
ჰოლანდიაში რა ქნა და იქ რას იზამს!!!!!!
timote
ოოოოოო . . . . რუმინეთი მაგარია, ძლიერი ჩემპიონატი აქვთ.
lasha
იმინა ბავშვია რა გაბაზრა იტალიაში მივდივარო და რო ჩაეშალა ტრანსფერი უტრყდება და ახლა არ მაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობსოო შენი აგენტისგან წამოვიდაა ეგ იმფორმაციები და შენც ადასტურებდი და ახლა აღარ გაინტერესებს შენი სიტყვებიი? შენ ბალოტელი არხარ რო შენი უწესრიგობები აიტანონ დისციპლინას თუ არ მიაწვებიი მალე კლუჟშიც აღარ დაგტოვებენ ღმერთმა ქნას რომ წარმატებას მიახწიო და წინ წახვიდე მარა ესე ბავშური ახკინებით და მუღამის გასწორებით არაფერი გამოვა
Diego
გაჩუმდით ხალხო რა! ეს ბიჭი ბარსელონადან კლუჟში როა ღორი ქართველი საფეხბურთო მოხელეების დამსახურებაა უმთავრესად!!! ჟორდანიასი განსაკუთრებით, "გენუაში" არ გაუშვა 5 მილიონად 99% გადაწყვეტილი საქმე იყო მარტო მაგისი თანხმობა უნდოდა! რატომ და რუსების კონტროლირებული მაფიოზი ,,,,, როა, როგორც რუსებმა უთხრეს ისე მოიქცა - ქართველი ტალანტის იტალიაში გაშვებას დაუშვებენ რუსები? გასკდნენ ბოღმით ბარსელონაში რომ ბურთს აგორებდა, აამუშავეს აგენტურა და თავიანთ "საცეცებში" მოაქციეს უკვე! ფეხბურთი პოლიტიკაა ხალხო ქართველების "გავარსკვლავება" არაფრით არ აწყობთ "ძერჟავნიკებს"!!!
ემრე
თქვენი გამკვირვებია, რითია კლუჟი ჯეონაზე და ბოლონიაზე ნაკლები გუნდი? თითქმის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ჩემპიონატიც საკმაოდ ნორმალური დონის აქვთ, წარმატებები
koki
მაგრად გამიტყდა. რას შეპირდნენ ასეთს?
cota sxvanairad
ასე მარტო თავისთავს დააზარალებს.ამათ თუ ჰგონიათ,რომ ამათ ვანერვიულებინებთ თავს,ცდებიან.ეს ბიჭი ერთი სეზონი თამაშობდა კარგად და ეს სეზონიც 16 წლის რომ იყო მაშინ.მერე უკვე თვითონ ეგონა რაღაცას მივაღწიეო.მაგისთვის კი ბევრი შრომა და დისციპლინაა საჭირო.მერე მიხვდება,მაგრამ გვიანი იქნება.
malxazi
რას გადაგვაყოლეთ ამ ჭანტურიას,მჭედლიძეს და ყენიას,მეტი საქმე არაფერი გაქვთ? საქართველოში მაგათზე ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ,ჯობია ახალი ტალანტები ეძებოთ და გზა გაუხსნათ მათ.
გაცოფებულუ ვარ
კარგი რა გიორგი, ამის დედა ვატირე, კარგი რა. კლუჟში და ციგნებში თუ გინდოდა კარიერის გაგრძელება, რაღას წვალობდი ამდენს ევროპაში (ბარსელონადან ვიტესამდე), აქ გეთამაშა და პირდაპირ წასულიყავი მაგ მეათეხარისხოვან კლუბში.
givi
ჩვენდა სამწუხაროდ და ქართული ფეხბურთის სავალალოდ შენგან ფეხბურთელი აღარ შედგება, შენი ცანცარა ხასიათის გამო.
beqa
რუმინეტში წასვლას ისევ ვიტესში ყოფილიყო ის ჯობდა.მაგრად გამიტყდა წესიერი გუნდი რომ ვერ იპოვა.
რომანი
ნეტა რა უხარია, გამაგებინა, ბარსაში დაიწყო და კლუჟამდეა უკვე ჩამოსული
zako
ალალად ვამბობ, რომ ძალიან მეწყინა ამ ბიჭის უკუსვლა. მხედველობაში მაქვს რუმინეთის ჩემპიონატში გადასვლა. ამას არა პროგრესი, არამედ ტიპიური რეგრესი ქვია. თანაც 4-წლიანი კონტრაქტი. გამოდის რომ მეტს ვერარ ქაჩავს. როგორი იმედი მქონდა ამ მართლაც რომ ტალანტით სავსე ფეხბურთელის.
გულშემატკივარი
სამწუხაროა მაგრამ ამ ბიჭისგან საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელიც კი ვერ დადგება.. ზედმეტად ამბიციური და ამაყია. ერთი ორი გოლი სეზონში ყველას გააქვს. ის კი რა წარმოდგენაც თავის თავზე აქვს აშკარად ხელს უშლის პროფესიულ წინსვლაში. სამწუხაროდ ეს ყველა ქართველი ფეხბურთელის სენია.
დ.კ.
გიორგის ჯერ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი, ქონდა საშუალება თავის სიძლიერე დაემტკიცებინა ჰოლანდიაშიც და რუსეთშიც.ფაქტია, რომ მან ეს ვერ მოახერხა, არვიცი რა აკლი, საქმეს გულისყურით ეკიდება თუ არა?, ვიტესი მაგისთვის ტრამპლინი უნდა გამხდარიყო მაგრამ ფაქტია, რომ უფრო უარეს ჩემპიონატში წავიდა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
გიორგი ჭანტურიას გუნდის უეცარი ნახტომი მე-16 ადგილიდან მესამეზე
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
ფიბა ევროპის თასი. დინამო-კლუჟი [LIVE]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
iamcalcio.it: ნიკო ლოპესი "ვერონადან" წავა, გიორგი ჭანტურიას საკითხი ჯერ გასარკვევია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლევან ყენიას "დუდელანჟის" მეტოქე გუნდში ჟულიო ბაპტისტა ჩაირიცხა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა