საუბარი, დაახლოებით, 30 წუთს გაგრძელდა და საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა
ჯერ კიდევ "სოჭი 2014"-ის გახსნამდე, სოკ-ის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი აუცილებლად შეხვდებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას და სიტყვა შეასრულა კიდეც.

20 თებერვალს ბახი სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს და გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილს შეხვდა.

საუბარი, დაახლოებით, 30 წუთს გაგრძელდა და საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ლერი ხაბელოვმა ტომას ბახს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა.

- ჩვენი ეოკ-ი მუდამ გრძნობდა და გრძნობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ჩვენთვის დრო მაინც გამონახეთ. სოკ-ის ყველა პრეზიდენტი გამორჩეული ადამიანი და უბადლო პროფესიონალი იყო, თუმცა მათგან ოლიმპიური ჩემპიონი არც ერთი ყოფილა. თქვენ ამ მხრივ პირველი ხართ და მინდა წარმატებები გისურვოთ, - აღნიშნა სეოკ-ის თავკაცმა.

ტომას ბახმა ქართული დელეგაციის მიმართ თავისი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ფლობს დეტალურ ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რაც თან ახლდა ჩვენი გუნდის სოჭში ჩამოსვლას.

- საქართველოს ოლიმპიური გუნდი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა პეკინის თამაშებზე. შემდეგ იყო ვანკუვერი და ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედია. ახლა კი არის სოჭი და ის წნეხი, რასაც თამაშების წინა პერიოდში განიცდიდით და განიცდით. ღირსეულად გადალახეთ ყველა ეს სიძნელე და კრიტიკულ მომენტში ყოველთვის სწორი ნაბიჯები გადადგით. რა თქმა უნდა, სოკ-ი ამას ხედავს და აფასებს, - თქვა ტომას ბახმა.

თავისთავად, საუბარი შეეხო ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ ბაკურიანში სპორტული ობიექტის მშენებლობას. სოკ-ის პრეზიდეტმა გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მისმა წინამორბედმა დაიწყო. ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალში აუცილებლად გაიმართება კონსულტაციები სოკ-სა და სეოკ-ს შორის. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ოჯახის აზრიც.

შეხვედრის ბოლოს ლერი ხაბელოვმა სოკ-ის პირველი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ მოიწვია თბილისში, 3-5 ოქტომბერს სეოკ-ის დაარსების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ბახმა სიამოვნებით გაიხსენა 1997 წელს მისი პირველი ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში და აღნიშნა, რომ თუ დროის დეფიციტი ხელს არ შეუშლის, ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას აუცილებლად დაესწრება.

კახა ბერიძე. სეოკ-ის პრესატაშე სოჭიდან სპეციალურად "ლელოსთვის"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა
რიოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება
სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით შეჩერებული იყო
პასუხი სოკ-იდან: ჩვენ "აფხაზეთს" და "სამხრეთ ოსეთს" არ ვაღიარებთ
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
ოლიმპიზმი: რუსეთი რიოს ოლიმპიადაზე იქნება
დოპინგი: ორი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ
რიო 2016: ბახის წვალება და ხანძარი ოლიმპიურ სოფელში
სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი
ოლიმპიური სამყარო 10 სექტემბრის მოლოდინშია
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო
ᓡᓝᓙ-ᓨᓘ ᓠᓘᓝᓨᓘ ᓔᓭᓕᓘ ᓐᓦᓐᓠ ᓔᓞᓐᓠᓔᓑᓐᓗ
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
Bild: ტომას ბახი ვლადიმირ პუტინის პუდელია!
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა ძიუდოს გუნდი იუარა
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] უჟმურად დაიწყო, ასეც გრძელდება...
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
სოკ-მა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი სრულუფლებიან წევრად აღიარა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
რობერტ შავლაყაძეს დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლის ასლი გადასცეს
ქართულ სპორტში ბევრი პრობლემაა - ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილთან
ბაქო 2015: ქართველ ოლიმპიელებს გზა დაულოცეს
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს პეკინი უმასპინძლებს
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება