ქართველის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" კრიზისის დაძლევას კვირას, სტამბოლში, "სივასფორთან" მატჩში აპირებს
შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" თურქეთის ჩემპიონატში ბოლოს 9 ნოემბერს გაიმარჯვა ("გაზიანთეფთან" 3:0) და მას მერე კრიზისშია...

თუმცა კრიზისიც არის და კრიზისიც: ჩვენებურის გუნდს ჩავარდნა ნამეტანი გაუგრძელდა - უკვე 11 მატჩია არ მოუგია და ახალ წლამდე ჩემპიონობაზეც თუ აცხადებდა პრეტენზიას, ახლა ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც სათუო გაუხდა.

რა არის კრიზისის მიზეზი? ამ კითხვით მივმართეთ შოთა არველაძეს, რომელიც ორიოდ დღით თბილისში იყო ჩამოსული...

- "ქასიმფაშას" კრიზისი გაუგრძელდა. ახალ წელს გუნდმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო. რა არის ამის მიზეზი?

- არ მეგულება გუნდი, რომელიც მთელ სეზონს ერთნაირად მაღალ დონეზე ჩაატარებს, სხვა საქმეა, რომ კრიზისი მართლაც გაჭიანურდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ერთ-ერთი მთავარი კი ფსიქოლოგიური მომენტია, "ბეშიქთაშს" შინ ალალად რომ მოვუგეთ, იჩივლეს, მსაჯმა შეცდომები დაუშვაო. არადა, თუ ნახეთ ის თამაში, მსაჯს უსაშველო არაფერი დაუშავებია. ერთი ეპიზოდი გახდა საკამათო, როცა მეტოქის შეტევისას ჩვენმა მცველმა მოედანზე მეორე ბურთი დააგდო, თუმცა ისიც საკითხავია - ის მეორე ბურთი მოედანზე ვინ შეაგდო?! ისევ და ისევ ბეშიქთაშელებმა! ამას გარდა, ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს დისკავილიფიკაცია მისცეს, ვადა გაუვიდათ და თამაშებიც გამოტოვეს, მაგრამ ახლა გვეუბნებიან - თითომატჩიანი სასჯელი კიდევ დარჩათო.

კრიზისის ასახსნელად კიდევ შეიძლება რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა, მაგრამ ეს უკვე კლუბის საშინაო საქმეა.

- ამასობაში, წამყვანი პოზიციებიდან დაქვეითდით...

- კი, მაგრამ არც ქულებშია სხვაობა მაინცდამაინც დიდი. მეოთხეადგილოსან "სივასფორს", რომელსაც კვირას ვმასპინძლობთ, 6 ქულით ჩამოვრჩებით და თუ მოვუგებთ, ისევ დავბრუნდებით ლიდერთა შორის.

- მაინც როდისთვის ვარაუდობთ, რომ გუნდი კრიზისს თავს დააღწევს?

- აქამდეც უნდა დაგვეღწია თავი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. აი, ჩვენ რომ ქომაგების დიდი არმია გვყავდეს, როგორიც, მაგალითად, სტამბოლის სხვა კლუბებს ჰყავთ, სხვა საქმე იქნებოდა.

ქომაგის ერთი შეძახილიც კი გუნდს სხვანაირად განაწყობდა, ერთი ომახიანი სიტყვაც კი სხვანაირად დამუხტავდა ფეხბურთელებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ამ დონეზე არ ვართ. დიდ კლუბად ჩამოყალიბებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ.

- "სივასფორს" რობერტო კარლოსი წვრთნის. რას უნდა ველოდოთ ამ გუნდთან საკვირაო მატჩისგან?

- ცხადია, ძალიან მინდა, რომ მოვიგოთ. თანაც კონკურენტს ვმასპინძლობთ, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დავამარცხეთ. ვნახოთ, თუ მოვიგეთ, სამომავლოდ ეს 3 ქულა ძალიან წაგვადგება.

- წაგადგებათ იმიტომაც, რომ კონკურენტებზე უკეთესი კალენდარი გაქვთ?

- არც მთლად ეგრეა, "გალათასარაისთან" დაგვრჩა სათამაშო და კიდევ რამდენიმე კონკურენტთან. ჯერ მხოლოდ "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" მოვითავეთ.

- მაინც რა არის საჭირო იმისთვის, რომ "ქასიმფაშამ" კრიზისი დასძლიოს?

- საკუთარი თავის რწმენა და ერთი მოგება, რომელიც, ვიმედოვნებ, "სივასფორთან" იქნება და კრიზისიც ამით დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"რა უნდა გულშემატკივარს გალიაში?" - უკრაინელებმა რობერტო კარლოსი აღაშფოთეს
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
დაწუნებული ბრაზილიელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
"სალაჰი რამოსს ახლოს არ მიუახლოვდება..." - კარლოსი ძველ ინციდენტს იხსენებს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
რობერტო კარლოსი: ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან...
მცველები, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - ვინ არიან ისინი?
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის